ფსიქოლოგებმა ყველაზე პოპულარული ფილმების რევიზია მოახდინეს და დაასკვნეს, რომ ჰოლივუდური მელოდრამა „უბის წიგნაკი“ ადამიანის, მით უფრო ახალგაზრდის ფსიქიკას ანგრევს. სპეციალისტების განმარტებით, ფილმში მთავარი გმირების ურთიერთობა იმდენად იდეალურია, რომ მაყურებელს უნებლიეთ ასეთივე იდეალურის მოლოდინი უჩნდება თავისი ურთიერთობის მიმართაც.
და როცა ხედავ, რომ შენი ცხოვრების თანამგზავრი ასეთი ეტალონისგან შორს არის, მასთან ურთიერთობა აღარ გინდა.
„ამ დროს თქვენ ფიქრობთ: რატომ უნდა დავთანხმდე ამაზე ნაკლებს? მაგრამ ჩვენ ხომ ფილმის გმირები არ ვართ. ჩვენ ადამიანები ვართ და შეცდომებსაც ვუშვებთ. რეალურ ცხოვრებაში სიყვარული სულაც არ არის იდეალური“, - განმარტავს ფსიქოთერაპევტი ჰერბერტ სინგჰი.
ფსიქოლოგების თქმით, პარტნიორებს შორის განხეთქილების ყველაზე ხშირი მიზეზი სწორედ მოლოდინის გაცრუებაა.