8 ფილმი ცდუნების ოსტატობაზე

კინო

6 ივლისი 18:00, 2018 წელი

გაინტერესებთ, რა გზები არსებობს სასურველი ადამიანის საცდუნებლად? ამ ფილმებში სწორედ ეს არის გადმოცემული - მართალია ხუმრობით, მაგრამ ხომ იცით, რომ ხუმრობა ყოველთვის შეიცავს სიმართლის მარცვალს.

1. „გმირის დაბრუნება“, 2018
საფრანგეთი, ბელგია
რეჟისორი: ლორან ტირარი
როლებში: ჟან დიუჟარდონი, მილანი ლორანი, ნოემი მერლანი



კაპიტანი ნევილი ნაპოლეონის არმიასთან ერთად ომში მიდის, მისი სატრფო კი შინ რჩება. ის პოლინს ჰპირდება, რომ წერილებს მისწერს, მაგრამ დრო გადის და მისგან არაფერი ისმის. პოლინის და გადაწყვეტს, თავად შეთხზას წერილები ნევილის სახელით და დას გაუგზავნოს. ელიზაბეტი კაპიტანს უამრავ საგმირო თავგადასავალს უგონებს და კიდევ უფრო აყვარებს ნევილს თავის დას და არა მარტო მას, არამედ მთელ ქალაქს. ბოლოს და ბოლოს, ელიზაბეტი ხვდება, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება და თავის გმირს გმირულად კლავს. კაპიტანი ნევილი კი ცოცხალი და საღ-სალამათი ბრუნდება და მზადაა, ყველა ის გმირობა მიიწეროს, რომლებიც ელიზაბეტმა მას მოუგონა.


2. „საბედისწერო ლამაზმანი“, 2006
საფრანგეთი
რეჟისორი: პერ სალვადორი
როლებში: ოდრი ტატუ, გად ელმაშეჰი, მარი-კრისტინ ადამი



ჟანს მილიონერებზე მონადირე ირენი უყვარს, თუმცა თავად ისეთი ღარიბია, თავი ძლივს გააქვს. მთელი მისი დანაზოგი ამ სასტიკ ქალიშვილთან პირველივე პაემანზე გაქრება. ამიტომაც ჟანი გენიალურად სულელურ გადაწყვეტილებას მიიღებს - ირენის კოლეგა გახდება და მილიონერებზე დაიწყებს ნადირობას.


3. „როგორ გახდე ლათინელი საყვარელი“, 2017
აშშ
რეჟისორი: კენ მარინო
როლებში: ეუხენიო დერბესი, სალმა ჰაიეკი, რობ ლოუ



ჯერ კიდევ ბავშვობაში მაქსიმო მყარად გადაწყვეტს, რომ, როცა გაიზრდება, ალფონსი გამოვა და ასაკოვანი ქალების ხარჯზე იცხოვრებს. 25 წლის მანძილზე ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ერთხელაც ალფონსმა ყურადღება მოადუნა და დედაბერმა ის უფრო ახალგაზრდა საყვარელზე გაცვალა. მაქსიმო ქუჩაში აღმოჩნდა და ახლა იძულებულია, ცხოვრება თავიდან დაიწყოს.


4. „როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში“, 2003
აშშ, გერმანია
რეჟისორი: დონალდ პიტრი
როლებში: კეიტ ჰადსონი, მეთიუ მაკკონაჰი, კეტრინ ჰანი



ჟურნალისტმა ენდიმ უნდა დაწეროს სტატია გოგოების ტიპურ შეცდომებზე, რომლებიც წყვილის დაშორების მიზეზი ხდება. ამისთვის მან უნდა იპოვოს შესაფერისი პარტნიორი, ჯერ თავი შეაყვაროს და შემდეგ ბრჭყალები გამოაჩინოს. საქმე ისაა, რომ ენდის „საცდელ კურდღლად“ ბენი შეხვდა, რომელმაც მეგობრებთან ნაძლევი დადო, რომ ნებისმიერ გოგოს შეაყვარებს თავს. და ამ ნაძლევის მოსაგებად ბენი მზადაა, ყველანაირ დისკომფორტს გაუძლოს ურთიერთობაში.


5. „სამსახურებრივი რომანი“, 1977
საბჭოთა კავშირი
რეჟისორი: ელდარ რიაზანოვი
როლებში: ანდრეი მიაგკოვი, ალისა ფრეინდლიხი, ლია ახიჯაკოვა



ანატოლი ნოვოსელცევი, საბჭოთა სტატისტიკის სამმართველოს ერთი უბრალო თანამშრომელი, რომელსაც ძალიან უნდა დაწინაურება, გადაწყვეტს, „იერიში მიიტანოს“ და მოხიბლოს თავისი მკაცრი უფროსი. მიუხედავად ბანალური სიუჟეტისა, ეს კომედია 40 წლის შემდეგაც კი უნიკალურად რჩება და ეკრანებიდან არ ჩამოდის.


6. „გულთამპყრობელი“, 2010
საფრანგეთი, მონაკო
რეჟისორი: პასკალ შომელი
როლებში: რომენ დიური, ვანესა პარადი, ჟიოლი ფერე



ალექს ლიპის საკმაოდ უცნაური ბიზნესი აქვს - ეს დახვეწილი ახალგაზრდა კაცი შეკვეთით ანგრევს წყვილთა რომანტიკულ ურთიერთობებს. ერთხელაც, მას მართლაც რთული დავალება შეხვდება - ჭეშმარიტად შეყვარებული წყვილი უნდა დააშოროს ერთმანეთს.


7. „ცდუნების 10 წესი“, 1012
იტალია
რეჟისორი: კრისტიანო ბარტონე
როლებში: ჯიადა ბარბერი, ჯულიანო ბერუტი, პიერო კარდანო



ასტრონომიის მასწავლებელს ძალიან ეფექტური ლამაზმანი შეუყვარდება, მაგრამ არ იცის, როგორ დაუახლოვდეს მას. დახმარებას სთავაზობს მამა და საქმიან რჩევებსაც აძლევს. მაგრამ აქ ისმის კითხვა: ღირს კი გაითვალისწინო იმ ადამიანის რჩევები, რომელიც ქალებს ხელთათმანებივით იცვლის?


8. „ესე იგი, ომი“, 2012
აშშ
რეჟისორი: მაკჯი
როლებში: რიზ უიზერსპუნი, ტომ ჰარდი, კრის პაინი



ორი მეგობარს, ორ საიდუმლო აგენტს, ერთი და იგივე გოგო უყვარს. ისინი გადაწყვეტენ, რომ საბოლოო სიტყვა გოგოს ეკუთვნის და მან თავად უნდა აირჩიოს, ვისთან სურს ყოფნა. ამიტომაც საყვარელი ქალის გულის მოსაგებად ისინი პატარ-პატარა ომებს აწყობენ. მთავარ როლებში ტომ ჰარდი, კრის პაინი და რიზ უიზერსპუნი - ოცნების გუნდი!

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?