5 რომანტიკული კომედია ახალი წლის დღეებისთვის

კინო

27 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

ფილმები, რომლებშიც თოვლი ყველაზე ფაფუკია, ბუხარში ყველაზე მწველი ცეცხლი გიზგიზებს, საყვარელი ადამიანის სვიტერი ყველაზე კომფორტულია და შამპანური - ყველაზე მათრობელა. არ გამოტოვოთ...

1. მეგობარი შობისთვის / A Boyfriend for Christmas (2004)



ფილმში აღწერილია ახალგაზრდა ქალის - ჰოლის სიყვარულის ისტორია. მის ყველა დაქალს გვერდით ჰყავს საყვარელი ადამიანი და მასთან ერთად შეხვდება შობას. ჰოლიმ აუცილებლად უნდა იპოვოს ვინმე, ვინც მის გვერდით იქნება შობას. ჰოლი სანტა-კლაუსს სთხოვს, საჩუქრად ბოიფრენდი მიუყვანოს და მართლაც აუსრულდება ეს სურვილი. დიახ, გოგოებო, მთავარია, გჯეროდეთ სასწაულების!


2. ინტუიცია / Serendipity (2001)



ეს ფილმი იმის მაგალითია, რომ ბედისწერას ვერსად გაექცევი. ისტორია მართლაც დაუჯერებელია: ერთ დღეს ჯონათანი და სარა ხელთათმანების რიგში შეხვდებიან ერთმანეთს და მიხვდებიან, რომ ერთმანეთისთვის არიან შექმნილები. ისტორია ბანალური რომანტიკული სცენარით განვითარდებოდა, რომ არა ერთი დეტალი - ორივეს უკვე ჰყავს მეორე ნახევარი. უზარმაზარ ნიუ-იორკში შემთხვევით კიდევ ერთხელ შეხვედრის შანსი მინიმალურია, თუმცა ამ ფილმში ყველაფერს მისი უდიდებულესობა ბედისწერა განაგებს....

3. ბრიჯიტ ჯონსის დღიური / (Bridjet Jones's Diary) (2001) 



ეს ფილმი არაერთხელ უნდა ნახოს მან, ვინც ყოველ ახალ წელს ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავს. თუ მეგობრებში გყავთ ბრიჯიტის მსგავსი პიროვნება, აჩუქეთ მას დღიური, სადაც ის თავისი ახალი ცხოვრების მიღწევებს დააფიქსირებს. 

4. შვებულება / The Holiday (2006)



მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ორმა სრულიად უცნობმა ქალმა - ლოს-ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს, შვებულების პერიოდში სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა მათი დიდი სიყვარულის საწინდარი გახდებოდა.

5. რეალური სიყვარული / Love Actually (2003)



სიყვარული ყველას ურევს თავგზას: უცოლო პრემიერ-მინისტრს, რომელსაც თავისი აპარატის თანამშრომელი შეუყვარდა... დამსხვრეული გულის აღსადგენად საფრანგეთის სამხრეთით გაქცეულ მწერალს, რომელიც თავის სიყვარულს ტბაზე შეხვდა... გათხოვილ ქალს, რომელიც ეჭვობს, რომ მეუღლე ნელ-ნელა შორდება... სიყვარულს ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში შეაქვს ქაოსი და შობის წინა საღამოს მოვლენების განვითარება პიკს აღწევს...

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?