10 ფილმი, რომელმაც მსახიობები დააქორწინა

კინო

6 ივნისი 18:00, 2018 წელი

გრძნობა გადასაღებ მოედანზე გაჩნდა, ვნება სიყვარულში გადაიზარდა, სიყვარულმა კი ისინი საკურთხევლამდე მიიყვანა... 

1. ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი - „მისტერ და მისის სმიტები“ (2005 წელი)


ეს ისტორია ყველამ იცის. მსახიობებს შორის გრძნობა ცნობილი ბოევიკის „მისტერ და მისის სმიტების“ გადაღებებისას გაჩნდა, სადაც ისინი ცოლ-ქმარ კილერებს თამაშობდნენ. და მათ მართლაც სანიმუშო ოჯახი შექმნეს. იმ დროს ბრედი ჯენიფერ ანისტონზე იყო დაქორწინებული და მისი ოჯახი სწორედ ანჯელინას სიყვარულის გამო დაინგრა. წყვილმა ქორწინების განმავლობაში 6 შვილი იშვილა.



2. ჯენიფერ ენისტონი და ჯასტინ ტერუ - „ადგილის შეცვლის სურვილი“
(2012 წელი)


ეს ორი დიდხანს არ აკანონებდა თავის ურთიერთობას. მსახიობებმა ერთმანეთი საერთო მეგობრის ბენ სტილერის ფილმის „ტროპიკული ქარიშხლის“ გადაღებებზე გაიცნეს, მაგრამ მაშინ მათ შორის არც ვნება გაჩენილა, არც სიყვარული და არც სიმპათია. მათი რომანი 2012 წელს დაიწყო, ფილმ „ადგილის შეცვლის სურვილის“ გადაღებებისას. ისინი სამი წელი ხვდებოდნენ ერთმანეთს და შემდეგ დაქორწინდნენ.



3. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი - „მწვანე ლამპარი“
(2011 წელი)


მართალია „მწვანე ლამპარმა“ ფიასკო განიცადა, მაგრამ მთავარი როლის შემსრულებლებმა ლაივლიმ და რეინოლდსმა აშკარად გამონახეს საერთო ენა. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის ორივეს ჰყავდა შეყვარებული, ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, რომ რომანი გაეჩაღებინათ. 2012 წელს ისინი საიდუმლოდ დაქორწინდნენ და მათ დღემდე ჰოლივუდის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ წყვილად მოიხსენიებენ.


 


4. ჯონი დეპი და ემბერ ჰიორდი - „რომის დღიური“ (2010 წელი)


„რომის დღიურის“ გადაღებისას ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დეპსა და ჰიორდს, მეგობრობის გარდა, სხვა რამ აკავშირებდათ. მსახიობები საგულდაგულოდ მალავდნენ თავიანთ ურთიერთობას და თაყვანისმცემლებმა ამის შესახებ მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ გაიგეს, როცა მათ წითელ ხალიჩაზე გამოაცხადეს ერთად ყოფნის შესახებ. 2014 წელს ისინი დაქორწინდნენ და თაფლობის თვე ჯონი დეპის კუნძულზე გაატარეს.


 


5. რაიან გოსლინგი და ევა მენდესი - „ადგილი ფიჭვის ქვეშ“ (2012 წელი)


როგორც ჩანს, მსახიობებმა ერთმანეთი შესანიშნავი ფილმის „ადგილი ფიჭვის ქვეშ“ გადაღებისას იპოვეს, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებდნენ. მათი ურთიერთობა ლამის ფოიერვერკულად დაიწყო, მაგრამ პრობლემები მალევე გაჩნდა და ისინი ხან შორდებოდნენ და ხან რიგდებოდნენ. ამ ცოტა ხნის წინ კი ქალიშვილიც შეეძინათ, მაგრამ ვერც ამან მოუტანა მათ სტაბილური ურთიერთობა.


 


6. უილ სმიტი და ჯედა პინკეტ-სმიტი - „პრინცი ბევერლი-ჰილიდან“ (1990 წელი)


უილმა და ჯედამ ერთმანეთი სტუდიაში გაიცნეს, სადაც სიტუაციური კომედიის „პრინცი ბევერლი-ჰილიდან“ გადაღებები მიმდინარეობდა. მაშინ ჯედა კასტინგზე მივიდა, სადაც სიტკომისთვის მთავარი როლზე გოგოს არჩევდნენ. მაგრამ თავად უილმაც და პროდიუსერებმაც ის ამ როლისთვის დაიწუნეს.


