მადონა და 10 ცნობილი მამაკაცი: ვარსკვლავები, რომლებიც გაყრამ გააკოტრა

კინო

14 სექტემბერი 18:00

სიყვარული შეუფასებელია, რასაც გაყრაზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. არნოლდ შვარცენეგერს ღალატი $200 მილიონი დაუჯდა და ეს არც ისე დიდი თანხაა, თუ მსოფლიო ვარსკვლავების ისტორიებს გადავხედავთ...

მაიკლ ჯორდანი



მაიკლ ჯორდანი და ხუანიტა ვანოი 1989 წელს დაქორწინდნენ და 17-წლიანი თანაცხოვრების მანძილზე 2 ვაჟი და გოგონა აღზარდეს. განქორწინებაზე განცხადება პირველად 2002 წელს შეიტანეს, მაგრამ მალევე უკან გაიტანეს. 4 წლის შემდეგ კი ხუანიტამ საბოლოოდ გადაწყვიტა გაყრა და მეუღლისგან $168 მილიონი (დღევანდელი კურსით $204 მილიონი) მოითხოვა. მართალია, წყვილი გაყრის მიზეზს არ ახმაურებდა, მაგრამ ჭორიკნები მთავარ ვერსიად ჯორდანის მხრიდან ღალატს განიხილავდნენ. ხუანიტასთან ქორწინებამდე და კიდევ მომდევნო რამდენიმე წელი მაიკლი მომღერალ კარლა კნაფელს ხვდებოდა, რომელიც კალათბურთელთან ურთიერთობაზე სწორედ 2002 წელს ალაპარაკდა. ეს განქორწინება დიდხანს რჩებოდა ყველაზე ძვირად ღირებულად შოუბიზნესში.


არნოლდ შვარცენეგერი



მსახიობი მარია შრაივერზე 1986 წელს დაქორწინდა. როგორც აღმოჩნდა, ის ურთიერთობის დასაწყისიდანვე ღალატობდა მეუღლეს, მათ შორის შინამოსამსახურესთანაც კი - მილდრედ ბაენასთან, რომელმაც მათ სახლში 20 წელი იმუშავა. 1997 წელს ბაენამ არნოლდისგან ვაჟი გააჩინა. საოცარია, მაგრამ მარია შრაივერმა ღალატის შესახებ მხოლოდ 2011 წელს შეიტყო. არნი თავს ვერაფრით იმართლებდა... ოჯახი დაინგრა, დაიწყო 6-წლიანი გაყრის პროცესი. საბოლოოდ, მოტყუებულმა მეუღლემ შვარცენეგერისგან $200 მილიონი მიიღო.


მელ გიბსონი



მელ გიბსონი და რობინ მური 1980 წელს დაქორწინდნენ, ერთი წლის შემდეგ კი პატარა ჰანა გაჩნდა. სამი წლის შემდეგ - ტყუპები ედვარდი და ქრისტიანი, ექვსი წლის შემდეგ - ვილი... თუმცა ეს დასასრული არ არის! 1988 წელს ლუი დაიბადა, კიდევ სამი წლის შემდეგ - მაილო, ყველაზე უმცროსი ტომი კი 2000 წელს მოევლინა ქვეყანას. უნიჭიერესი მსახიობი და რეჟისორი, მოსიყვარულე ქმარი, მზრუნველი მრავალშვილიანი მამა - აი, ასეთად იცნობდნენ მელს. 2009 წელს მელ გიბსონი მოულოდნელად ოჯახიდან წავიდა, გამოაცხადა რა სასიყვარულო რომანის შესახებ ნაკლებად ცნობილ რუს პიანისტთან ოქსანა გრიგორიევთან. ახალი ცხოვრება მელს არა მხოლოდ რეპუტაცია, არამედ რეალური ფულიც დაუჯდა. მსახიობმა ყოფილ ცოლს ქონების ნახევარი გადაუხადა, რომელიც 2006 წლისთვის $850 მილიონად იყო შეფასებული. გარდა ამისა, სასამართლომ გიბსონს დააკისრა, მომავალში მიღებული შემოსავლებიც გაუყოს რობინ მურს.


პოლ მაკარტნი



პოლ მაკარტნი და ხიზერ მილსი 2008 წელს, მომქანცველი სასამართლო პროცესების შედეგად განქორწინდნენ. და ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ 2002 წელს სიყვარულით თავბრუდახვეულმა მუსიკოსმა პატარძალი საკურთხეველთან ისე მიიყვანა, რომ საქორწინო კონტრაქტს ხელი არ მოაწერა. 2003 წლის ოქტომბერში პოლსა და ხიზერს გოგონა შეეძინათ - ბეატრის მილი, სამი წლის შემდეგ კი ისინი გაიყარნენ. ხიზერმა ყოფილი მეუღლის ქონების ნახევარი მოითხოვა, რომელიც იმ დროისთვის $250 მილიონი გახლდათ. ორწლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ ხიზერმა $49 მილიონი მიიღო.


