10 ფილმი, რომელიც ყველა ქალმა უნდა ნახოს

კინო

14 მარტი 18:00, 2018 წელი

არსებობს ფილმები, რომლებიც ყველა ქალმა უნდა ნახოს. ზოგი ოცნებებითაა სავსე, ზოგი მარტივი და სახალისოა, ზოგი კი - ცოტა ნაღვლიანი, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ - მოულოდნელობები და ცხოვრებისეული გაკვეთილები. გამონახეთ დრო და აუცილებლად უყურეთ...

  

  • რა სურთ ქალებს / What Women Want

    ნიკ მარშალი თვითკმაყოფილი ფლეიბოია ჩიკაგოდან, რომელიც უბედური შემთხვევის შემდეგ უნიკალური შესაძლებლობით დაჯილდოვდა: ახლა მას ქალების აზრების წაკითხვა შეუძლია. როგორც კი ნიკმა ეს შესაძლებლობა გაიაზრა, წარმატებით დაიწყო მისი გამოყენება როგორც სასიყვარულო ურთიერთობებში, ისე ბიზნესში. რაც უფრო უღრმავდება ის ქალურ ფსიქოლოგიას, მით უფრო უკეთ უგებს მათ და თანაუგრძნობს კიდეც.


  • მონსტრი დედამთილი / Monster-in-Law

    ჭკვიანმა და მომხიბვლელმა ჩარლიმ უკვე დიდი ხანია დაკარგა იმედი პრინცის პოვნისა. მაგრამ აი, ის ხვდება კევინს, მზრუნველ და წარმატებულ ახალგაზრდას, რომელსაც ის ერთი ნახვით უყვარდება. ყველაფერი კარგად მიდის - მათ იდეალური ურთიერთობა აქვთ, კევინი მას ხელსაც კი სთხოვს, მაგრამ თამაშში კევინის დედა ერთვება, რომელიც ყველანაირად ცდილობს, ჩარლის გადააფიქრებინოს, მის ვაჟს გაჰყვეს ცოლად.


  • მოჩვენება / Ghost

    სემი და მოლი სახლში გვიან საღამოს ბრუნდებიან, მათ მძარცველი წამოეწევათ და... სემი იღუპება. თუმცა მისი სული საყვარელი ქალის გვერდით რჩება. სემი იგებს, რომ მისი მკვლელობა დაგეგმილი იყო და ახლა საფრთხე მოლისაც ემუქრება. ის ცდილობს მოლი გააფრთხილოს და დასახმარებლად მედიუმ ოდე მეის აკითხავს, რომელიც საკუთარ ძალებში დარწმუნებული არ არის და საშინლად ექსცენტრიკულია.


  • სახიფათო თამაშები / Cruel Intentions

    სებასტიანმა იცის მარტივი გამარჯვების ტკბილი გემო. მის ხელში სხვების საიდუმლოებები და შეუვალი საძინებლების გასაღებებია. ქეთრინი კი მარტივი ინტრიგებისგან დაიღალა, ამიტომ თანამედროვე კაზანოვამ და მოწყენილობისგან დაღლილმა პრინცესამ ახალი გასართობი მოიფიქრეს - სახიფათო თამაში, რომელშიც თავიანთი მსხვერპლი ჩაითრიეს.


  • ლამაზმანები / Bimboland

    მაშინ, როდესაც სესილ ბიუსის თანატოლები დისკოთეკებზე ერთობიან და მამაკაცებს თავბრუს ახვევენ, ის ანთროპოლოგიას სწავლობს და სადოქტორო ნაშრომს წერს. ლამაზი და მომხიბვლელი გოგონას გაცნობის შემდეგ გადაწყვიტა, ნაშრომი დაეწერა, რომელსაც თანამედროვე „მტაცებლებს“ მიუძღვნიდა. ამისთვის თავადაც გაერია ლამაზმანების სამყაროში, რის გამოც სრულიად შეიცვალა გარეგნობა, მაგრამ ის არ ელოდა, რომ ამას შინაგანი ცვლილებებიც მოჰყვებოდა.


  • კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან / The Other Boleyn Girl

    ანა და მარია ბოლეინები მამის ბრმა ამბიციის მსხვერპლები ხდებიან. მათთან სტუმრად მეფე ჰენრი VIII ჩადის, მამას კი მასთან დაახლოება სურს ნებისმიერ ფასად. საბოლოოდ მარიასა და მეფეს ერთმანეთი უყვარდებათ, მაგრამ ანას ეს არ მოსწონს. ტახტზე მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი შეძლებს ასვლას.


