ლეგენდარული კინოპერსონაჟები, რომლებიც სხვა მსახიობებს უნდა შეესრულებინათ

კინო

30 იანვარი 17:00, 2018 წელი

დღეს ეს კინოგმირები სხვა მსახიობების შესრულებით ვერ წარმოგვიდგენია, არადა ქასთინგის დროს რეჟისორის სხვა განწყობა ან უბრალოდ „მისი უდიდებულესობა შემთხვევა“ და აპლოდისმენტები უკვე ამ ვარსკვლავისკენ იქნებოდა მიმართული.

  • დევიდ ბოუი ელრონდის როლში

    „ბეჭდების მბრძანებელში“ ელფების მმართველის როლის შესრულების სურვილი თავად ბოუისგან მოდიოდა. თუმცა რეჟისორ პიტერ ჯეკსონს ის უფრო გენდალფის როლში წარმოედგინა. მაგრამ მთავარი პერსონაჟის პოზიციაში გადაღებები არანაირად არ ესადაგებოდა მუსიკოსის მჭიდრო გრაფიკს.  

  • დასტინ ჰოფმანი რიკ დეკარდის როლში 

    ფილმ „სამართებელზე მორბენალში“ სანუკვარი როლის შესრულებიდან დასტინ ჰოფმანი ერთ ნაბიჯზე იყო. მაგრამ ის სტუდია The Ladd Company-ს წაეკიდა. სტუდიის წარმომადგენლებმა არ დააკმაყოფილეს მსახიობის სურვილები: მას თავისი პერსონაჟი პირქუში და გაბოროტებული წარმოედგინა.  

  • ქრისტოფერ უოკენი ჰან სოლოს როლში

      "ვარსკვლავური ომებიდან" ჰან სოლოს როლში, ჰარისონ ფორდის გარდა, ვინმეს წარმოდგენა ახლა უკვე შეუძლებელია. არადა ლუკასი თავიდან ამ როლში სხვა მსახიობებს არჩევდა და ერთ-ერთი მთავარი კანდიდატურა ქრისტოფერ უოკენი იყო. მაგრამ ბოლო მომენტში რეჟისორმა, უბრალოდ, გადაიფიქრა.  

  • დევიდ შვიმერი აგენტ ჯეის როლში

      მსახიობს ფილმ „ადამიანები შავებში“ სამყაროს საშინელებებთან მებრძოლის მეწყვილის როლი შესთავაზეს, მაგრამ მან უარი განაცხადა. შვიმერი შიშობდა, რომ  უფროსი კოლეგის ჩრდილში ყოფნა მოუწევდა. არავინ იცი, როგორი იქნებოდა შვიმერი ამ როლში, მაგრამ ეს პერსონაჟი უილ სმიტის შესრულებით სამ ფილმში ძალიან ორიგინალურად გამოიყურება.   

  • ქრისტინ სტიუარტი დიანას როლში

    იმის მიუხედავად, რომ სტიუარტმა უკვე რამდენიმე ფილმში ითამაშა, სადაც ფანტასტიკური გმირები ჩნდებიან, ქალი-საოცრებას როლზე მაინც უარი განაცხადა. აქ მიზეზი შესაძლოა, მსახიობის მოკლე ვარცხნილობისადმი სიყვარულიც იყოს.  მას კი ფილმ „ბინდის“ გაგრძელებაში კვლავ პარიკის ტარება მოუწევდა.  

  • რაიან გოსლინგი ჯოკერის როლში

    გოსლინგმა „თვითმკვლელთა რაზმში“ სახიფათო გადარეულის როლის შესრულება თავად ისურვა, მაგრამ ბოლო მომენტში უარი განაცხადა, ვინაიდან შემდგომ ფილმებში მონაწილეობაზეც თანხმობა უნდა განეცხადებინა, რასაც მსახიობი სულაც არ გეგმავდა.  

