რატომ სძულთ მსახიობებს როლები, რომლებითაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს?

კინო

1 ივნისი 18:00, 2018 წელი

ალბათ, დაუჯერებელია, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთია შონ კონერი, რომელიც ამბობდა: „ვერასოდეს ვიტანდი ამ დაწყევლილ ჯეიმს ბონდს. სიამოვნებით მოვკლავდი“. ნახეთ დანარჩენებიც...

1. რობერტ პატინსონი - „ბინდის საგა“



თქვენ წარმოიდგინეთ, რომ სწორედ რობერტ პატინსონია ის ადამიანია, ვისაც კრიტიკოსებსა და მაყურებელზე 4-ჯერ მეტადაც კი სძულს „ბინდის საბა“. უფრო მეტიც, წიგნებსაც კი, რომელთა მიხედვითაც გადაიღეს ეს ფილმი, მსახიობმა არაერთგზის უწოდა უღირსი. თუმცა სწორედ ამ სერიალში განსახიერებულმა ვამპირის როლმა მოუტანა პატინსონს მსოფლიო აღიარება და ფანატების სიყვარული.  


2. ჯორჯ კლუნი - „ბეტმენი და რობინი“



არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ჯოელ შუმახერის „ბეტმენი და რობინი“ ყველაზე უარესია ამ სერიის ფილმებში. და მას ბევრი სხვა ნაკლიც აქვს: გიჟური ფერები, მსახიობთა ამაზრზენი თამაში და თავად შავი რაინდის იმიჯი. ერთხელ ჯორჯ კლუნის ჰკითხეს, უთამაშია თუ არა ოდესმე გმირის როლი, რაზეც მან უპასუხა: „კი, მქონდა ბედნიერება. დავდიოდი შემოტმასნილ რეზინის კოსტიუმში და მქონდა რეზინის ძუძუები“.


3. დენიელ რედკლიფი - „ჰარი პოტერი და ნახევარპრინცი“



მიუხედავად ფანატების არმიისა და წარმოუდგენლად დიდი პოპულარობისა, რედკლიფს ჰქონდა მიზეზი, არ ჰყვარებოდა თავისი პერსონაჟი. უკვე მრავალი წელია, დენიელი დაღდასმულივითაა - რამხელა წვერიც არ უნდა გაიზარდოს, მთვრალმა დებოშები მოაწყოს და სხვადასხვა ჟანრის ფილმებში ითამაშოს, მას დღემდე ერთი როლის მსახიობად მიიჩნევენ.


4. ჯოზეფ გორდონ-ლევიტი - „სამერის 500 დღე“



ეს ფილმი, მთლიანობაში, არცთუ ისე ცუდი მელოდრამაა და არც მთავარი როლის შემსრულებელი ამბობს მასზე აუგს, რასაც ვერაფრით ვიტყვით მის პერსონაჟზე. ჯოზეფის სიტყვებით რომ ვთქვათ: „ასეთი გმირი ძალიან ცუდ მაგალითს იძლევა, ის ხომ ეგოისტი და ვირივით ჯიუტია...“


5. მეთ დეიმონი - „ბორნის იდენტიფიკაცია“



ჯეიმს ბორნის როლი მეთ დეიმონის, უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი როლია. სწორედ ეს როლი აღმოჩნდა გადამწყვეტი მის შემოქმედებაში. თუმცა თავად მსახიობი ფიქრობდა, რომ ეს ფილმი მის კარიერას კინოში წერტილს დაუსვამდა. მეთს ეშინოდა, რომ ფილმის პოპულარობა მას იძულებულს გახდიდა, მის გაგრძელებებში ეთამაშა და ამით მისი კინოკარიერაც დასრულდებოდა. თუმცა, რაც არ უნდა სძულდეს მეთს ბორნი, ამ როლმა მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.


6. მარკ უოლბერგი - „მოვლენა“



ეს ფილმი, უდავოდ, წარუმატებელი პროექტი იყო, რომელიც შავ ლაქად დარჩა მსახიობების კარიერაში. და აი, რას ამბობს მარკი ერთ-ერთ ინტერვიუში: „არ მინდა ვისაუბრო, როგორია ფილმი... რაც არის, არის. ნუ დამადანაშაულებთ იმაში, რომ არ მინდოდა, მასწავლებელი მეთამაშა...“


7. მეგან ფოქსი - „ტრანსფორმერები“



სწორედ მაკაელის როლმა მოუტანა საქვეყნო აღიარება უღიმღამო მეგან ფოქსს, მაგრამ რატომღაც სწორედ ამ როლს ვერ იტანდა მსახიობი. თან ისე ძლიერად, რომ, მიუხედავად ძალიან დიდი ჰონორარისა, მესამე ნაწილში გადაღებაზე უარი თქვა. ისე, ხმები დადიოდა, რომ ამის მიზეზი მეგანსა და ფილმის რეჟისორს, მაიკლ ბეიომს შორის ჩამოვარდნილი უთანხმოება იყო.


