17 ცნობილი მამის ემოციები

კინო

11 ივლისი 18:00, 2018 წელი

ეს გულწრფელი ფოტოები მათ კიდევ უფრო ღირსეულად წარმოაჩენს.

1. ბრედლი კუპერი



2017 წლის 21 მარტს ჰოლივუდელ მსახიობსა და რუს ტოპმოდელ ირინა შეიკს ქალიშვილი შეეძინათ. წყვილმა ჩვილის სახელი მოგვიანებით გაამხილა და საზოგადოება მიხვდა, რომ ღირდა ლოდინად, ის მართლაც ორიგინალური აღმოჩნდა - ლეა. ბრედლი კუპერი მთელ თავის მამობრივ სიყვარულს ამ პატარა პრინცესას უძღვნის. თუმცა მომავალ წელს შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს - ირინა შეიკმა განაცხადა, რომ მან უკვე აღიდგინა ძალები მშობიარობის შემდეგ და მზად არის, ბრედლის კიდევ ერთი მემკვიდრე აჩუქოს.


2. ენრიკე იგლესიასი



ეს ფოტო დასტურია იმისა, რომ მომღერალი ენრიკე იგლესიასი და ყოფილი ჩოგბურთელი ანა კურნიკოვა, როგორც იქნა, მშობლები გახდნენ. წყვილი პირად ცხოვრებას არ ასაჯაროებს, ამიტომ იშვიათად თუ გაიელვებს მათ შესახებ ინფორმაცია ტაბლოიდებში. 2017 წლის დეკემბრის ბოლოს რუსმაც და ესპანელმაც ერთდროულად გამოაქვეყნეს ინსტაგრამზე ტყუპების ფოტო, რომლებიც ამ ქვეყანას 16 დეკემბერს მოევლინენ (ეს რიცხვი ძალიან სიმბოლურია იმის გათვალისწინებით, რომ შეყვარებულები უკვე 16 წელია ერთად არიან).


3. პრინცი უილიამი



უდავოა, რომ კემბრიჯის ჰერცოგს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს პირველ შვილთან. პრინცმა უილიამმა თავად წაიყვანა ჯორჯი სკოლაში და ცდილობს, საკუთარი მაგალითით გამოუმუშავოს შვილს, როგორც მომავალი მეფეს, შესაბამისი უნარ-ჩვევები, რაც არაერთ აკრძალვას მოიცავს, თუმცა ეს, როგორც ფოტოზე ხედავთ, ცუდად არ აისახება ჯორჯის მამისადმი სიყვარულზე.


4. პრინცი ჩარლზი



კემბრიჯის ჰერცოგზე საუბრისას ძნელია იგნორირება გაუკეთო მის მამას - უელსის პრინცს. ისეთი ფოტოები, სადაც ჩარლზი უილიამთან და ჰარისთან ერთადაა, არც ისე ბევრია. ძირითადად დიანას ფოტოებია პრინცებთან ერთად - გაყრის შემდეგ ხომ პრინცესა შვილებთან ეძებდა შვებასა და გადარჩენას. თუმცა პატარა პრინცების მამასთან სიახლოვის დამადასტურებელი ფოტოები მაინც არსებობს და ეს ერთ-ერთი მათგანია!


5. დევიდ ბექჰემი



დევიდ და ვიქტორია ბექჰემები სამართლიანად მიიჩნევიან ერთ-ერთ არა მხოლოდ სექსუალურ, არამედ მყარ ოჯახურ სელებრით-წყვილად. ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის მაგალითმა ყველას ნათლად დაანახვა, რომ შვილების რაოდენობა სულაც არ განსაზღვრავს ოჯახის სიმყარეს. იქნებ, პირიქითაც. თუმცა ამ სახალხო თქმულებასაც დაუპირისპირდნენ ბექჰემები: ისინი ერთმანეთის მიყოლებით აჩენენ და ზრდიან (ყველაზე უფროსი - ბრუკლინი 18 წლისაა) შვილებს. დევიდისა და ვიქტორიას პატარა ჰარპერი (მას წელს 7 წელი უსრულდება) ოჯახის სიამაყეა. მშობლები არასოდეს იშურებენ ემოციებს შვილებისთვის - მათ ინსტაგრამზე რეგულარულად იდება სენტიმენტალური ფოტოები ბავშვებთან ერთად. თუმცა ნანატრ ქალიშვილთან ერთად გადაღებული ფოტოები მართლაც ყველაზე უთბილესი და უსაყვარლესი გამოდის.


