ფილმები მთავარ როლებში ცნობილი მუსიკოსებით

კინო

6 აპრილი 18:00, 2018 წელი

თანამედროვე სამყაროში შანსი გეძლევა, საკუთარი შესაძლებლობები პარალელურად სხვადასხვა სფეროში მოსინჯო. ცნობილი დიზაინერები წამყვანები ხდებიან, სპორტსმენები - მოდელები, აი, მუსიკოსები კი - მსახიობები. ზოგი სკეპტიკურად უყურებს ამ გარდასახვას, მაგრამ, თუ ადამიანს აქვს მონაცემები, რატომაც არ უნდა სცადოს?!

1. მადონა



გამორჩეული ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებული მადონა (57), უდავოდ, ძალიან არტისტულიცაა, მაგრამ მისი სამსახიობო უნარები ბევრმა დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ. ის ყოფილმა მეუღლემ გაი რიჩიმ (47) ათამაშა თავის ფილმში „წაღებულნი“ (2002), მაგრამ ქმრის ნიჭიერებამაც ვერ გადაწონა ცოლის უნიჭობა.


2. ბიონსე



ბიონსეს (34) სამსახიობო ტალანტს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მომღერალმა შესანიშნავად ითამაშა ფილმებში: „ოცნების გოგონები“ (2006), „ვარდისფერი პანტერა“ (2006), ცდუნებასთან ბრძოლა“ (2003), მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი როლი ფილმ „შეპყრობილში“ (2009) განასახიერა, სადაც თვისი ბნელი მხარე აჩვენა და შესანიშნავად ითამაშა გაკოტრებული დიასახლისი.


3. ჯენიფერ ლოპესი



თუ ვინმეს შეიძლება ერთდროულად ვუწოდოთ მომღერალიც და მსახიობიც, ეს ჯენიფერ ლოპესია (46). ჯენიფერმა თავისი ვარსკვლავური გზა როგორც მოცეკვავემ, ისე დაიწყო, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, მომღერლის კარიერა გაეკეთებინა. ამის შემდეგ კი წამოვიდა და წამოვიდა როლები კინოში. მის კინოკარიერაში ბევრი კაშკაშა როლია, მათ შორისაა ფილმები: „თუ დედამთილი ურჩხულია...“ (2005), „მოდი, ვიცეკვოთ“ (2004). და, რა თქმა უნდა, დაუვიწყარი ისტორია ფილმიდან „ქალბატონი მოახლე“ (2002) - არაერთი მარტოხელა დედისთვის სტიმულის მიმცემი, რომლებიც მარტოობაში ზრდიან შვილებს და დამოუკიდებლად იკვლევენ გზას ამ სასტიკ სამყაროში.


4. ემინემი



ქარიზმატულმა რეპერმა ემინემმა (43) გაგვაოცა და მოგვხიბლა თავისი თავხედური თამაშით ჰიპ-ჰოპ დრამაში „მერვე მილი“ (2002), რომელშიც პრაქტიკულად საკუთარი ისტორია მოყვა. და სწორედ ცნობილი რეპერის დამსახურებაა ის, რომ ფილმმა უზარმაზარი შემოსავალი მოიტანა.


5. პი დიდლი



რეპერი და პროდიუსერი შონ კომბსი (45), უფრო ცნობილი, როგორც პი დიდლი, ფილმებში პრაქტიკულად საკუთარ თავს განასახიერებს. გადარეული პროდიუსერისა და ცოტა შეშლილი ბიჭის როლი ფილმში „გაქცევა ვეგასიდან“ (2010) მხოლოდ მას შეეძლო ეთამაშა.


6. ბარბრა სტრეიზანდი



კაშკაშა და არასტანდარტული მომღერალი ბარბრა სტრეიზანდი (73) ნამდვილი აღმოჩენა იყო ჰოლივუდელი კინოპროდიუსერებისთვის. მან ბრწყინვალედ ითამაშა უამრავი როლი. მათ შორის, უბრალოდ, დაუვიწყარია მისი მზრუნველი დედა ერთ-ერთი ბოლო ფილმიდან „პატარა ფოკერები 2“ (2010).


