10 ფილმი საკურორტო რომანზე - ისიამოვნეთ!

კინო

29 ივნისი 18:00, 2018 წელი

აბა, ის რა ზაფხულია, საკურორტო რომანის გარეშე თუ ჩაიარა... 

1. „იყავით ჩემი ქმარი“, 1981
საბჭოთა კავშირი, კომედია
რეჟისორი: ალა სურიკოვა
როლებში: ელენა პროკლოვა, ანდრეი მირონოვი, ფილიპ ადამოვიჩი



ვიქტორი და ნატაშა სოჭში დასასვენებლად ცალ-ცალკე ჩადიან და ცდილობენ, კუთხე მაინც იქირაონ სადმე, რომ შვებულება მშვიდად გაატარონ, მაგრამ არენდატორები უპირატესობას ოჯახურ წყვილს ანიჭებენ და მათ უარს ეუბნებიან. ნატაშა და ვიქტორი გადაწყვეტენ, „ოჯახობანა“ ითამაშონ.


2. „ბინძური ცეკვები“, 1987
აშშ, დრამა
რეჟისორი: ემილ არდოლინო
როლებში: ჯენიფერ გრეი, პატრიკ სუეიზი, კერი ორბაკი



სულისშემძვრელი რომანტიკული ისტორია, რომელიც ვნებიან ცეკვაში გადაიზრდება. ეს ამბავი სოლიდური ოჯახების დასასვენებელ პანსიონატში ხდება. ჩვიდმეტი წლის ბეიბის მდიდარი ოჯახიდან დანახვისთანავე უგონოდ შეუყვარდება ძალიან სიმპათიური მოცეკვავე ჯონი, რომელსაც არაფერი გააჩნია ამქვეყნად. და შემდეგ - დაუცხრომელი ვნება, რომანტიკა და სიყვარული...


3. „ექვსი დღე, შვიდი ღამე“, 1998
აშშ, რომანტიკული კომედია
რეჟისორი: აივენ რეიტმანი
როლებში: ჰარისონ ფორდი, ენ ჰეჩი, დევის შვიმერი



ნიუ-იორკის მოდის ჟურნალის ახალგაზრდა რედაქტორისა და თავხედი ავიაპილოტისთვის დაუსახლებელ კუნძულზე ავარიული დაჯდომა მოულოდნელ და ვნებიან რომანში გადაიზრდება, რომელიც სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას.


4. „დაივიწყე სარა მარშალი“, 2008
აშშ, მელოდრამა, კომედია
რეჟისორი: ნიკოლას სთოლერი
როლებში: ჯეისონ სიგელი, კრისტენ ბელი, მილა კუნისი



მთავარი გმირი პიტერი, შეყვარებულთან განშორების შემდეგ, საშინელ დეპრესიაში ვარდება და დარდის გასაქარვებლად ჰავაიზე მიემგზავრება. ადგილზე ჩასული იგებს, რომ სარა თავის ახალ შეყვარებულთან ერთად იმავე სასტუმროში გაჩერდა. კონსიერჟ რეიჩელის წაქეზებით პიტერი გადაწყვეტს, დარჩეს. რეიჩელი მას დახმარებას ჰპირდება, თუმცა ვერც კი ხვდება, რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი.


5. „ეს უხერხული მომენტი“, 2015
საფრანგეთი, კომედია, მელოდრამა
რეჟისორი: ტომ გორმიკენი
როლებში: ვენსან კასელი, ფრანსუა კლიუზე, ლოლა ლე ლანი



ალბათ, ხვდებით, რომ ზღვა, მზე და კორსიკის ულამაზესი ხედები რომანტიკული თავგადასავლებისთვის საუკეთესო გარემოა. სწორედ ამ განწყობამ წააქეზა ლუნა, საკუთარი მეგობრის მამა ეცდუნებინა. სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ ლორანი ლუნას მამის საუკეთესო მეგობარია. და მთელი ეს მოგზაურობა გადაიქცევა საოჯახო-მეგობრულ დასვენებად და ყველამ უნდა გამორიცხოს საკურორტო რომანის უმცირესი შესაძლებლობაც კი.


6. „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“, 2010
აშშ, დრამა, მელოდრამა
რეჟისორი: რაიან მერფი
როლებში: ჯულია რობერტსი, ხავიერ ბარდემი, ბილი კრუდანი



ერთ მშვენიერ დღეს ელიზაბეტ გილბერტი ხვდება, რომ სულაც არ ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რაზეც ოცნებობდა. მტკივნეული გაყრის შემდეგ ის მიდის სამოგზაუროდ, რათა შეიცნოს საკუთარი თავი. ამ მოგზაურობაში მთავარი გმირი არა მარტო ბევრ შინაგან კითხვაზე პოულობს პასუხს და ახლიდან შეიცნობს ცხოვრების გემოს, არამედ განსაცვიფრებელ რომანსაც წამოიწყებს, გაუხსნის რა გულს ნამდვილ სიყვარულს.


