6 ცნობილი ფილმი, რომლებმაც კინოსტუდიები გააკოტრა

კინო

20 ივნისი 18:00, 2018 წელი

ალბათ, ძნელი დასაჯერებელია, რომ თავის დროზე ამ ფილმებმა ფიასკო განიცადა... წლების შემდეგ მოსული აღიარება კი კინოსტუდიას ვერ აუნაზღაურებს წარსულში მიღებულ ზარალს.

1. „კლეოპატრა“, 1963



1963 წელს გამოსული „კლეოპატრა“, ელიზაბეტ ტეილორის მონაწილეობით, დღეს უკვე კლასიკად მიიჩნევა, მაგრამ პრემიერის დროს ფილმმა სტუდია „ფოქსი“ ლამის გააკოტრა. თავიდან ფილმის ბიუჯეტი 2 მილიონი დოლარი იყო, მაგრამ გადაღებები ისე გაიწელა, რომ, საბოლოო ჯამში, 44 მილიონამდე ავიდა (დღევანდელი კურსის გათვალისწინებით ეს დაახლოებით 300 მილიონი დოლარია). პროდიუსერებს ისე ძალიან სურდათ ეგვიპტელი დედოფლის როლში ელიზაბეტ ტეილორის ხილვა, რომ მის მოთხოვნაზე უკან არ დაიხიეს და ჰონორარად მილიონი დოლარი გადაუხადეს. ასე რომ, „კლეოპატრა ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ფილმია კინოს ისტორიაში.
„კლეოპატრამ“ 9 ნომინაციიდან 4 „ოსკარი“ აიღო, სტუდია „ფოქსს“ კი 300 აკრი მიწის გაყიდვა დასჭირდა, კრედიტორები რომ გაესტუმრებინა და არ ჩაძირულიყო.


2. „შესაფერისი რაღაცები“, 1983



ადამ ლენდომ-უმცროსის ლეგენდარული კინოსტუდია, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო „ვარსკვლავურ ომებს“, არასოდეს ამბობდა უარს ამბიციურ პროექტებზე. ასეთი იყო, მაგალითად, ტომ ვულფის წიგნის ეკრანიზაცია ამერიკული ასტრონავტიკის პირველ ნაბიჯებზე - „შესაფერისი რაღაცები“. მართალია, ფილმმა 4 „ოსკარი“ აიღო, მაგრამ კინოგაქირავებაში ჩაფლავდა. ხოლო კიდევ ერთი ფილმის „ორჯერ მრავალი წლის წინათ“ ფინანსური წარუმატებლობის  შემდეგ კომპანია იძულებული გახდა, დახურულიყო.


3. „თავზეხელაღებულთა კუნძული“, 1995



1994 წელს სტუდია Carolco, რომელსაც ეკუთვნის წარმატებული ფილმები „ტერმინატორი 2: განკითხვის დღე“ და „ძირითადი ინსტინქტი“, პოლ ვერჰოვენის ძვირად ღირებულ პროექტს „შოუგოგონას“ შეეჭიდა. პარალელურად კი, გადაწყვიტა, თანხა ჩაედო სათავგადასავლო ფილმში პირატებზე, რომელიც კომპანიისთვის ან ბედნიერი ბილეთი აღმოჩნდებოდა, ან პირიქით, ჩაძირავდა. სამწუხაროდ, სწორედ მეორე მოხდა.
ძვირად ღირებულმა გადაღებებმა მალტაზე, მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის საკვებით ხშირად მოწამვლამ, გაჭიანურებულმა გადაღებებმა და აბსოლუტურად უსარგებლო სარეკლამო კამპანიამ ფილმს კოლოსალური დანაკარგები მოუტანა. $120 000 000-იანი ბიუჯეტის ფონზე ფილმმა დაახლოებით $10 000 000 მოაგროვა. კინოსტუდია იძულებული გახდა, თავი ბანკროტად გამოეცხადებინა და არსებობა შეეწყვიტა.
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი გმირის პისტოლეტმა „სიცოცხლე გააგრძელა“ და პირატებზე გადაღებულ ყველაზე პოპულარულ ფილმში „კარიბის ზღვის მეკობრეებში“ გამოჩნდა. იქ მას თქვენ კაპიტან ბარბაროსას ხელში იხილავთ.


