მსახიობები, რომელთა კარიერაც პლასტიკურმა ოპერაციებმა დაასრულა

კინო

12 ოქტომბერი 18:00, 2018 წელი

ეს ვარსკვლავები მომხიბვლელები, განსაკუთრებულები და პოპულარულები იყვნენ, პლასტიკურმა ოპერაციებმა კი არა მარტო მათ გარეგნობას, არამედ მათ კარიერასაც დაღი დაასვა...

ჯენიფერ გრეი



ლეგენდად ქცეული ფილმის „ბინძური ცეკვების“ გამოსვლის შემდეგ ჯენიფერ გრეი ნამდვილ ვარსკვლავად იქცა. მას კინემატოგრაფში წარმატებულ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ გოგონამ თავად გადაუსვა ხაზი ყველაფერს... გრეის ეჩვენებოდა, რომ ძალიან დიდი ცხვირი და თხელი ტუჩები ჰქონდა. რამდენიმე ოპერაცია და მსახიობი უკვე თავის თავს აღარ ჰგავდა. რა თქმა უნდა, რეჟისორები და პროდიუსერები, რომლებსაც ის ბეიბის როლში მოსწონდათ, ახალმა „რეზინის“ სახემ აღარ დააინტერესა. და ასე დასრულდა კიდეც ყველაფერი.


ლარა ფლინ ბოილი



სერიალ „ტვინ პიკსის“ ვარსკვლავი ლარა ფლინ ბოილი დახვეწილი გარეგნობით გამოირჩეოდა - სუსტი გოგონა ხვეული თმით ბევრს შეუყვარდა. ვინ იცის, კიდევ რამდენი როლი ელოდა ლარას, თავადვე რომ არ დაემახინჯებინა სახე - მისი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია. „ახალი“ სახით მან ითამაშა ფილმში „ადამიანები შავებში 2“ (აბა, ვის გახსოვთ მისი ეს როლი?), და მას შემდეგ ლარა ფლინ ბოილის სახელი მხოლოდ პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით თუ გაიელვებს ხანდახან პრესაში.


მეგ რაიანი



მეგ რაიანი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მომხიბვლელი გარეგნობით - საყვარელი ქერას სახე იქცა კიდეც მის „სავიზიტო ბარათად“. მსახიობი შესანიშნავ ფილმებშია გადაღებული: „უძინარნი სიეტლში“, „თქვენთვის წერილია“, „ქეითი და ლეო“, „ფრანგული კოცნა“... ეჭვი არაა, 40 წლის ასაკშიც გამოიძებნებოდა მეგისთვის საინტერესო როლები, პლასტიკური ოპერაცია რომ არ გაეკეთებინა. ახლა მსახიობს სახე ნიღაბს მიუგავს, ტუჩები კი აშკარად ხელს უშლის ლაპარაკში - და საერთოდ, რომელ კინოზეა საუბარი?


ემანუელ ბეარი



ემანუელ ბეარი იშვიათი სილამაზის გოგონა იყო: დახვეწილი, სექსუალური, ნამდვილი ფრანგი! ის თავად ფრანსუა ოზონის ფილმებში თამაშობდა და საფრანგეთსგარეთაც გაითქვა სახელი. მაგრამ კიდევ უფრო მეტად გალამაზებისკენ სწრაფვამ ემანუელის კარიერას წერტილი დაუსვა - აბა, სრულ ჭჯუაზე მყოფი რომელი რეჟისორი მიიწვევს როლზე თავის ფილმში ქალს ასეთი ტუჩებითა და ბოტოქსისგან გაშეშებული სახით? რა თქმა უნდა, არავინ.


თორი სპელინგი



სერიალ „ბევერლი ჰილზი 90210“-ის ვარსკვლავი დიდი სილამაზით არასოდეს გამოირჩეოდა, მაგრამ მას ჰქონდა არაჩვეულებრივი გარეგნობა, რაც ხდიდა კიდეც განსაკუთრებულს. თავად თორი ამას, რა თქმა უნდა, არ ეთანხმებოდა და შეუდგა კიდეც ნაკლის „გამოსწორებას“. სამწუხაროდ, მეორე მეგან ფოქსი არ გამოვიდა, სპელინგმა უბრალოდ სახე დაიმახინჯა და დაემშვიდობა კიდეც კინოს.


მელანი გრიფიტი



ანტონიო ბანდერასის ყოფილი მეუღლე მელანი გრიფიტი პლასტიკურმა ოპერაციებმა იმაზე ადრე გაიტაცა, სანამ თავის კარიერაში დაფნის გვირგვინს დაიდგამდა. მელანის სახელი ათასში ერთხელ თუ გაიელვებს ტაბლოიდებში და ისიც მხოლოდ პლასტიკურ ოპერაციებთან დაკავშირებით. მისმა სახემ დიდი ხანია დაკარგა მომხიბვლელობა, რაც ოპერაციების დამსახურებაა.


დერილ ჰანა



დერილ ჰანას გარეგნობა, ალბათ, ბევრისთვის იყო იდეალური - მაღალი, ქერა, ლამაზი სახის ნაკვთებით. მაგრამ თავად დერილი ასე არ მიიჩნევდა. ფილმ „მოკალი ბილის“ შემდეგ მსახიობი თავისი ნაკლის „გამოსწორებას“ შეუდგა და ისე „გამოასწორა“, რომ ახლა მისი ფილმში გადაღება აღარავის უნდა. აბა, რა უნდა განასახიეროს ასეთი ხელოვნური სახით?

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?