2018 წლის ცხელ-ცხელი სერიალები

კინო

8 ივნისი 18:00, 2018 წელი

კევინ კოსტნერი - რანჩოს მფლობელი, ჰიუ გრანტი - პოლიტიკოსი და „სამეფო კარის თამაშები, ოღონდ დრაკონების გარეშე“... - აირჩიე და ჩაუჯექი.

1. „პოზა“/Poze 



რაიან მერფის (რეჟისორი სერიალებისა: „ამერიკული საშინელებათა ისტორია“, „მტრობა“ და „ამერიკული კრიმინალური ისტორია“) ახალი სერიალი მიუზიკლია ცეკვებით, რომელშიც ტრანსგენდერი მსახიობების მთელი კასტა და „ლგბტ“ თემის სხვა წარმომადგენლები მონაწილეობენ. „ეს არის შოუ საკუთარი თავის პოვნაზე და ახალ შესაძლებლობებზე. წარსულს ჩაბარდა დრო, როცა ამ როლებს ნატურალი მსახიობები ასრულებდნენ. დროა, ახლებურად ვიფიქროთ და ამ ადამიანებს მუშაობის საშუალება მივცეთ“, - განაცხადა რეჟისორმა.
სერიალის სიუჟეტი 1980-იანი წლების ნიუ-იორკში ვითარდება. ევან პიტერსისა (ცნობილია რტუტის როლით  „იქს ადამიანებში“) და კეიტ მარას („ბანქოს სახლი“) ახალგაზრდა წყვილს ნიუ-იორკის გლამურული ცხოვრება თავის მორევში ჩაითრევს.


2. „მემკვიდრეები“/Succession 



ამ სერიალს უკვე უწოდეს „სამეფო კარის თამაშები“, ოღონდ დრაკონების გარეშე“. გარდა ჩახლართული სიუჟეტისა, ის სავსეა სკანდალებითა და ინტრიგებით და უხვადაა გაჯერებული შავი იუმორით. ალბათ, ამიტომაც აქებენ მას ასე დასავლელი კრიტიკოსები. სერიალი მოგვითხრობს საერთაშორისო მედიაკონგლომერატის სათავეში მყოფი ოჯახის შესახებ. ლოგან როიას (ბრაიან კოკსი) ოთხ შვილს მხოლოდ სიმდიდრე არ აკმაყოფილებს და ძალაუფლებისა და გავლენების ხელში ჩასაგდებად იბრძვის, რომლის დათმობაც სულაც არ უნდა მამას.


3. „იმპულსი“/Impulse 



სიუჟეტის ცენტრშია 16 წლის გოგონა, რომელიც აღმოაჩენს, რომ ტელეპორტირების უნარი აქვს. ეს ფილმი დუგ ლიმანის „ტელეპორტს“ გაგახსენებთ, რომელშიც ანალოგიური ისტორიაა მოთხრობილი ბიჭზე, დროსა და სივრცეში გადაადგილება რომ შეუძლია.


4. „მარველის მოსასხამი და ხანჯალი“/Marvel’s Cloak end Dagger



ისტორია ორი სრულიად განსხვავებული მოზარდისა, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ მათი სუპერშესაძლებლობები რაღაცნაირად ერთმანეთთან კავშირშია. მათი არცთუ ისე მარტივი ცხოვრება კიდევ უფრო რთულდება, როცა მოზარდებს შორის გრძნობა ჩნდება.


5. „კიბე“/Staircase



ეს დოკუმენტური მისისერიალი ეძღვნება ამერიკელი მწერლის მაიკლ პეტერსონის სასამართლო პროცესს, რომელსაც ბრალად ედებოდა საკუთარი ცოლის მკვლელობა. 2001 წელს კეიტლინ პეტერსონი კიბის ქვეშ მკვდარი იპოვეს და მაიკლ პეტერსონი ერთადერთი იყო, ვინც ამ დროს სახლში იმყოფებოდა. პროცესის დროს გაირკვა, რომ 20 წლის წინათ ანალოგიურ მდგომარეობაში დაიღუპა ოჯახის მეგობარი და მაშინაც ერთადერთი მოწმე პეტერსონი იყო. 2003 წელს მწერალი გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. 8 წლის შემდეგ პატიმარს ბრალდება მოუხსნეს (ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ სასამართლოს ეჭვი შეეპარა ოქროს მოწმის საიმედოობაში) და გაათავისუფლეს. ეს საქმე დღემდე ყველაზე იდუმალებით მოცულად რჩება ამერიკული მართლმსაჯულების ისტორიაში, რამდენადაც ბრალდებამ ვერც მკვლელობის იარაღი იპოვა და ვერც მოტივი დაადგინა.