  • ტომ კრუზი სტივ ჯობსის როლში 

    ფილმის შემქმნელები ორ ნაწილად იყვნენ გაყოფილები. ერთი ნაწილი ტომ კრუზს ერთ-ერთ საუკეთესო კანდიდატად მიიჩნევდა, მეორის აზრით კი, მსახიობის ასაკი სიუჟეტს არ შეესაბამებოდა. როლი საბოლოოდ მაიკლ ფასბინდერმა მიიღო, რომელიც Apple-ის დამაარსებელს უფრო ჰგავდა კიდეც.  

  • ტობი მაგუაირი ბილბო ბეგინსის როლში 

    სახელგანთქმულ ფილმში ჰობიტის როლის შემსრულებელთა შორის ყოფილი „ადამიანი-ობობა“ ტობი მაგუაირი მოიაზრებოდა. მაგრამ პიტერ ჯეკსონი ბილბოს როლში მარტინ ფრიმანს ხედავდა, ამიტომაც ყველა სხვა შესაძლო კანდიდატურა უარყო.  

  • ქეით უინსლეტი ბრიჯიტ ჯონსის როლში

    ქეითმა მომხიბლავი პუტკუნას როლი ასაკის შეუსაბამობის გამო ვერ მიიღო: ფილმის გადაღების მომენტისთვის ის 26 წლის იყო, ხოლო ბრიჯიტი ფილმი 30-სა უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ როლი რენე ზელვეგერს ერგო და მაყურებელს ეს არც უნანია.  

  • ლინდსი ლოჰანი ალისა კინგსლის როლში 

    ნორჩი ალისას როლში ამანდა სეიფრიდსა და ლინდსი ლოჰანს განიხილავდნენ. თუმცა ამ უკანასკნელს უფრო ფიცხი და კაპრიზული ქალიშვილების როლები გამოსდიოდა. ასე რომ, მსახიობმა ვერ შეძლო, თავი ახალ ამპლუაში გამოეცადა. გადაღებამდე 4 თვით ადრე როლზე მია ვასიკოვსკა დაამტკიცეს.  

  • ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ჯორდან ბელფორტის როლში

    სკანდალური „უოლ სთრითის მგელის“ როლის მიღება „კაპიტან ამერიკა“ კრის ევანსსაც სურდა და მომავალ „სნოუდენს“ ჯოზეფ გორდონ-ლევიტსაც. მაგრამ მათ სინჯები ვერ გაიარეს. როლი დი კაპრიოს ერგო, რომელიც რეალურ ბელფორტს ბევრჯელ შეხვედროდა და მის ცხოვრებასაც აკვირდებოდა.  

  • ჯერემი რენერი შეშლილი მაქსის როლში 

    ტომ ჰარდის კინოს გადასაღებ მოედანზე სერიოზული ბრძოლა მოუხდა, ვინაიდან როლზე მისი მეტოქე, ფილმ „შურისმაძიებლებით“ ცნობილი შევარდენის თვალი ჯერემი რენერი იყო. მაგრამ ტომი ამ ბრძოლიდან გამარჯვებული გამოვიდა და ეკრანზე გმირიც მან განასახიერა.  

  • სემუელ ლ. ჯეკსონი ჰიუ გლასის როლში 

    ფილმის შექმნა თავიდან პაკ ჩჰან უკს დაავალეს. ის მთავარ როლში მხოლოდ ჯეკსონს ხედავდა. მაგრამ რეჟისორმა ფილმზე მუშაობას თავი დაანება და მთავარი როლი დი კაპრიოს ანდეს. „გადარჩენილის“ გამო ლეომ მრავალ პროექტზე განაცხადა უარი და არ უნანია - „ოსკარი“ ახლა მას ხელში უჭირავს.  

  • ანჯელინა ჯოლი ველმა კელის როლში  

    სწორედ ამ როლის გულისთვის დაეტაკნენ ერთმანეთს ქეთრინ-ზეტა ჯონსი და ანჯელინა აჯოლი. ამ დაპირისპირების კვალი ჯერაც არ გამქრალა. სასურველი როლი ფილმ „ჩიკაგოში“ ქეთრინს ერგო და „ოსკარიც“ მიიღო ქალის მეორეხარისხოვანი როლისთვის.  

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?