7 ფილმი ჟურნალისტებსა და მწერლებზე

კინო

30 მაისი 18:00, 2018 წელი

ნამდვილი ამბები იმ ადამიანების ცხოვრებიდან, ვინც საზოგადოების აზროვნებაზე გარკვეულწილად ზემოქმედებენ...

1. „დიდებული სილამაზე“, 2013, იტალია
La grande bellezza
რეჟისორი: პაულო სორენტინო
მსახიობები: ტონი სერვილო, კარლო ვერდონე, საბრინა ფერილი და სხვები



უზომოდ ლამაზი ფილმი წარმატებული, მაგრამ ცხოვრებისგან გაწბილებული მწერლისა და ჟურნალისტის ჯეპი გამბარდელას შესახებ, რომელიც ამ ცხოვრებას ცინიზმით უყურებს. და რომელსაც, მიუხედავად ყველაფრისა, შეუძლია მისგან სასურველი მაინც მიიღოს.
თავისი 65 წლის ასაკში ჯეპი ცხოვრობს რომში, მყუდრო ბინაში, კოლიზეუმის ხედით და ღამეებს საინტერესოდ ატარებს - ერთი ქალის საწოლიდან მეორე ქალის საწოლში, ერთი წვეულებიდან მეორეში და არხეინად დასეირნობს მარადიულ ქალაქში.
ფილმში უხვადაა მსჯელობა ცხოვრების ამაოებაზე, საინტერესო დიალოგები, არაორდინარული ადამიანები და რომის შესანიშნავი ხედები.


2. „ტრამბო“, 2015, აშშ
Trumbo
რეჟისორი: ჯეი როუჩი
მთავარ როლში: ბრაიან კრენსტონი



ეს ფილმი ჰოლივუდის ისტორიაში ყველაზე წარმატებული სცენარისტის დალტონ ტრამბოს შესახებაა. მის კალამს ეკუთვნის სცენარები შესანიშნავი ფილმებისა „რომაული არდადეგები“ და „სპარტაკი“.  
ტრამბო გასული საუკუნის 40-იან წლებში შავ სიაში მოხვდა და დაკარგა ფული, კარიერა, მეგობრები... ამის შემდეგ იწყება ნამდვილი ბრძოლა ამ მართლაც ძალიან ნიჭიერი ადამიანისა საკუთარი სახელისა და მზის ქვეშეთში დამსახურებული ადგილის დასაბრუნებლად.
ტრამბოს როლში შეუდარებელია ბრაიან კრენსტონი. ამ როლისთვის ის „ოსკარზეც“ იყო ნომინირებული მამაკაცის მთავარი როლის საუკეთესო შესრულებისთვის.



3. „ყურადღების ცენტრში“, 2015, აშშ
Spotlight
რეჟისორი: ტომას მაკარტი
მთავარ როლებში: მარკ რუფალო, მაიკლ კიტონი, რეიჩელ მაკადამსი, ლივ შრაიბერი, სტენლი ტუჩი, ჯონ სტელერი



ამ ფილმსაც რეალური მოვლენები უდევს საფუძვლად და ამერიკის ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი სექსსკანდალის ჟურნალისტურ გამოძიებას ასახავს. ბოსტონის გაზეთის კორესპონდენტები გამოააშკარავებენ პედოფილიის შემთხვევას კათოლიკური ეკლესიის წიაღში.
ფილმში ნაჩვენებია საგამოძიებო განყოფილების ჟურნალისტების განსაცვიფრებელი და თავდაუზოგავი მუშაობა.
ფილმმა დამსახურებულად მიიღო „ოსკარის“ მთავარი პრიზი საუკეთესო ფილმისთვის და ასევე, საუკეთესო სცენარისთვის.


 4. „ღამის ქვეწარმავალი“, 2014, აშშ
Nightcrawler
რეჟისორი: დენ გილროი
მთავარ როლში: ჯეიკ ჯილენჰალი



ლუი ბლუმი - სტაჟიანი ქურდი, რომელიც ამაოდ ცდილობს ნორმალური სამუშაო იშოვოს, წარმატებულად ერთვება ლოს-ანჯელესის კრიმინალური ჟურნალისტიკის სფეროში, თავისუფალ ჟურნალისტად. ის მედიას შემთხვევის ადგილებზე გადაღებულ ვიდეომასალას აწვდის. უნდა ითქვას, რომ ლუი ამ პროფესიაში არა მარტო საკუთარ თავს პოულობს, არამედ ყველაფერზე მიდის, ოღონდ კი საჭირო კადრები მოიპოვოს.


 5. „უჩინარი მწერალი“, 2009, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია
The Ghost Writer
რეჟისორი: რომან პოლანსკი
მთავარ როლებში: იუან მაკგრეგორი, პირს ბროსნანი, ოლივია უილიამსი



რომან პოლანსკის შესანიშნავი ფილმი „ლიტერატურულ ზანგზე“, გნებავთ „უჩინარ კალმოსანზე“, რომელიც უნებლიეთ ჩათრეული აღმოჩნდა თავისი წინამორბედის საიდუმლო სიკვდილის გამოძიებაში.


6. „ჩვენიანი“, 1999, აშშ
The Insider
რეჟისორი: მაიკლ მანი
მთავარ როლებში: ალ პაჩინო, რასელ ქროუ



და კიდევ ერთი ისტორია რეალურ ამბებზე დაფუძნებული. ერთ-ერთი უმსხვილესი თამბაქოს კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობას ტოვებს და სამსახურიდან მიდის. ის აპროტესტებს თამბაქოს პროდუქციაში იმ კომპონენტის გამოყენებას, რომელიც მწეველებში ნიკოტინდამოკიდებულებას იწვევს.
დოქტორ უაიგანდთან კავშირზე გადის პოპულარული ტელეგადაცემის „60 წუთის“ პროდიუსერი ლოუელ ბერგმანი. უაიგანდი „60 წუთს“ ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს და, როგორც თამბაქოს ინდუსტრიის მაღალი რანგის წარმომადგენელი, პირველი საუბრობს ღიად თამბაქოს ბიზნესის საიდუმლოზე, რომელიც მანამდე უცნობი იყო ფართო საზოგადოებრიობისთვის.


7.„ბანქოს სახლი“, 2013, აშშ
House of Cards, სერიალი
რეჟისორი: მაიკლ მანი
მთავარ როლებში: კევინ სპეისი, რობინ რაიტი



ეს არის Netflix-ის სერიალი პოლიტიკური დრამის ჟანრში. მაგრამ აქ პოლიტიკოსების გვერდით სიუჟეტის ცენტრში ჟურნალისტებიც არიან. მესამე სეზონში კი შემოდის მწერალი პოლ იეიტსი, რომელსაც თეთრ სახლში ამერიკის ახალ პრეზიდენტზე წიგნის დასაწერად დაიქირავებენ.
კევინ სპეისის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის შემდეგ, სამწუხაროდ, ეს სერიალი დაიხურა.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?