6. მარკ ცუკერბერგი



ამ ფოტოზე ვერც კი მიხვდებით, რომელ ქალიშვილთან ერთადაა გადაღებული მარკ ცუკერბერგი, აი, ის კი აშკარად ნათელია, რომ ფეისბუკის დამაარსებელს ბავშვებთან დროის გატარება ურჩევნია ბიზნესსტრატეგიებზე მუშაობას. ცუკერბერგსა და მის მეუღლეს პრისცილა ჩანს ორი ქალიშვილი ჰყავთ - მაქსი (მაქსიმა) და ავგუსტი. და ხომ არ ნიშნავს ეს სახელები იმას, რომ მშობლები ბიჭებზე ოცნებობენ და მიღწეულზე გაჩერებას არ აპირებენ?


7. ნეიმარი



მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი, ბრაზილიელი ნეიმარი 19 წლის ასაკში გახდა მამა. ბავშვის დედა კი იმ დროისთვის - 2011 წლისთვის, სულაც, 17 წლის იყო. ახალგაზრდა მშობლებმა ვერ შეძლეს ურთიერთობის შენარჩუნება და დაშორდნენ. ნეიმარი ბარსელონაში წავიდა სათამაშოდ, შემდეგ - პარიზში, ქერა ანგელოზი - დევიდ-ლუკა კი დედასთან დარჩა რიო-დე-ჟანეიროში. მაგრამ ფეხბურთელის აქაუნთზე უამრავი ფოტო იმის დასტურია, რომ მამობრივი სიყვარულისთვის არც შორი მანძილია ბარიერი.


8. ჯასტინ ტიმბერლეიკი



მომღერალმა და მსახიობმა აღიარა, რომ ჯესიკა ბილთან შეძენილმა ვაჟიშვილმა 100%-ით შეცვალა მისი ცხოვრება. ჯასტინმა ერთხელ დაწერა კიდეც, რომ ძალიან უნდა, პატარას მისი სიმღერების მოსმენა უყვარდეს.


9. მონაკოს პრინცი ალბერ II



საკმაოდ რთულია საკუთარი შვილების მიმართ სენტიმენტალურ გრძნობებში „გამოიჭირო“ მონაკოს აბსოლუტური მმართველი. როგორც სამეფო ოჯახის წარმომადგენელს შეეფერება, პატარათი (ტყუპებიდან ერთ-ერთი) ხელშიც კი მას თავშეკავებულად უჭირავს თავი. ამის გაგება, ალბათ, შეიძლება, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკეულ შემთხვევებში ჟაკი და გაბრიელა მკაცრ მონარქს, უბრალოდ, მოსიყვარულე მამად აქცევენ ხოლმე.


10. კრის ჰემსვორტი



დღეს ის მრავალშვილიანი მამაა. 2014 წელს მას მსახიობ ელზა პატაკისგან ტყუპი ვაჟი შეეძინა - ტრისტანი და საშა. მაგრამ პირველი შვილი - ქალიშვილი ინდია როუზი მამის სული და გულია. ავსტრალიელი მასთან ერთად დადის ცეკვებზე და სერფინგის დაფაზეც თავად დააყენა პირველად. გასაკვირი არ არის, რომ ამ არაორდინარულმა გოგონამ 4 წლის ასაკში გამოთქვა სურვილი, რომ უნდა, ბიჭი გახდეს. საბედნიეროდ, კრისი ანჯელინა ჯოლი არ არის - ყველაფერი იუმორში გადაიტანა და ქალიშვილს უფრო „გოგოშკური“ გასართობები შეურჩია.


11. ალეკ ბოლდუინი



ბოლდუინების სამსახიობო დინასტიის საზოგადოებისთვის ყველაზე მეტად ცნობილი წარმომადგენელი ალეკ ბოლდუინი დანარჩენებისგან პირადი ცხოვრებითაც გამოირჩევა: მას ოთხი შვილი ჰყავს და მალე მეხუთეც შეეძინება. 2017 წლის ნოემბერში 59 წლის მსახიობმა და მისმა 33 წლის მეუღლე ჰილარიმ გამოაცხადეს, რომ კიდევ ერთ პატარას ელოდებიან. უმცროსი ბოლდუინი, ლეონარდო, წლინახევრისაა. უყურებ ბედნიერ მამას შვილით ხელში და ძნელია წარმოიდგინო, სხვას რას შეუძლია იმაზე მეტად გააბედნიეროს ის, თუ არა კიდევ ერთ ახალშობილს.