6. „გოლიათი“/Goliath (მე-2 სეზონი)



„გოლიათის“ მთავარი გმირი ბილი მაკბრეიდი (ბილი ბობ ტორნტონი) ნიჭიერი ადვოკატი და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული იურიდიული ფირმის დამფუძნებელია. პირველ სეზონში ის ბიზნესიდან მიდის და პატარ-პატარა საქმეებით კავდება, თავისი დროის უდიდეს ნაწილს ბარში ატარებს და გამუდმებით ისმენს საყვედურებს ყოფილი ცოლისგან და ქალიშვილისგან. მეორე სეზონში ის თანხმდება, დაიცვას თავისი მეგობრის შვილი, რომელსაც ორმაგ მკვლელობას აბრალებენ. საქმის შესწავლისას ბილი გავა საიდუმლო ორგანიზაციაზე, რომელიც ნარკობიზნესითაა დაკავებული. სერიალის სიუჟეტი დიდად არ ბრწყინავს, მაგრამ ამ ჟანრის მოყვარულებს, ალბათ, მოეწონებათ. ბილი ტორნტონი მართლაც ბრწყინვალეა ამ როლში, რომელმაც მას გასულ წელს „ემი“ მოუტანა.


7. „იელოუსტოუნი“/Yellowstone



სერიალი მოგვითხრობს ამერიკაში ყველაზე დიდი რანჩოს მფლობელი ოჯახის ისტორიას, რომელიც საკუთარი მიწის დასაცავად მუდმივ ბრძოლაშია სამშენებლო კომპანიებთან, ინდიელ ტომებთან და იელოუსტოუნის ეროვნული პარკის წარმომადგენლებთან. ოსკაროსანი კევინ კოსტნერი ოჯახის უფროსის როლს ასრულებს და ეს მისი პირველი როლია ტელესერიალებში.


8. „უცნაური ანგელოზი“/Strange Angel



ჯეკ პარსონსი - ამერიკელი ქიმიკოსი და ინჟინერი, ამერიკული რაკეტმშენებლობის ფუძემდებელი, ერთ-ერთი ძირითადი დამფუძნებელი რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიისა. 1940-იან წლებში პარსონი ამერიკელი ოკულტისტისა და მაგის ალისტერ კროულის სწავლებამ გაიტაცა და თელემას (ბერძნულიდან ითარგმნება, როგორც „ნება“) მიმდევარი გახდა. თელემა არის ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობა, რომელიც ეფუძნება ერთ ძირითად თეზისს - „აკეთე ის, რაც გნებავს“. „უცნაური ანგელოზი“ ჯორჯ პენდლის ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა, რომელიც ამ ცნობილი მეცნიერის რეალურ ისტორიას მოგვითხრობს.


9. „ძალიან ინგლისური სკანდალი“/A Very English Scandal



ჰიუ გრანტი - „რეალური სიყვარულისა“ და „ბრიჯიტ ჯონსის“ ვარსკვლავი სრულიად განსხვავებულ ამპლუაში წარმოგიდგებათ. ის განასახიერებს ლიბერალური პარტიის ლიდერს ჯერემი ტორპს, რომელიც მოდელ ნორმან სკოტთან ურთიერთობის გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცევა. 1960-იან წლებში ჰომოსექსუალური ურთიერთობები აკრძალული იყო, მისი ნაწილობრივი დეკრიმინალიზაცია მხოლოდ 1967 წელს მოხდა. თავისი პოლიტიკური კარიერის გადასარჩენად ტორპი ცდილობს, სკოტი მოისყიდოს ან შეაშინოს, მაგრამ უშედეგოდ - ის მაინც აგრძელებს პოლიტიკოსის დადანაშაულებას აკრძალულ კავშირებში. 1975 წელს სკოტს მოკლავენ, ტორპი კი სასამართლოს წინაში წარდგება მკვლელობის წაქეზების ბრალდებით.


10. „ბრწყინვალება“/Glow (მე-2 სეზონი)



პირველ სეზონში სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი უმუშევარი მსახიობი რუთ უაილდერი თანხმდება დაბალბიუჯეტიან ფილმში გადაღებაზე. გაგრძელებაში ნახავთ დიდ ხნის ნანატრი შოუს Gorgeous Ladies of Wrestling გაშვებას (ეს შოუ რეალურად არსებობდა ამერიკულ ტელევიზიაში 1980-იანი წლების ბოლოს). რუთი და მისი მეგობრები უამრავ სირთულესა და პრობლემას აწყდებიან და ამავე დროს არნახულ პოპულარობას აღწევენ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?