Disney-ს მულტფილმების მიხედვით ფილმებს გადაიღებენ (10 ფოტო)

კინო

11 იანვარი 22:00

ფილმ „მზეთუნახავი და ურჩხულის“ პრემიერა, ემა უოთსონის მონაწილეობით, 2017 წლის თებერვალში გაიმართა და კინოთეატრებში დისნეის მილიონობით თაყვანისმცემელი შეკრიბა. უახლოეს მომავალში დისნეის ცნობილი ისტორიების სხვა რიმეიქებიც იგეგმება...

„ალადინი“



გაი რიჩის „ალადინი“ ეკრანებზე 2019 წლის 24 მაისს გამოვა. ალადინის როლს მენა მასუდი შეასრულებს, ჟასმინს - ნაომი სკოტი, ყველასთვის საყვარელ ჯინს კი - უილ სმიტი. ფილმში ბევრი მუსიკალური კომპოზიცია მულტფილმიდან იქნება გამოყენებული, მაგრამ ახალი სიმღერების მოსმენის საშუალებაც მოგვეცემა.


 


„პრინცი ჩარმინგი“



პროექტი ჯერ კიდევ 2 წლის წინათ დააანონსეს, მაგრამ დეტალები ჯერ მაინც უცნობია. მხოლოდ ის ვიცით, რომ ფილმი გვპირდება მშვენიერ პრინცზე ახალ შთაბეჭდილებებს მისი ძმის მხრიდან, რომელიც არცთუ ისე შეესაბამება სამეფო ოჯახის მოლოდინს. ჯერჯერობით ისიც უცნობია, რომელი პრინცი იქნება ის: კონკიასი თუ ფიფქიასი? ფილმის რეჟისორია სტივენ ჩბოსკი, რომელიც „მზეთუნახავი და ურჩხულის“ ერთ-ერთი სცენარისტი იყო.


 


„მულანი“



ფილმის შესახებ ცოტა რამ არის ცნობილი, თუმცა პრემიერა 2019 წელს იგეგმება. ფილმის რეჟისორი ნიკი კარო იქნება, მთავარ როლს კი ლიუ იფეი შეასრულებს.


 


„პიტერ პენი“



„პიტერ პენის“ ახალი ვერსიის გამოსვლის თარიღი უცნობია. რეჟისორი დევიდ ლოური იქნება, რომელიც მუშაობდა ფილმზე „პიტის დრაკონი“.


 


„კრუელა“



„101 დალმატინელის“ სპინ-ოფი 2018 წელს გამოვა და მთავარი ბოროტმოქმედის, კრუელა დე ვილის ისტორიას მოგვიყვება. რეჟისორია ალექს ტიმბერსი, მთავარ როლს კი მომხიბვლელი ემა სტოუნი ასრულებს. მისი ნახვა უარყოფითი პერსონაჟის როლში ნამდვილად საინტერესო იქნება...


 


„ქალთევზა“



ფილმ „ქალთევზას“ შესახებაც ბევრი არაფერია ცნობილი, მაგრამ უკვე სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ფილმის საუნდტრეკზე ლეგენდარული ალან მენკენი იმუშავებს. მას მუსიკა დისნეის არაერთი მულტფილმისთვის აქვს შექმნილი, მათ შორის „პატარა ქალთევზასთვის“.


 


„დამბო“



ფილმის პრემიერა 2019 წლის 29 მარტს არის დაგეგმილი და მისი მოლოდინი თუნდაც რეჟისორის გამო ღირს - ფილმზე ტიმ ბარტონი იმუშავებს. კოლინ ფარელი ცირკის ძველ ვარსკვლავს ითამაშებს, რომელიც ომიდან დაბრუნების შემდეგ უვლის ახალშობილ სპლიყვს, უჩვეულოდ დიდი ყურებით. უმშვენიერესი ევა გრინი კი ფრანგი ტანმოვარჯიშის როლს შეასრულებს.


 


„პინოქიო“



„პინოქიოს“ რიმეიქის რეჟისორი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ სცენარის ბოლო ვერსია კრის ვაიცმა დაწერა, რომელიც მუშაობდა ფილმზე „ვარსკვლავური ომები: განდევნილი“.


 


„კრისტოფერ რობინ“



მარკ ფორსტერის ფილმი 2018 წლის აგვისტოში გამოვა, გაზრდილი კრისტოფერ რობინის როლს კი იუენ მაკგრეგორი შეასრულებს. სიუჟეტის მიხედვით, გაზრდილი კრისტოფერ რობინი უბრალო მეოჯახეა, რომელმაც მისთვის ოდესღაც დამახასიათებელი მდიდარი წარმოსახვის უნარი დაკარგა. ბავშვობის მეგობრებმა, ვინი პუჰის მეთაურობით, მას სიცოცხლის ხალისი უნდა დაუბრუნონ...