  • ძვირფასი ჯონი / Dear John

    სავანასა და ჯონს ერთმანეთი უყვართ, მაგრამ ჯონი ჯარში მიდის და მათ ერთადერთი შესაძლებლობა აქვთ გრძნობების გაზიარებისა - ეს წერილებია, სიხარულის და იმედის მნიშვნელოვანი წყარო. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც, დაპირების მიუხედავად, დაბრუნებისა და გოგონაზე დაქორწინების ნაცვლად ჯონი ჯარში იმაზე დიდხანს რჩება, ვიდრე აპირებდა, სავანასგან კი წერილებს უფრო და უფრო იშვიათად იღებს. როგორ დასრულდება ეს ურთიერთობა?!


  • გაიცანით ჯო ბლექი / Meet Joe Black

    მდიდარ და გავლენიან მაგნატს უილიამ პერიშის თავად სიკვდილი ეცხადება მომხიბლავი ახალგაზრდა მამაკაცის იერით, სახელად ჯო ბლექი. სიკვდილი პერიშს უჩვეულო შეთანხმებას სთავაზობს: მაგნატი ჯოს კომპანიონი იქნება რეალურ ცხოვრებაში. მთავარი პრობლემა მოგვიანებთ ჩნდება, როდესაც სიკვდილს უილიამის ქალიშვილი უყვარდება.


  • გოგონა / The Girl

    ფილმი აღწერს ჰიჩკოკის ამერიკელ მოდელსა და მსახიობზე ტიპი ჰედრენზე დამოკიდებულებას. ჰიჩკოკი გიჟდება ტიპიზე, აძლევს მას მთავარ როლებს, მაგრამ გოგონას დისკომფორტი ექმნება ამდენი ყურადღებისგან და გადაწყვეტს, ამ სიტუაციას თავი დააღწიოს. მაგრამ მას დადებული ხელშეკრულება აბრკოლებს, რეჟისორის მოქმედება კი უფრო და უფრო შემაშფოთებელი ხდება.


  • როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში / How to Lose a Guy in 10 Days

    ჟურნალისტი ენდი ანდერსონი რედაქციისგან საკმაოდ უჩვეულო დავალებას იღებს, რომელიც ძალიან მალე უნდა შეასრულოს. მან უნდა დაწეროს სტატია იმაზე, რას იგონებენ ქალები იმისთვის, რომ დაშორდნენ მამაკაცებს, როდესაც აღარ სურთ მათთან ყოფნა. ამ ყველაფრისთვის მას 10 დღე აქვს...


წყარო
დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივა „ვენდისთვის“ წარმატებული აღმოჩნდა

„მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამერიკული „ვენდის“ იმპორტის ქართული პროდუქტებით ჩანაცვლებამ „ვენდის“ რესტორნებს მეტი ერთგული მომხმარებელი შესძინა.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ვაშლი ვენურად: სასარგებლო და გემრიელი დესერტი 5 წუთში

მალე გაზაფხული მოვა და ორგანიზმს ზამთრის შემდეგ ვიტამინებით „შევსება“ სჭირდება. გამომცხვარი ვაშლი კი, გულში - დარიჩინით და ვანილით, ფიგურას არ ემუქრება და ყველას მოსწონს.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ურთიერთობა

ერთი პატარა ისტორია საყვარლის ცხოვრებიდან

ეს ამბავი საბჭოთა დროში მოხდა, თუმცა, ალბათ, ყოველთვის აქტუალური იქნება, ნებისმიერ ქვეყანაში და ნებისმიერ წყობაში.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენში თავადის გენი!

თავადაზნაურობა ყოველთვის გამორჩეული იყო უნიკალური შინაგანი თვისებებით, რომლებიც დროთა განმავლობაში არ ხუნდება და უცხო პირობებშიც არ იკარგება. მათი არც სწავლა შეიძლება და არც დავიწყება. თქვენ ან გაქვთ ეს თვისებები, ან არ გაქვთ.
კინო

ვინ არის ეს უცნობი ქალი მსოფლიო ვარსკვლავების გვერდით?

ბელგიაში ერთ-ერთ ბუკინისტურ მაღაზიაში იპოვეს ფოტოალბომი, ძალიან ბევრი ფოტოთი. თითქოს არაფერია უცნაური, მაგრამ ყველა ფოტოზე აღბეჭდილია ერთი და იგივე ქალბატონი, რომელთანაც პლანეტის ცნობილი ადამიანები პოზირებენ!
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

არისტოკრატების საუზმე - ერბოკვერცხი „ორსინი“ (2 რეცეპტი)

ერბოკვერცხის მომზადების სრულიად გენიალური ხერხი დიდი იმპრესიონისტის კლოდ მონეს რეცეპტების წიგნიდან!
დღის ჰოროსკოპი

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?