8. ბლეიკ ლაივლი - „ჭორიკანა“



სერიალის დასრულების შემდეგაც მაყურებლისთვის ბლეიკ ლაივლი მაინც გლამურულ ქერასთან ასოცირდება. და მსახიობს ეს ძალიან აღიზიანებს, მან ხომ ბოლო წლებში არაერთ კარგ ფილმში ითამაშა. აი, რას ამბობს ბელიკი ამის შესახებ: „ადამიანები ფიქრობენ, რომ კარგად მიცნობენ, მაგრამ მე, ბლეიკი, არასოდეს ვიამაყებდი იმით, თუ ვინმეს კოკაინს შევთავაზებდი, იარაღით დავჭრიდი ან სხვის ბოიფრენდთან დავწვებოდი. ხალხს აინტერესებს ეს პერსონაჟი, მაგრამ ძალიან ვწუხვარ, რომ თაყვანისმცემლებმა საზღვრები წაშალეს ჩემსა და მას შორის“.


9. ბენ აფლეკი - „თავქარიანი“



ბენ აფლეკს უამრავ საშინელ ფილმში უთამაშია... მაგრამ თავად მსახიობი მიიჩნევს, რომ მისი ერთადერთი წარუმატებელი ფილმი „თავქარიანია“: „ერთადერთი ფილმი, რომელში მონაწილეობასაც ვნანობ, ეს „თავქარიანია“. მე მიყვარს ეს ისტორია, ეს პერსონაჟი, და ის ფაქტი, რომ ფილმი ასეთი საშინელი გამოვიდა, მკლავს“.


10. შონ კონერი - „აგენტი 007“



სწორედ ბრიტანელი ჯაშუშის როლმა მოუტანა კონერს სახელი და დიდება. ბონდიანას ფანატებს თუ ჰკითხავთ, ვინ არის საუკეთესო ჯეიმს ბონდი, დაუფიქრებლად შონს დაგისახელებენ. მაგრამ თავად მსახიობს ძალიან არ უყვარდა ეს როლი, რომლის წყალობითაც ნამდვილი ვარსკვლავი, სექსსიმბოლო და, უბრალოდ, მდიდარი ადამიანი გახდა. „ვერასოდეს ვიტანდი ამ დაწყევლილ ჯეიმს ბონდს. სიამოვნებით მოვკლავდი“, - ამბობდა შონი აგენტ 007-ზე.

NEW

საუზმის 5-წუთიანი რეცეპტები, რომლის მომზადებაშიც მხოლოდ ერთი დანადგარია საჭირო

როგორ იწყებთ დილას? არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც საუზმე ნაირნაირ სენდვიჩს, რძის ნაწარმს, კვერცხს, მურაბებს და ბლინებს ნიშნავს; ზოგისთვის კი ჭიქა ყავაც საკმარისია. ასეა თუ ისეა, ყველა ერთხმად თანხმდება: ჯანსაღი და გემრიელი საუზმე, არამხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა სასარგებლო, არამედ ის დღის ენერგიულად დაწყებაშიც გვეხმარება.  
დღის ჰოროსკოპი

24 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„ევროპაბეთი“თამაშის წესების შეცვლას განაგრძობს

„ევროპაბეთი“ მომხმარებლებს მაგიდის თამაშების ახალ, უალტერნატივო რეალობას, სათამაშო ინდუსტრიას კი კიდევ ერთ გამოწვევას სთავაზობს. 17 სექტემბრიდან ნარდი, ბურა და დომინო  „ევროპაბეთზე“ სრულიად უფასოა. პოპულარული სამაგიდო თამაშებით გართობა მსურველებს  0%-ანი კომპანიის წილით და ნულოვანი ბალანსით შეუძლიათ.  
დღის ჰოროსკოპი

23 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„თბილისის დებატების სკოლა“ აცხადებს მოსწავლეების შერჩევის კონკურსს

საერთაშორისო დებატების საგანმანათლებლო ასოციაციის (IDEA) წევრი ორგანიზაცია საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი (GIDE) აცხადებს მოსწავლეთა მიღებას „თბილისის დებატების სკოლაში“, პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, იმ მოსწავლეებს, ვისაც სურს დაეუფლოს დებატების ტექნიკას და კამათის ხელოვნებას, შეუძლიათ შეავსონ აპლიკაციის ფორმა ორგანიზაციის Facebook გვერდზე shorturl.at/dqzQ3
დღის ჰოროსკოპი

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ნუშის რძე - მარტივი რეცეპტი სახლში მომზადებისთვის

ნუშის რძე მსუბუქი სასმელია, გამოკვეთილი არომატის გარეშე, თუმცა ნუშის მდიდარი გემოთი. ამასთან, სურვილის მიხედვით გემოს შემსუბუქება ან გამძაფრებაც შეგიძლიათ  - მეტი ან ნაკლები წყლის დამატებით. 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ესეც, ასი ტრილიონი დოლარი!

დიახ, არ მოგეჩვენათ - ქაღალდის ამ ერთი ბანკნოტის ნომინალი 100 ტრილიონი დოლარია... ზიმბაბვეში! მაინც, რისი შეძენა შეიძლებოდა ამ თანხად?