2017 წლის 3 საუკეთესო ფილმი - თუ ჯერ არ გინახავთ, დროა, შეცდომა გამოასწოროთ!

კინო

20 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

ამ სამივე ფილმის მთავარი კოზირი კარგი რეჟისორი, ოპერატორის არაჩვეულებრივი ნამუშევარი და ბრწყინვალე სამსახიობო გუნდია. 

დიუნკერკი / Dunkirk



ქრისტოფერ ნოლანის მორიგი შესანიშნავი ნამუშევარი. მოვლენები 1940-იან წლებში ვითარდება.
ისტორია დიუნკერკის ოპერაციაზე მოგვითხრობს, რომლის დროსაც 338 226 ჯარისკაცის ევაკუაცია მოხდა, მათ შორის იყვნენ ინგლისელები, ბელგიელები და ფრანგები. ფილმი არ მოგვითხრობს კონკრეტულ პერსონაჟსა და მის ცხოვრებაზე, ის ისტორიული მოვლენის არსზე გვიყვება, სადაც არის შიში და უამრავი ადამიანის ემოცია. მთავარ როლებში ტომ ჰარდი და კილიან მერფი არიან, თუმცა მთავარი აქცენტი მათზე არ კეთდება.


 


მეფე არტური: ლეგენდა მახვილზე / King Arthur: Legend of the Sword



ყველასთვის ნაცნობი ლეგენდა არტურზე, რომელმაც მახვილის ქვიდან ამოღება შეძლო, კიდევ უფრო მძაფრი და ემოციურია ჯად ლოუს (ანტაგონისტი) და ჩარლი ჰანამის მონაწილეობით. დინამიკა, კოლორიტული პერსონაჟები და მათი ხუმრობები ძველ ისტორიას საოცრად თანამედროვეს ხდის. თანაც, ეს ხომ გაი რიჩის ფილმია და წინ ბევრი სიურპრიზი გელით.


 


ტიტების ციებ-ცხელება / Tulip Fever



ჯასტინ ჩადვიკის ფილმში მთავარ როლებში ოსკაროსანი მსახიობები ალისია ვიკანდერი და ქრისტოფ ვალცი არიან. ფილმის სახელი მეტაფორა არ არის. ისტორიაში ნამდვილად იყო ასეთი პერიოდი - 1636-1637 წლებში ნიდერლანდებში ტიტებზე მოთხოვნა ძალიან გაიზარდა, რის გამოც ფასმა საგრძნობლად მოიმატა. ამის ფონზე სასიყვარულო დრამა ვითარდება. მდიდარი მამაკაცი თავისი ცოლის დასახატად სახლში ახალგაზრდა მხატვარს მიიყვანს, რომელსაც ეს ქალი შეუყვარდება...

წყარო
დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.