მადონა



ბრიტანელ რეჟისორთან გაი რიჩთან ქორწინებაში მადონამ ვაჟიშვილი როკო გააჩინა და პატარა ბიჭი დევიდი იშვილა. მაგრამ ოჯახი მაინც დაინგრა - 2008 წელს ისინი განქორწინდნენ. მადონამ რიჩის $92 მილიონი გადაუხადა და ლონდონის პაბი მისცა, რომელსაც ერთად ფლობდნენ.


მაიკლ დუგლასი



მაიკლ დუგლასი და დიანდრა ლიუკერი 1977 წელს შეუღლდნენ. მაშინ მსახიობი 33 წლის იყო, დიანდრა კი - 19-ის. 1995 წელს ლიუკერმა გაყრაზე განცხადება შეიტანა და $45 მილიონი მოითხოვა. დუგლასი არ ჩქარობდა ამ თანხის გადახდას და სასამართლო 4 წელს გაგრძელდა. და ვინ იცის, კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებოდა, 1999 წელს მაიკლი კეტრინ ზეტა-ჯონსს რომ არ შეხვედროდა. ახალგაზრდა ბრიტანელზე დაქორწინების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ დუგლასი მოთხოვნილ თანხას დასთანხმდა და ყოფილს გაეყარა.


ფილ კოლინზი



ახალგაზრდა შვეიცარიელ თარჯიმანთან ორიანა ცევთან დასაქორწინებლად კოლინზმა თავის მეორე ცოლს ჯილ ტეველმანს (ლილი კოლინზის დედას) თითქმის $17 მილიონი უყოყმანოდ გადაუხადა. 1996 წლისთვის ეს თანხა ასტრონომიული იყო, თუმცა კოლინზმა მაშინ რა იცოდა, წინ რა ელოდა.


არტისტი ჯგუფ Genesis-დან წავიდა და შვეიცარიაში გადასახლდა. კოლინზი ცოლს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა, მაგრამ ბრილიანტებმა დიდი ხნით ვერ გააბედნიერა ორიანი. როცა მუსიკოსს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა (მარჯვენა ყურში სმენა დაკარგა და მარცხენა ხელის მაჯა გაუჩერდა), მეუღლე მის მიმართ გაცივდა და 2006 წელს გაყრაზე განცხადება შეიტანა, რომელიც კოლინზს $50 მილიონი დაუჯდა. მუსიკოსი სუიციდის ზღვარზე იყო: ცოლმა მიატოვა, ფული დაკარგა და მისი პირველი სოლო ალბომიც ჩავარდა.


კოლინზი შვეიცარიაში დარჩა და ასკეტივით ცხოვრობდა მრავალი წლის განმავლობაში. 2016 წელს კი გამოაცხადა, რომ ორიანს შეურიგდა და მაიამიში გადავიდა საცხოვრებლად.


ჯეიმს კემერონი



ჯეიმს კემერონი და „ტერმინატორის“ ვარსკვლავი, მსახიობი ლინდა ჰემილტონი სულ რამდენიმე წელი იყვნენ ქორწინებაში: 1997-დან 1999 წლამდე. მათი ოჯახი მაშინ დაინგრა, როცა ჯეიმსმა „ტიტანიკის“ გადაღებებზე მსახიობი სიუზი ემისი გაიცნო, რომელიც რეჟისორის მეხუთე ცოლი გახდა. გაყრისთვის მან $50 მილიონი გადაიხადა. ცოტა არ არის, მაგრამ სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ამ კომპენსაციამ კემერონი სულაც არ გააღარიბა - მისი ქონება ამ მომენტისთვის $700 მილიონადაა შეფასებული.


კევინ კოსტნერი



სინდი კოსტნერი, კევინ კოსტნერის პირველი ცოლი და მისი სამი შვილის დედა, 15 წლის მანძილზე ითმენდა ქმრისგან ღალატსა და მუდმივ მოუცლელობას. 1994 წელს სინდის მოთმინების ფიალა აივსო. განქორწინების განცხადებასთან ერთად მსახიობმა $80 მილიონის მოთხოვნაც მიიღო.


