10 ფილმი - „მთავარ როლშია“ წითელი პომადა!

კინო

23 მაისი 18:00, 2018 წელი

წითელი პომადა - სიმბოლო ქალურობისა და ვნების, ზოგჯერ კი - მეამბოხე სულისა და შურისძიებისაც კი. ეს ერთი შტრიხი და თქვენ წინ უკვე საბედისწერო ქალის სახეა...

1. ჯულია რობერტსი „ლამაზმანში“


PRETTY WOMAN, 1990



„ლამაზმანში“ წითელი პომადა ნიშანია საბედისწერო ქალისა - ჯერ ვულგარულის, შემდეგ - დახვეწილის, მაგრამ ორივე შემთხვევაში ისეთის, რომელსაც კაცის ცხოვრების შეცვლა შეუძლია, თან - როგორი კაცის!
და როცა ვივიენი წითელი პომადით წითელ კაბაშია - ეს უკვე კლასიკაა, ვერაფერს იტყვი.


2. კეიტ ბეკინსეილი „პერლ ჰარბორში“


PEARL HARBOR, 2001



ეს არის ფილმი დიდ სიყვარულზე, ღალატზე, მეგობრობასა და ომზე; და სხვას რას შეუძლია გამოხატოს ურთიერთსაპირისპირო გრძნობები ქალის სახეზე, თუ არა წითელ პომადას. მედდა ეველინის სახე მართლაც ატყვევებს მაყურებელს - ქათქათა თეთრი კანი, მუქი წაბლისფერი თმა და კაშკაშა ტუჩები პირდაპირ „მიზანში არტყამს“.
ძნელია, დაივიწყო მომენტი, როცა კეიტ ბეკინსელის გმირი წითელი პომადით უკეთებს ნიშანს დაჭრილებს, თითქოს განაჩენი გამოაქვს, ვინ იცოცხლებს და ვინ მოკვდება. აქ ეს ბანალური კოსმეტიკა საბედისწერო მნიშვნელობას იძენს.


3. კირა ნაიტლი „აკრძალულ სიყვარულში“


THE EDGE OF LOVE, 2008



„The only thing more dangerous then war… is love“. დიახ, სიყვარული სახიფათო რამაა, განსაკუთრებით, როცა საქმეში წითელპომადიანი ქალები ერთვებიან.
კირა ნაიტლის ბაგეები, წითელ პომადასთან ერთად, მართლაც სრულყოფილებაა. ის იმდენად განსაცვიფრებელია, რომ ჯარისკაცი (კილიან მერფი) უძლურია, თვალი მოსწყვიტოს ამ ალისფერი ტუჩების პატრონს. ეს ის შემთხვევაა, როცა წითელი პომადა ქალს ქალღმერთად აქცევს.


4. შარლის ტერონი და პენელოპა კრუზი „თავი ღრუბლებში“


HEAD IN THE CLOUDS, 2004



ემოციური და არცთუ მარტივი ფილმი - სიყვარულზე, ომზე, მეგობრობაზე, ბედისწერის მუხანათობაზე და თითოეული ადამიანის დანიშნულებაზე ამ სამყაროში. მშვიდობიანი დროის თვალისმომჭრელი მაკიაჟი წითელი პომადით კონტრასტულად იცვლება ომის პერიოდში უსიცოცხლო ბაგეებითა და ცხოვრებისგან გატეხილი ადამიანების ფერმკრთალი სახეებით.



5. კრისტინა აგილერა „ბურლესკში“


BURLESQUE, 2010



ალისფერი ტუჩები, კორსეტები, სექსუალური ჩულქები და, რა თქმა უნდა, ცეცხლოვანი ცეკვები და სიმღერები - ეს „ბურლესკის“ სამყაროა. 
გახსოვთ ალბათ სცენა, სადაც შერი ასწავლის აგილერას, როგორ უნდა წაისვას სწორად წითელი პომადა. ეს იგივეა, ასწავლო ქალს, იყოს ქალი. ნამდვილი ქალი სულაც არ არის მხოლოდ წითელი პომადა, თუმცა როცა საჭირო გახდება, უნდა იცოდეს მისი „ტარება“, თუნდაც არ იყოს ბურლესკის ვარსკვლავი.