12. რაიან რეინოლდსი



შეგიძლიათ, მიხვდეთ, ქალიშვილებიდან რომელი უფრო მეტად უყვარს რეინოლდს - ჯეიმსი (მარჯვნივ) თუ ინესი (მარცხნივ)? რად ღირს თუნდაც მისი „ტვიტები“, რომლებიც გოგონების აღზრდას ეძღვნება. ერთ-ერთში ის ასეთ რამეს ყვება: ერთხელ გოგონებს ვუთხარი, რომ მზე იმიტომ ჩადის და ღამე იმიტომ დგება, რომ თქვენ იქცევით ცუდად-მეთქი. ერთგან კი გამოტყდა, რომ ძალიან უყვარს გოგონების გამოწყობა ვარდისფერ წინდებსა და შავი ტყავის ნიღაბში.


13. რიკი მარტინი



რიკი მარტინი არასტანდარტული მშობელია. „კიკი“ (რიკის მეტსახელი) გაცხადებული ჰომოსექსუალისტი და ორი ბიჭის მამაა, რომლებიც სუროგატმა დედამ გაუჩინა. 2018 წელს მომღერალმა ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონა თავის პარტნიორთან, მხატვარ ჯოენ იოსეფთან, ბავშვები კი, როგორც ხედავთ, მშვენივრად ურთიერთობენ მამასთან.


14. ორლანდო ბლუმი



როგორც ჩანს, ორლანდოს თავიდან ცოტა გაუჭირდა პირმშოსთან „საერთო ენის“ გამონახვა, მაგრამ მერე ყველაფერი „დალაგდა“. მშობლები 5 წელია გაყრილები არიან. პატარას კი არა მარტო უყვარს მამასთან დარჩენა, არამედ მისი ახალი პასია კეტი პერი მოსწონს კიდეც.


15. კრისტიან ბეილი



ამ თბილ, მშობლიურ ფოტოზე ძნელია ამოიცნო ბეტმენი. ის ძალიან მოსიყვარულე მამაა, პატარა ჯოზეფი (ფოტოზე) და უფროსი ემალაინი - ბეილის სული და გული არიან და მათთან ერთად სეირნობაც უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს.


16. ტომ ჰარდი



„ჰოლივუდის მთავარმა ფსიქოპატმა“ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ვაჟიშვილმა სრულიად შეცვალა მისი ცხოვრება“. ლუის დაბადების შემდეგ მსახიობი საბოლოოდ დაშორდა ბავშვის დედას, რეიჩელ სპიდს, მაგრამ, ცხადია, სწორედ პირმშოს შეძენამ დააყენა ჰარდი ჭეშმარიტების გზაზე. ის შეხვდა შარლოტა რაილის, მეორე შვილი გააჩინა და ნაყოფიერი მოღვაწეობა დაიწყო კინოში. სასიამოვნოა მამა-შვილის ადრეული ფოტოს ხილვა, რადგანაც ამჟამად ჰარდი თავის პირად ცხოვრებას აღარ ასაჯაროებს და ძირითადად ძაღლებთან გადაღებულ ფოტოებზე ჩნდება, რომლებიც ასევე ძალიან უყვარს.


17. ჯად ლოუ



ჯად ლოუ რეკორდსმენი მამაა. ბრიტანელ მსახიობს ხუთი შვილი ჰყავს. უფროსები უკვე დამოუკიდებლები და ძალიან წარმატებულები არიან, აი, პატარებს კი ჯერ კიდევ სჭირდებათ ყურადღება. ფოტოზე მსახიობი ვაჟიშვილებთან ერთადაა აღბეჭდილი და თუნდაც ეს 10 წლის წინანდელი ფოტო იყოს, განა ვინმეს შეეპარება ეჭვი, რომა მას ძალიან მოსწონს შვილებთან ერთად დროის გატარება და მამობრივი მზრუნველობით სიამოვნების მიღება.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?