მეთიუ მაკქონაჰი და მსოფლიო ლიტერატურის შედევრები დიდ ეკრანზე!

კინო

11 მაისი 18:00, 2018 წელი

გირჩევთ, ეს 7 ფილმი, რომლებსაც ბესტსელერები უდევს საფუძვლად, აუცილებლად ნახოთ. ბროკერი, მეცნიერი, ადვოკატი - აირჩიეთ, ვის როლში გსურთ ეს ბრწყინვალე მსახიობი და ჩაუჯექით...

„მკვლელობის დროა“, 1996, აშშ
დრამა, თრილერი, დეტექტივი
რეჟისორი: ჯოელ შუმახერი
წყარო: ჯონ გრიშემის რომანი „მკვლელობის დრო“



ადვოკატ ჯეიკ ბრიგენსის როლმა 27 წლის მეთიუ მაკქონაჰი ჰოლივუდის პირველი რანგის ვარსკვლავთა შორის მოახვედრა. ამ ფილმში მეთიუს პარტნიორები იყვნენ სანდრა ბალოკი, კევინ სპეისი, დონალდ საზერლენდი და სამუელ ელ. ჯეკსონი (ამ უკანასკნელმა „ოქროს გლობუსი“ დაიმსახურა შურისმაძიებელი მამის როლისთვის, რომელსაც სასამართლოში ჯეიკ ბრიგენსი იცავს).
ფილმი ჯონ გრიშემის რომანის ეკრანიზაციაა. მწერალი ნაწილობრივ აგრძელებს ამერიკული სამხრეთ გოთიკის ტრადიციას. ამდენად ადვოკატ ჯეიკ ბრიგენსის როლის შესრულება არც ისე მარტივი აღმოჩნდა ახალგაზრდა მეთიუსთვის, მაგრამ მან შესანიშნავად გაართვა თავი როლს. ეს გამოცდილება დაეხმარა მაკქონაჰს 15 წლის შემდეგ ფილმში „ლინკოლნი ადვოკატისთვის“. თუმცა, ამ როლზე ცოტა ქვემოთ...


„კონტაქტი“, 1997, აშშ
დრამა, თრილერი, მისტიკა, ფანრასტიკა
რეჟისორი: რობერტ ზემეკისი
წყარო: კარლ საგანის რომანი „კონტაქტი“ 



80-იანი წლების შუახანებში კარლ საგანის რომანი „კონტაქტი“ მთავარი მოვლენა იყო სამეცნიერო ფანტასტიკის სფეროში... თუმცა რომანის ეკრანიზაციას ავტორი 10 წელზე მეტხანს ელოდა. ამ საკმაოდ რთულ პროექტს წარმატებით შეეჭიდა რეჟისორი ფილმებისა „უკან მომავალში“ და „ფორესტ გამპი“. ფილმი კინოგაქირავებაში 1997 წელს გამოჩნდა და მალევე დაჯილდოვდა „ჰიუგოს“ პრემიით სამეცნიერო-ფანტასტიკური ნაწარმოების საუკეთესო ეკრანიზაციისთვის.
მეთიუ მაკქონაჰს პალმერ ჯოსის როლი ერგო - მღვდელი-ფილოსოფოსისა და მთავარი გმირის ელი ეროუეის ოპონენტისა. ელი ეროუეი, რომელსაც ჯოდი ფოსტერი ასახიერებს, მეცნიერი ასტროლოგი და მოწოდებით აგროსტიკოსია. მიუხედავად განსხვავებული შეხედულებებისა, ოპონენტები კონსენსუსს აღწევენ. ამასობაში კი მათი ურთიერთობა რაღაც უფრო დიდში გადაიზრდება, ვიდრე სამეცნიერო-ფილოსოფიური დისკუსიებია.


„საჰარა“, 2005, დიდი ბრიტანეთი, აშშ, ესპანეთი, გერმანია
მძაფრსიუჟეტიანი, თრილერი, კომედია, სათავგადასავლო
რეჟისორი: ბრეკ აისნერი
წყარო: კლაივ კასლერის რომანი „საჰარა“ 



კლაივ კასლერი - ცოცხალი კლასიკოსი თანამედროვე ამერიკული დეტექტიური და სათავგადასავლო ჟანრის ლიტერატურისა. ეკრანიზაციამ შეძლო და შეინარჩუნა ყველაფერი საუკეთესო, რაც წიგნშია, რაც, დაგვეთანხმებით, იშვიათობაა. და ამაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მეთიუ მაკქონაჰს - მთავარი როლის შემსრულებელს. მან სული შთაბერა, გააცოცხლა სქემატური პერსონაჟი და მეტი სიკაშკაშე და ინდივიდუალურობა შესძინა მას.