7. „სამს პლუს ორი“, 1963
საბჭოთა კავშირი, კომედია
რეჟისორი: გენრიხ ოგანესიანი
როლებში: ნატალია კუსტინსკაია, ნატალია ფატეევა, ანდრეი მირონოვი



სამი მეგობარი აბსოლუტურად კაცურ და ველურ დასვენებას გეგმავს შავი ზღვის სანაპიროზე. იპოვიან რა მყუდრო ადგილს, აღმოჩნდება, რომ მათ ამ ადგილისთვის ორ მომხიბვლელ, თუმცა ძალიან ჯიუტ ქალიშვილთან მოუწევთ ბრძოლა.


8. „ვიკი, კრიტინა, ბარსელონა“, 2008
ესპანეთი, დრამა
რეჟისორი: ვუდი ალენი
როლებში: რებეკა ჰოლი, სკარლეტ იოჰანსონი, ხავიერ ბარდემი



ვიკი და ბარსელონა ახალგაზრდა ამერიკელები არიან, რომლებიც ზაფხულის არდადეგებს ბარსელონაში ატარებენ. ისინი გაიცნობენ ქარიზმატულ ესპანელ მხატვარს ანტონიოს და სასიყვარულო სამკუთხედიც იკვრება. თუმცა მალე ანტონიოს მეუღლეც გამოჩნდება და...


9. „რომაული არდადეგები“, 1953
აშშ, კომედია
რეჟისორი: უილიამ უაილერი
როლებში: გრეგორი პეკი, ოდრი ჰეპბერნი, ედი ალბერტი



პრინცესა ანა რომში ოფიციალური ვიზიტით ჩადის და პირველი შესაძლებლობისთანავე სასახლიდან გარბის. ანა გაიცნობს ძალიან სიმპათიურ ჟურნალისტს, რომელიც თავიდან ვერ ხვდება, რომ გოგონა პრინცესაა, შემდეგ კი მას საუკეთესო არდადეგებს უწყობს.


10. „ყველაზე ეგზოტიკური სასტუმრო „მერიგოლდი“, 2011
დიდი ბრიტანეთი, კომედია
რეჟისორი: ჯონ მედენი
როლებში: ჯუდი დენჩი, ბილ ნაიი, დევ პატელი



ბრიტანელი პენსიონერების ჯგუფი გადაწყვეტს, ნაკლებად ძვირად ღირებულ, მაგრამ ეგზოტიკურ ადგილას დაისვენოს. ეს ინდოეთის სასტუმრო „მერიგოლდია“. იქაური თავგადასავლები თითოეული მათგანის ცხოვრებას შეცვლის. ისინი აცნობიერებენ, რომ შეუძლიათ, ცხოვრება თავიდან დაიწყონ და იპოვონ სიყვარული...

საკნატუნო ამბები

ვენეციის ქუჩებში ცოცხალი ვეშაპი გამოჩნდა!

ერთ დილასაც ვენეციელებმა გაიღვიძეს და თავიანთ ქალაქში ატლანტიკელი სტუმარი იხილეს!
დღის ჰოროსკოპი

21 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 ნოემბერისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ენ ჰეთეუეის 15 შესანიშნავი როლი

ეს ის ფილმებია, რომელთა გამოც ასე გვიყვარს ეს მსახიობი.
ამბები

თბილისის სხვადასხვა უბანში უპატრონო ძაღლებისთვის სახლები დაიდგა

შპს „ჩემი სახლი“-ს ინიციატივით, თბილისის სხვადასხვა უბანში ქუჩის ძაღლებისთვის სახლები დაიდგა.
დღის ჰოროსკოპი

20 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ძაღლის 12 ჯიში, რომელიც თითქმის არ ყეფს!

მათთვის, ვისაც სურს, სახლში ძაღლი ჰყავდეს, თუმცა მისი ყეფით მეზობლების შეწუხებას ერიდება...
საკნატუნო ამბები

შიშველი იოგა - წარმოუდგენლად ლამაზი სანახაობა

თითოეულ ასანაში ულამაზესი ტალღისებრი მიმოხვრა და მშვიდი კონცენტრირება ამ ფოტოებს ხელოვნების ნიმუშებად აქცევს. 
დღის ჰოროსკოპი

19 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
FUN-ტესტი

გამოთვალეთ თქვენი ფსიქოლოგიური ასაკი

რამდენ ძაღლს ხედავთ ამ შავ-თეთრ სურათზე? სწორედ ეს რაოდენობა განსაზღვრავს თქვენი გონების რეალურ ასაკს...
დღის ჰოროსკოპი

18 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ფულის ხარჯვა - ეს ჩვევა სიღარიბის ნიშანია (?!)

ამერიკელმა მეცნიერებმა შეისწავლეს 100-ზე მეტი ბავშვის და მოზარდის თავის ტვინი, რომლებიც სხვადასხვა შემოსავლების მქონე ოჯახებში იზრდებიან. 
დღის ჰოროსკოპი

17 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?