მართალია, მსახიობმა როლი ვერ მიიღო, მაგრამ სამაგიეროდ უილს ჩაუვარდა გულში და რამდენიმე წლის შემდეგ თავად შესთავაზა ჯედას როლი სერიალში. ჯედამ როლზე უარი განაცხადა, მაგრამ უილს უთხრა, რომ იმ შემთხვევაში აპატიებდა, თუ ცოლად მოიყვანდა... და აი, უკვე 20 წელია მსახიობები ბედნიერად ცხოვრობენ და 2 შვილს ზრდიან, რომლებიც ასევე მჭიდროდ არიან დაკავშირებული შოუბიზნესთან.


 


7. რობერტ პატინსონი და კრისტენ სტიუარტი - „ბინდის საგა“ (2008 წელი)


ეს წყვილი ჯერ კიდევ 2008 წელს თამაშობდა შეყვარებულებს „ბინდის საგაში“. მალე გრძნობებმა ეკრანიდან ცხოვრებაში გადაინაცვლა და ნამდვილ სიყვარულში გადაიზარდა. 2012 წლამდე ყველაფერი კარგად იყო, სანამ სტიუარტს ღალატზე არ წაასწრეს რეჟისორ რუპარტ სანდერსთან. ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა წყვილის ურთიერთობაში.


 


 8. კრის პრეტი და ანა ფერისი - „საღამოს სახლში წამიყვანე“ (2007 წელი)



კრის პრეტი ახლა პოპულარობის პიკზეა ისეთი ფილმების წყალობით, როგორებიცაა: „იურიული პერიოდის სამყარო“, „გალაქტიკის მცველები“, „მგზავრები“ და სხვ. მაგრამ როგორი პოპულარულიც არ უნდა იყოს კრისი, ის დღემდე უგონოდაა შეყვარებული ცოლზე, რომელიც ფილმის „საღამოს სახლში წამიყვანე“ გადაღებებზე გაიცნო. მიუხედავად იმისა, რომ იმ მომენტისთვის ფერისი თავისუფალი არ იყო, წყვილი მაინც ხვდებოდა ერთმანეთს. როგორც კი ანა ქმარს გაეყარა, წყვილი დაქორწინდა და უკვე 2012 წელს მათ ვაჟიშვილიც შეეძინათ.


 


9. ჩენინგ ტატუმი და ჯენა დევანი - „ნაბიჯი წინ“ (2006 წელი)


ამ წყვილმა ერთმანეთი ფილმის „ნაბიჯი წინ“ გადაღებებისას გაიცნო და მათი ურთიერთობა პირდაპირი დასტურია იმისა, რომ ნამდვილი სიყვარული არსებობს. მსახიობები 2009 წელს დაქორწინდნენ და ჰყავთ პატარა გოგონა. დღემდე ისინი ყველაზე ჰოლივუდურ წყვილად მიიჩნევიან და თაყვანისმცემლები ოცნებობენ, ისინი კვლავაც იხილონ ერთად გადასაღებ მოედანზე.


 


 10. მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი - „70-იანების შოუ“ (1998 წელი)



ამ წყვილმა დაამტკიცა, რომ სიყვარული წლებს უძლებს. მსახიობებმა ერთმანეთი შორეულ 1998 წელს გაიცნეს სერიალ „70-იანების შოუს“ გადაღებებისას და მათ შორის მაშინვე გაჩნდა უდიდესი სიმპათია. კუნისის სიტყვებით, სწორედ მაშინ აკოცეს პირველად ერთმანეთს. თუმცა მალე კატჩერი დემი მურზე დაქორწინდა, კუნისმა კი მაკოლეი კალკინთან დაიწყო შეხვედრა. მაგრამ, როგორც კი მათი ურთიერთობები დასრულდა, მსახიობები ძალიან მალე დაახლოვდნენ. ახლა ისინი ცოლ-ქმარი არიან და პატარა გოგონას ზრდიან.


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?