5 ფილმი, რომელსაც მშიერ კუჭზე არ უნდა უყუროთ

კინო

7 მარტი 18:00

ეს არის ყველაზე კეთილი და გემრიელი ფილმები კულინარიაზე. თუ გსურთ, იმ საიდუმლო კარის შეღება, რომლის იქითაც შედევრები იბადება, გსურთ დიდი მზარეულების საიდუმლოს გაგება და მათი მუშაობისთვის თვალის მიდევნება, მაშინ მოემზადეთ: დაიდგით წინ რამე გემრიელი კერძი და ჩაუჯექით...

1. ანონიმი რომანტიკოსები / Les émotifs anonymes, (2010)
რეჟისორი: ჟან-პიერ ამერი
როლებში: ბენუა პულვორდი, იზაბელ კარე, ლორელა კრავოტა, სვან არლო, პიერე ნინიე



ემოციური ისტორია ორ მორიდებულ მარტოხელაზე. მორიდებული კონდიტერის ჟან-რენეს ახალი მომხიბვლელი თანამშრომელი ანჟელიკა მსოფლიოში საუკეთესო შოკოლადს ამზადებს, მაგრამ იმდენად მორცხვია, რომ საკუთარ ოსტატობაზე არავისთან არ საუბრობს და თავის შედევრ შოკოლადებს ანონიმურად ამზადებს. კიდევ, ანჟელიკას ძალიან მოსწონს კონდიტერი ჟან-რენე, რომელიც ასევე ძალიან მორიდებულია. ვერცერთი ვერ ბედავს, პირველმა  გადადგას ნაბიჯი, არადა ისინი ხომ იდეალური წყვილია - ორივე გიჟდება რომანტიკულ მუსიკაზე, პარიზულ საღამოებზე და ერთად ქმნიან შეუდარებლად „გემრიელ შედევრებს“.


 


2. სულის სამზარეულო / Soul Kitchen (2009)
რეჟისორი: ფატიჰ აკინი
როლებში: ადამ ბოუსდუკსი, მორიც ბლიაიბტროი, ბიროლ უნელი, ანა ბედერკე, ფელინა როგანი, ლუკას გრეგოროვიჩი


ზინოს ზაკანზაკისი ჰამბურგის განაპირას, არცთუ მიმზიდველ რაიონში მდებარე პატარა კაფეს მეპატრონეა. მისი კლიენტები ზეპირად იცნობენ ზინოს მენიუს და მის მიერ მომზადებულ კერძებსაც სიამოვნებით მიირთმევენ. ცხოვრება მშვიდად მიედინება, სანამ ზაკანზაკისს ყველა უბედურება ერთბაშად არ დაატყდება თავს. ზინოსი თავისი ბიზნესის გადასარჩენად ბრძოლას იწყებს და რესტორანში გლამურულ შეფ-მზარეულს იწვევს.


 


3. სანელებლის გემო / Politiki kouzina (2003 )
რეჟისორი: ტასოს ბულმეტისი
როლებში: ჟორჟ კორაფასი, ტემის პანუ, Ieroklis Michaelidis, Renia Louizidou, Basak Köklükaya, მაიკლ იანატოსი, ელიას ზერვოსი


ბერძენი ბიჭი ფანისი სტამბოლში, ბაბუასთან იზრდება. ბაბუა, კულინარიის ფილოსოფოსი, ფანისს ასწავლის, რომ ადამიანს უნდა შეეძლოს საკუთარ ცხოვრებას, ისევე როგორც საკვებს, განსაკუთრებული „გემო“ მისცეს. ფანისი შესანიშნავი მზარეული დგება. ის არა მარტო ბრწყინვალე კერძებით უმასპინძლდება თავის კლიენტებს, არამედ ცდილობს, მათი ცხოვრება პოზიტივითაც აავსოს. ფილმი მართლაც ძალიან ლამაზი და „არომატულია“.


4. მზარეული პრეზიდენტისთვის / Les saveurs du Palais (2012)
რეჟისორი: კრისტიან ვენსანი
როლებში: კატრინ ფრო, არტურ დიუპონი, ჟან დ’ორმესონი, იპოლიტ ჟირარდო, ჟან-მარკ რულო, ფილიპ იუშანი, ლორენ პუატრენო, ხერვ პერი, ბრაის ფორნე, როშ ლეიბოვიჩი


იცით, როგორ მზადდება ღორის ხორცი ფრანგულად? ამისთვის დაგჭირდებათ ერთი კილო ღორის ხორცი, 200 გრ დაფქული მუსკატი, ავოკადო, ქალიშვილის სისხლი, პოლარული ბუს ბუმბული და დინოზავრის სამი თვალი. აი, დაახლოებით ასეთი კერძებია ამ ფილმში.
ერთხელ ცნობილ შეფ-მზარეულს გორტეზია ლაბორის საფრანგეთის რესპუბლიკის პირად მზარეულობას შესთავაზებენ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა სამზარეულოში მომუშავეთა ინტრიგები...