6. ანჯელინა ჯოლი „მალეფისენტში“


MALEFICENT, 2014



გრიმიორებმა და მაკიაჟის ოსტატებმა მართლაც რომ თავდადებით იმუშავეს ბოროტი ჯადოქრის სახის შესაქმნელად. აქ წითელი პომადა ზღაპრულად შეერწყა შავი ფერის მაგიურ ლუქს და ზღაპრულ ანტურაჟს.
ამ ფილმისთვის პომადის შესარჩევად ბევრი იწვალეს, სანამ ზუსტად ის არ მიიღეს, რაც უნდოდათ: MAC’s Pro Longwear Lipglass – Anthurium-ს ფერში. გადაღებების დროს 3 ტუბზე მეტი პომადა გაიხარჯა. უყურეთ და ისიამოვნეთ ამ არაჩვეულებრივი ზღაპრის ვიზუალურად უნაკლო კინოვერსიით.


7. ნიკოლ კიდმანი „მულენ რუჟში“


MOULIN ROUGE!, 2001



ამ ფილმმა თავის დროზე უამრავი მაყურებლის გული დაიპყრო. და თქვენ წარმოიდგინეთ, ყველაზე მკაცრი და სკეპტიკოსი მიუზიკლთმოძულეებისაც.
ნიკოლ კიდმანი ცნობილი კურტიზანის საბინის როლში მართლაც რომ დიდებულია. ლამაზი ხმა, ფერმკრთალი კანი, ცეცხლოვანი კულულები და მკვეთრი წითელი პომადა. ასეთ ქალს შეუძლია ნებისმიერი გადაიყვანოს ჭკუიდან. და ასეც ხდება. ეს ხომ „მულენ რუჟია“ - თვალისმომჭრელი ლუქები, ვნება, ცეკვები, სიმღერები, ფული და სიყვარული. 


8. ცაი ჩინი „გეიშას მემუარებში“


MEMOIRS OF A GEISHA, 2005



გეიშა - ეს ხელოვნების ცოცხალი ნიმუშია. მისი მაკიაჟი კი არა მხოლოდ მორთულობაა, არამედ დაფარული ჩანაფიქრი. ალისფერი წითელი ყოველთვის განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობდა იაპონურ კულტურაში. მაკიაჟში პომადის შტრიხი საიურისთვის (ცაი ჩინი) ღრმა აზრს ატარებს. „გეიშას მემუარები“ ულამაზესადაა გადაღებული. ასე რომ, უყურეთ და ისიამოვნეთ!


9. ქეით უინსლეტი „მკერავ ქალში“


THE DRESSMAKER, 2015



არაჩვეულებრივი - სწორედ ამ სიტყვით შეიძლება შეაფასო როზალი ჰემის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია. 
ბრწყინვალე სცენები, კაბები, ლუქები... ქეით უინსლეტი და წითელი პომადა მის ბაგეებზე, როგორც ნიშანი შურისძიებისა წართმეული ახალგაზრდობისთვის. ეს ისეთი ფილმია, რომელსაც, პირველ რიგში, თვალებით უნდა უყურო, და შემდეგ უკვე გონებითა და ემოციებით. ფილმი გულგრილს არ დატოვებს გასული საუკუნის 50-იანი წლების მოდის მოყვარულებს.


10. ლილი კოლინზი „ფიფქია: გნომების შურისძიებაში“


MIRROR MIRROR, 2012



მხოლოდ ბოროტი ჯადოქრები არ ირჩევენ წითელ პომადას თავიანთი ხასიათის საჩვენებლად, პრინცესებიც წარმოგვიდგებიან ხოლმე ეკრანზე ქათქათა თეთრი კანითა და ალისფერი ტუჩებით.
ამ შესანიშნავი ზღაპრის უამრავ კინოვერსიას არა მარტო მსახიობების კლასიკური არტისტიზმი აერთიანებს, არამედ წითელი პომადაც - სიმბოლო ქალურობის, ვნების, შურისძიების, სიყვარულის, დახვეწილობის. წითელი პომადა ყოველთვის დარჩება ქალურ მაგიად.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?