 


„მეფე ლომი“



ამ ფილმის რიმეიქი 2019 წლის 19 ივლისს გამოვა. ფილმის რეჟისორია ჯონ ფავრო, სამსახიობო დასი კი ნამდვილად ვარსკვლავურია: დონალდ გლოვერი - სიმბას როლში, ბიონსე - ნალა, ჯონ ოლივერი - ზაზუ, სეტ როჯენი - პუმბა. რეჟისორი ფილმ „ჯუნგლების წიგნზე“ მუშაობდა, რომელშიც ვირტუალური რეალობის ტექნოლოგია გამოიყენა და, როგორც ამბობენ, „მეფე ლომში“ უფრო ოსტატურად გაიმეორებს. თუ ამ მულტფილმის სიმღერები გიყვართ, არ ინერვიულოთ - ახალ ვერსიაში ისინი კვლავ იქნება.

წყარო
საკნატუნო ამბები

შოტლანდიაში მოგზაურობის მიზეზები

კილტი, გუდასტვირი და ციხე-დარბაზები. უმდიდრესი ისტორიისა და უჩვეულო პეიზაჟების ქვეყანა. სერ უოლტერ სკოტისა და რობერტ ბერნსის სამშობლო. ამ ფოტოების შემდეგ შოტლანდია უთუოდ მოხვდება თქვენს სამოგზაურო გეგმებში.
PR კლუბი

როგორ ფიქრობთ - დღეს რა პროფესიაზე ოცნებობენ ბავშვები?

გაიცანით და მოუსმინეთ: კესარია ღამბაშიძეს, სანდრო კუსიანს, თორნიკე და ლილე ლომინეიშვილებს, დავით და დემეტრე ჩქარეულებს, სანდრო ნიშნიანიძეს, ლუკა მეტრეველს, ელენე და ლუკა აფაქიძეებს, ნანუკა კაციაშვილს...
საკნატუნო ამბები

იტალიელი მხატვარი ფანტაზიასა და რეალურს შორის ზღვარს შლის

მხატვარმა დიეგო კუზანომ გადაწყვიტა, თავისი შემოქმედებისთვის უჩვეულო ფორმა მიეცა. თავის თავს გამოსახულების მკვლევარს უწოდებს და ამბობს, რომ თავისი ნამუშევრებით ცდილობს, ადამიანები გააღიმოს.
საკნატუნო ამბები

7 ნაბიჯი, თუკი სიგარეტისთვის თავის დანებება გსურთ

მოწევა მავნებელია... ეს თქვენც იცით, მაგრამ მაინც აგრძელებთ მოწევას. იქნებ არც დაინტერესებულხართ, როგორ გაუმკლავდეთ ამ უბედურებას? მაშინ მოდით, ერთად გავერკვეთ...
იცით თუ არა...

რატომ სვამს ამერიკელი გოგონა ძაღლის შარდს?

ამ უცნაურმა ამბავმა გამოცემა Daily Mail-ის ყურადღებაც მიიპყრო...
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომლებიც ცრუპენტელებს ვერ იტანენ

ბევრი ჩვენგანი შეურიგებელია ტყუილისა და თვალთმაქცობის მიმართ. თუმცა ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს გაპატიებთ სიცრუეს.
FUN-ტესტი

რას ითხოვენ თქვენგან გარშემომყოფები?

ამის გასაგებად აირჩიეთ „ქალი“ და წაიკითხეთ შესაბამისი პასუხი...
თავსატეხი

იპოვეთ რიცხვი

ჯერ ეს გამოთვალეთ: 55241 + 682290, ხოლო შემდეგ მიღებული რიცხვი იპოვეთ ციფრების ცხრილში. ციფრების თანმიმდევრობა უნდა ვრცელდებოდეს სწორ ხაზზე (შეიძლება - მარჯვნიდან მარცხნივაც) ან დიაგონალზე.
საკნატუნო ამბები

ადამიანები, რომელთა დილა მშვიდობიანი აშკარად არ აღმოჩნდა (20 ფოტო)

ზოგჯერ უიღბლობა ისე ჩაგვისაფრდება ხოლმე, რომ გაღვიძებასაც კი არ გვაცდის. 
საკნატუნო ამბები

მეცნიერებმა 15 000 პენისი გამოიკვლიეს და... დაგვამშვიდეს

სანამ პენისის სიგრძის გასაზომად სანტიმეტრს მოიძიებთ, დაგამშვიდებთ: ამოისუნთქეთ - თქვენ ყველაფერი რიგზე გაქვთ!
დღის ჰოროსკოპი

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

თუ მოგზაურობაში ბევრი ბარგის წაღება არ გსურთ

სამოგზაუროდ ბარგის ჩალაგება რთული საქმეა. მით უფრო, როცა ვარაუდობ, რომ ყველაფერი დაგჭირდება, რასაც სახლში მოიხმარ. ამას ემატება ბარგის წონაც, რომელიც თვითმფრინავით მგზავრობისას საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. თუმცა, გამოსავალი მაინც არსებობს...