5. მზარეული ბორბლებზე / Chef
რეჟისორი: ჯონ ფავრო
როლებში: ჯონ ფავრო, ჯონ ლეგუიზამო, ბობი კანავეილი, ემჯეი ენტონი, სკარლეტ იოჰანსონი, დასტინ ჰოფმანი



მას შემდეგ, რაც შეფ-მზარეული კარლ კასპერი ლოს-ანჯელესის პრესტიჟულ რესტორანში სამსახურს კარგავს, ის და მისი შვილი, კარლის ყოფილ კოლეგასთან ერთად, საკუთარი ბიზნესის შექმნას იწყებენ. კარლი ყიდულობს ძველ ფურგონს, მასში სამზარეულოს აწყობს და ისეთ საოცარ კერძებს აკეთებს, რომ გირჩევთ, მშიერ კუჭზე არ უყუროთ.


 

საკნატუნო ამბები

უაზრო და უმოწყალო დიზაინი

საკმარისია, ერთი დეტალი გამოგრჩეს და დიზაინი უკვე კურიოზად იქცევა... სწორედ ასეთი მაგალითებია ჩვენს დღევანდელ კრებულში.
საკნატუნო ამბები

მილიონი რომ გქონდეთ, რას შეიძენდით?

ზოგიერთი შესაძლოა, Tesla-ს აქციებისა და იტალიაში ვილის შეძენაზე ოცნებობთ, მაგრამ, როცა ამ ნივთებს ნახავთ, მათაც აუცილებლად შეიტანთ თქვენს სიაში...
იცით თუ არა...

გულუხვი მილიონერი სამოთახიან ბინას გაჩუქებთ, ოღონდ - ერთი პირობით

სანამ წარმატებული ბიზნესმენი გახდებოდა, 48 წლის მარკომ მძიმე ბავშვობა გაიარა. მშობლების გარეშე დარჩენილი ბიჭუნა ხშირად შიმშილობდა, ღამეს ქუჩაში ათენებდა და იძულებული იყო, მოწყალება ეთხოვა, თუმცა სჯეროდა, რომ ოდესმე ბედი გაუღიმებდა.
თემატური ჰოროსკოპი

ხარჯვაში ზოდიაქოს ყველაზე ეკონომიური და აკურატული ნიშნები

მათ ფულის ფანტვა არ უყვართ და სურთ, გვერდითაც მსგავსი პარტნიორები იყოლიონ. 
თავსატეხი

იპოვეთ 10 განსხვავება

ქალაქგარეთ ველოსიპედით სეირნობას თუ აპირებთ, მთავარია, შინ არაფერი დაგრჩეთ - უკან მობრუნება ხომ არც ისე ადვილი საქმე იქნება. ამიტომაც გთავაზობთ პატარა თავსატეხს, თქვენი დაკვირვებულობის გასავარჯიშებლად.
საკნატუნო ამბები

მარტივი საშუალება პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად

ეს საშუალება არა მხოლოდ პიგმენტურ ლაქებს მოგაშორებთ, ფერიმჭამელების წინააღმდეგაც გამოგადგებათ.
საკნატუნო ამბები

ორალური სექსის მოყვარული ქალები უფრო ბედნიერები არიან

ასეთ დასკვნას ამერიკელი მეცნიერები აკეთებენ. საინტერესოა - რა ხდება?
ურთიერთობა

ჩემს მეზობლად 34 წლის კაცი ცხოვრობს და ძალიან უნდა, რომ ჰყავდეს ცოლი

სიმპათიურია, კარგი სამსახურით, საკუთარი ბინით, რომელშიც მარტო ცხოვრობს. არ სვამს, არ ეწევა, ცოლი არასდროს ჰყოლია... მოკლედ, კაცი კი არა, ოცნებაა - სტაცე ხელი და გაიქეცი, მაგრამ...
დღის ჰოროსკოპი

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

ვისი ცოლია ყველაზე ლამაზი?

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილე ფეხბურთელების მეორე ნახევრები და მეგობარი გოგონები...
ჰოროსკოპი

24 ივნისი-1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.