4. „ტიტანი: დედამიწის განადგურების შემდეგ“, 2000



1990-იან წლებში Disney-მ თავის „მეფე ლომითა და „ქალთევზათი“ დაამტკიცა, რომ სრულმეტრაჟიანი ანიმაცია სავსებით მომგებიანი პროდუქტია. 1994-ში სტუდია Fox-მა გადაწყვიტა, ეს წარმატება გაემეორებინა. Fox Animation-ის პირველი პროექტი „ანასტასია“, რომელზეც მცირე თანხა დაიხარჯა, მაყურებელმა კარგად მიიღო. ამის შემდეგ წარმოებაში ჩაუშვეს ამბიციური პროექტი „ტიტანი: დედამიწის განადგურების შემდეგ“. მისი შემქმნელები იყენებდნენ როგორც ტრადიციულ ტექნოლოგიებს, ისე იმ დროისთვის უახლეს კომპიუტერულ გრაფიკას. ფილმს ახმოვანებდნენ ცნობილი კინოვარსკვლავები: მეთ დეიმონი, დრიუ ბერიმორი და სხვები. ხარჯებმა $75 000 000-ს მიაღწია. იგეგმებოდა ვიდეოთამაშის Playstation-ის გამოშვებაც, მაგრამ ფილმმა გამოსვლიდან პირველ უქმეებზე, სულ რაღაც, $9 400 000 მოაგროვა, რაც შემდეგ $22 000 000-მდე გაიზარდა და მორჩა. ასე რომ, აღარც ვიდეოთამაში გამოვიდა და სტუდიაც დაიხურა.


5. „ოქროს კომპასი“, 2007



New Line Cinema-ს არასოდეს მიიჩნევდნენ სტუდიად, რომელიც უსაფუძვლოდ რისკავს. სწორედ მათ ეკუთვნით პიტერ ჯეკსონის $200 000 000-ბიუჯეტიანი „ბეჭდების მბრძანებელი“. შესაძლოა, ამის გამოც დაკარგეს მათ სიფრთხილის გრძნობა და პროექტ „ოქროს კომპასს“ შეეჭიდნენ. მისი პირველი ნაწილის (საბოლოოდ ის ერთადერთი აღმოჩნდა) ღირებულება $180 000 000 გახლდათ. საბოლოოდ ამერიკულ ბაზარზე ფილმმა $70 000 000 მოაგროვა, საერთაშორისოზე კი - $260 000 000. მაგრამ სტუდიას ამან მაინც ვერ უშველა, რადგანაც საზღვარგარეთ ჩვენება სხვა კომპანიაზე იყო გაყიდული. საბოლოოდ სტუდია გაკოტრდა და ის Warners Bros-მა გადაყლაპა.
ფილმმა „ოსკარიც“ მიიღო „საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის“. გავრცელებული ხმებით, კომპანია ახლა მოლაპარაკებებს აწარმოებს სერიალის გადაღების უფლების მოსაპოვებლად.


6. „ეს მშვენიერი ცხოვრება“, 1946



„ეს მშვენიერი ცხოვრება“ ამერიკელი საზოგადოების საკულტო ფილმად იქცა და მას, ტრადიციულად, ყოველ შობას აჩვენებენ. თუმცა ფილმის გამოსვლისას საშინელი იმედგაცრუება განიცადეს მისმა შემქმნელებმა - რეჟისორმა ფრენკ კაპრმა და მისმა მეგობრებმა, რომლებმაც ის იყო დამოუკიდებელი კინოსტუდია The Liberty გახსნეს. ფილმის ჩავარდნის შემდეგ მათ სტუდიის დახურვა მოუწიათ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?