7. ტუპაკ შაკური



ტუპაკ შაკური (1971-1996) ჭეშმარიტად უნიჭიერესი ადამიანი იყო და კინოში მისმა მოღვაწეობამ არაერთი კინემატოგრაფიული შედევრი აჩუქა მსოფლიოს: „დანაშაულებრივი კავშირები“ (1997), „ჩიხში“ (1997), „ტყვია“ (1995). საწყენია, რომ ის ასე ადრე წავიდა ამქვეყნიდან, სამყარომ შესანიშნავი მსახიობი დაკარგა.


8. კორტნი ლავი



კორტნი ლავი (51) ყოველთვის გამოირჩეოდა ექსცენტრიკულობითა და არაპროგნოზირებადობით, მაგრამ პროდიუსერები ამას არ დაუბრკოლებია, ის კინოში მიეწვიათ. ფილმები მისი მონაწილეობით დიდშემოსავლიანები არ არის, მაგრამ სამაგიეროდ საინტერესოა: „24 საათი“ (2002), „რიტმი“ (2000) და „ადამიანი მთვარეზე“ (1999).


9. ჯასტინ ტიმბერლეიკი



ჯასტინ ტიმბერლეიკმა (34) ყველა სერიოზულად გააკვირვა თავისი სამსახიობო უნარ-ჩვევებით! მის ნიჭიერებას ჰოლივუდელი პროდიუსერები და რეჟისორებიც კი უსვამდნენ ხაზს. ჯასტინის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმშია „სექსი მეგობართან“ (2011).


10. უილ სმიტი



უილ სმიტმა (47) კარიერა რეპერობით დაიწყო, თუმცა ფილმ „ადამიანები შავებში“ (1997) განსაცვიფრებელი წარმატების შემდეგ, ძნელად თუ ვინმე გაიხსენებს, რომ ის ოდესღაც რეპერი იყო.


11. მარკ უოლბერგი



მარკ უოლბერგმა (44), ისევე როგორც უილ სმიტმა, დიდი ხანია მიატოვა მუსიკის სფერო და მთლიანად სამსახიობო კარიერაზე გადაერთო. თუმცა უნდა ითქვას, რომ ის არცთუ ცუდი რეპერი იყო. პირველი მნიშვნელოვანი როლი მარკმა ფილმ „მაიმუნების პლანეტაში“ (2001) ითამაშა.


12. შერი



შერის (69) თავისი გოთური და იდუმალი გარეგნობა დაეხმარა, უამრავ ფილმში მიეღო როლი, ისეთებში, როგორებიცაა: „ეჭვმიტანილი“ (1987), „მთვარის გავლენის ქვეშ“ (19897), მაგრამ მან ყველაზე მთავარი და კაშკაშა როლი მაინც ფილმ „ისტვიკელ ალქაჯებში“ (1987) შეასრულა.


13. ბრიტნი სპირსი



ბრიტნი სპირსმა (34) ისეთ სიმაღლეებს მიაღწია, თითქოს უნდა მოდუნებულიყო და დიდებით დამტკბარიყო, მაგრამ მან გადაწყვიტა, მსახიობის ამპლუაშიც მოესინჯა საკუთარი შესაძლებლობები. და მისი ყველაზე გამორჩეული ფილმი „გზაჯვარედინია“ (2001).


14. სნუპ დოგი



რეპერი სნუპ დოგი (44) არც არტისტიზმსაა მოკლებული და კადრშიც შესანიშნავად გამოიყურება, მისი მთავარი როლი ფილმში „ძვლები“ (2001) კი აპლოდისმენტებსაც იმსახურებს.


15. ბიორკი



ზოგჯერ ცნობილებს რცხვენიათ საზოგადოების წინაშე მოუწესრიგებლად წარდგომა, მაგრამ ბიორკი (49) არ შეუშინდა კამერის წინ უმაკიაჟოდ გამოჩენას ფილმში „სიბნელეში მოცეკვავე“ (2000).


16. მერაია ქერი



მერაია ქერის (45) ვოკალური მონაცემები ყველას ხიბლავს, და მან სრულად მოახდინა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება ფილმში „ბლესკი“ (2001), რომელშიც მოყვა, რის ფასად აღწევენ მომღერლები დიდებას.


17. უიტნი ჰიუსტონი



დაბოლოს, უიტნი ჰიუსტონი (1963-2012), რომელმაც 90-იანი წლების ყველაზე რომანტიკულ ფილმში „პირადი მცველი“ მთავარი როლი შეასრულა. სიმღერა ამ ფილმიდან „I WILL ALWAYS LOVE YOU“ დღესაც ზეპირად იცის მთელმა მსოფლიომ.

NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?