ჰარისონ ფორდი



ფორდისა და სცენარისტ მელისა მეტისონის ოჯახს ჰოლივუდში იდეალურს უწოდებდნენ. ისინი 1983 წელს დაქორწინდნენ და ვაჟსა და ქალიშვილს ზრდიდნენ, ცხოვრობდნენ მშვიდად და წყნარად - და ასევე უხმაუროდ გაშორდნენ 18-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ. ცოლ-ქმარს განქორწინების მიზეზი არ გაუხმაურებია. ასე რომ, კომპენსაციის ზუსტი თანხა უცნობია. ჭორებს თუ დავუჯერებთ, მსახიობმა ყოფილს $85-დან $118 მილიონამდე გადაუხადა.


სტივენ სპილბერგი



თავისი პირველი ცოლი, მსახიობი ემი ირვინგი, რეჟისორმა 1976 წელს გაიცნო, ფილმ „მესამე ხარისხის ახლო კონტაქტის“ ქასტინგზე. დაქორწინებამდე წყვილი თითქმის 10 წელი ხვდებოდა ერთმანეთს, ქორწინება კი, სულ რაღაც, 4 წელს გაგრძელდა. თუმცა ემიმ სპილბერგისგან ვაჟი გააჩინა და გულუხვი კომპენსაციაც მოითხოვა. ყოფილი მის სპილბერგის იმედები გამართლდა - მან $100 მილიონი მიიღო.

დღის ჰოროსკოპი

21 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

დაიჯერებთ, რომ ამ „ხრუშოვკაში“ ერთ-ერთი ბინის პატრონმა სუპერსაცხოვრებელი მოაწყო?

ფოტორეპორტაჟი მათთვის, ვისაც პატარა ბინები გაქვთ. როგორც ჩანს, ყველაფერი შესაძლებელია...
ამბები

Accor ჯგუფი AXIS Towers-ში

Accor Group-ის Luxury და Premium კლასის ბრენდების ვიცე-პრეზიდენტი ოპერაციულ ნაწილში სენიორ აიდენ მაკოლეი თბილისში სპეციალურად AXIS Towers-ის Pullman-ის სასტუმროში მიმდინარე სამუშაოების გასაცნობად იმყოფებოდა.
საკნატუნო ამბები

ძილში ნერწყვი გადმოგდით პირიდან? თქვენ წარმოუდგენლად გაგიმართლათ და აი, რატომ...

აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რა მდგომარეობაში გაქვთ ჯანმრთელობა...
საკნატუნო ამბები

გაინტერესებთ, როგორი იქნება საწოლში? მაშინ დააკვირდით, როგორ ჭამს

დაივიწყეთ კაცის ცხვირის, ფეხისა და თითების გაზომვა! დაუდეთ საჭმელი, დააკვირდით და გამოიტანეთ დასკვნა.
დღის ჰოროსკოპი

20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 სექტემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლამაზ ქალებსაც კი ღალატობენ...

რატომ უნდა გაექცეს მამაკაცს სხვისკენ თვალი, როცა გვერდით ლამის მთელი მსოფლიოსთვის სანატრელი ქალი ჰყავს? ამ კითხვაზე პასუხი, ალბათ, მარტო მამაკაცებს აქვთ, თუმცა - რამდენად დამაჯერებელი, ეს კიდევ საკითხავია... 
დღის ჰოროსკოპი

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

5 პროდუქტი, რომლებიც შეგიძლიათ, ღამე მიირთვათ

გიყვართ, საღამოობით მაცივარში შეხედვა, რაც მსუბუქი საბაბით იწყება: „ჩაი ხომ არ დამელია?“ და ძეხვიანი ბუტერბროდით ან ტორტის ნაჭრით მთავრდება.
ამბები

რას გვთავაზობენ ქართულ ბაზარზე არსებული პრომო სააგენტოები?

რამდენად დიდია მოთხოვნა BTL აქტივობებზე და რას გვთავაზობენ ქართულ ბაზარზე არსებული პრომო სააგენტოები? ამის შესახებ პრომო სააგენტო „მიას“ დამფუძნებელი მარიამ ღუღუნიშვილი გვესაუბრება.
საკნატუნო ამბები

წერტილი, წერტილი, მრავალწერტილი: ყველაზე პატარა ეროგენული ზონები

ალბათ, უკვე ყველაფერი იცით G წერტილის შესახებ. შესაძლოა, იმ იღბლიანების სიაში ხართ, რომლებიც სიამოვნებას ამ წერტილის სტიმულაციით იღებენ, მაგრამ G წერტილი - ინტიმურ ანბანში ერთადერთი ასო არ არის.