„ლინკოლნი“ ადვოკატისთვის“, 2011, აშშ
დრამა, თრილერი, დეტექტივი
რეჟისორი: ბრედ ფურმანი
წყარო: მაიკლ კონელის რომანი „ლინკოლნი“ ადვოკატისთვის“ 



მეთიუ მაკქონაჰისთვის უცხო არ იყო ადვოკატის როლი. ოღონდ ეს არის - მიკი ჰოლერი სრულიად განსხვავდება ჯეიკ ბრინგსისგან, ფილმიდან „მკვლელობის დრო“. ჰოლერი უფრო მძიმე ხასიათის პერსონაჟია. მაკკონაჰისთვის ამ პროექტზე მუშაობა მორიგი მნიშვნელოვანი ეტაპი აღმოჩნდა კარიერაში. კრიტიკოსებიც, ფართო საზოგადოებრიობაც, და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავად რომანის ავტორიც, ყველა მაღალ შეფასებას აძლევს მის მსახიობურ ოსტატობას. მეთიუ მაკქონაჰმა ხომ შეძლო და ზედმიწევნით გადმოსცა თავისი გმირის, ადვოკატ მიკი ჰოლერის ურთულესი ბუნება. ადვოკატისა, რომელიც ლამის ცხოვრობს „ლინკოლნში“ და ამ ბორბლებზე შემდგარი „ოფისით“ გადაადგილდება მთელ ქალაქში.


„გაზეთის დამტარებელი“, 2012, აშშ
თრილერი
რეჟისორი: ლი დენიელსი
წყარო: პიტ დექსტერის რომანი „გაზეთის დამტარებელი“ 



ეს მეთიუ მაკქონაჰის ნაკლებად ცნობილი როლია, მაგრამ ფილმ „გაზეთის დამტარებელში“ გადაღებამ მოამზადა ის სერიალ „ნამდვილი დეტექტივისთვის“. სიუჟეტის მონახაზს შემოგთავაზებთ და თავად განსაჯეთ: ჟურნალისტი უორდ ჯენსენი (რომლის როლსაც თამაშობს მაკქონაჰი) მშობლიურ მხარეში, შტატ ფლორიდაში ბრუნდება, რათა საშინელი მკვლელობა გამოიძიოს. თითქმის ისე, როგორც „ნამდვილ დეტექტივშია“. უბრალოდ, „გაზეთის დამტარებელში“ მაკქონაჰის პერსონაჟი ცოტა მარტივია, და არც ატმოსფეროა ფილმში ძალიან საშინელი. თუმცა მაინც იგრძნობა სამხრეთული გოთიკა... ფინალი კი ერთ რამედ ღირს. ჟურნალისტ უორდ ჯენსენისთვის მკვლელზე ნადირობა არც ისე მშვიდობიანად მთავრდება, როგორც დეტექტივ რასტინ კიულისთვის ცნობილი სერიალიდან.


„უოლ-სტრიტის მგელი“, 2013, აშშ
დრამა, ბიოგრაფიული
რეჟისორი: მარტინ სკორსეზე
წყარო: ჯორდან ბელფორტის მემუარები „უოლ-სტრიტის მგელი“ 



როცა მარტინ სკორსეზეს ამ შესანიშნავ ფილმზე ვიწყებთ საუბარს, მაშინვე ლეონარდო დიკაპრიო გვიდგება თვალწინ ჯორდან ბელფორტის, ამ ცნობილი უოლ-სტრიტელი მგლის როლში. მეტიუ მაკქონაჰი ამ ფილმში ეპიზოდურ როლშია, მაგრამ თავისი უზადო არტისტიზმით დაუვიწყარ სახეს ქმნის ბელფორტის პირველი ბოსისას, რომელიც „ჭეშმარიტების გზაზე“ აყენებს თავის შეგირდს. ეს არის სახე მეფისტოფელისა დიდი ფულის სამყაროში. მაკქონაჰის გმირის მონოლოგი უბრალოდ გენიალურია - ვხედავთ, რომ მისნაირებს არც სინდისი აქვთ, არც პრინციპები და ყველაფერზე არიან წამსვლელები იოლი მოგების მისაღებად. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი პერსონაჟები ფლობენ მეფისტოფელურ, დემონურ ქარიზმას და ამიტომაც ყოველთვის მრავლად ჰყავთ მიმდევრები.


„ბნელი კოშკი“, 2017, აშშ
ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ვესტერნი
რეჟისორი: ნიკოლაი არსელი
წყარო: სტივენ კინგის რომანების ციკლიდან „ბნელი კოშკი“ 



მიუხედავად იმისა, რომ პროექტში მეთიუ მაკქონაჰი მონაწილეობდა, ფილმი კინოგაქირავებაში ჩავარდა და ნეგატიური გამოხმაურებების შკვალი გამოიწვია როგორც კრიტიკოსებში, ისე მაყურებელში. დღეისთვის ნიკოლაი არსელის „ბნელი კოშკი“ ერთ-ერთი უარესი ეკრანიზაციაა საშინელებათა ჟანრის ამერიკელი მეფის ნაწარმოებისა. და ისეთმა მსახიობმაც კი, როგორიც მაკქონაჰია, ვერ შეძლო, ფილმი ამოექაჩა... საბედნიეროდ, 2017 წელს გამოსული „ის“ და „მისტერ მერსედესი“, ერთგვარი კომპენსაცია იყო სტივენ კინგის თაყვანისმცემლებისთვის „ბნელი კოშკის“ ყურებისგან მიყენებული მორალური ზიანისთვის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?