ჯენიფერ ანისტონი
მსახიობი, 49 წლის
ბრედ პიტთან განშორების შემდეგ, მსახიობს ძალიან გაუჭირდა ახალი ურთიერთობის დაწყება. თუმცა ერთმა ახალგაზრდამ მაინც მოახერხა მისი პაემანზე დათანხმება, რასაც ვარსკვლავი სასტიკად ნანობს. „თავიდან ძალიან მომეწონა, რომ ის არანაირად არ იყო დაკავშირებული ჰოლივუდთან და საერთოდ, შოუბიზნესთან. მაგრამ სამაგიეროდ „ბრანჯელინას“ ნამდვილი ფანატი აღმოჩნდა! ჰოდა, მთელი საღამო ვისმინე, როგორ მოსწონდა მას ბრედი და ანჯელინა და რა მაგრები იყვნენ ისინი! და კიდევ, უამრავ კითხვას მისვამდა მათ შესახებ“, - იხსენებს ჯენიფერი.
ქლოე კარდაშიანი
ტელეწამყვანი, 34 წლის
აბა, რას იტყვით ონლაინპაემანზე? ბევრს ეს არ მოსწონს, მაგრამ ქლოე კარდაშიანმა გადაწყვიტა, ონლაინურთიერთობა გაება თავის თაყვანისმცემელთან. „მე ის ნიუ-იორკში გავიცანი, დავიწყეთ ურთიერთობა და ერთხელაც, ონლაინპაემანზე შევთანხმდით, ვიდეოზარის დახმარებით. საყვარლად ვსაუბრობდით... და უცებ, რაღაც მომენტში, უკანა პლანზე ნახევრად შიშველი გოგონა შევნიშნე. ამის შემდეგ მან სიგნალი გათიშა და ცოტა ხნის შემდეგ შეტყობინება გამომიგზავნა: „ის ჩემი და იყო“. ეს საშინელება იყო“, - ყვება ქლოე.
არიანა გრანდე
მომღერალი, 25 წლის
ერთხელ პაემანზე არიანას ცხვირიდან სისხლი წასკდა - პირდაპირ შუა კოცნისას! მომღერალი რესტორნიდან გამოვარდა და მანქანისკენ გაიქცა, ბიჭი კი მას გამოეკიდა. არაფერი ისეთი არ მოხდებოდა, რომ არა გარშემომყოფთა რეაქცია, რომლებმაც ამ სურათის დანახვაზე იფიქრეს, რომ მამაკაცმა ქალს დაარტყა და ამიტომაც მას საცემრად მისცვივდნენ.
ზოი კრავეცი
მსახიობი, 29 წლის
გვეეჭვება, ვინმე ისეთ სიტუაციაში აღმოჩენილიყო, როგორშიც ზოი კრავეცი. და მისი ნამდვილად არ შეგშურდებათ. „პირველ პაემანზე ყველაფერი კარგად იყო. ჩვენ ბევრი ვილაქლაქეთ მუსიკაზე, ფილმებზე. ის მიყვებოდა, რომ სახლში კუ ჰყავდა. რამდენიმე დღის შემდეგ კი დამირეკა და მთხოვა, რამდენიმე დღით მისი კუ დამეტოვებინა. ეს ძალიან უცნაურად მომეჩვენა, მაგრამ დავთანხმდი. ჰოდა, მოვიდა და მოიყვანა უზარმაზარი, 20-კილოიანი აფრიკული კუ... ამ კუმ ჩემს სახლში მთელი თვე იცხოვრა! ამის შემდეგ მასთან კიდევ ერთი პაემანი მქონდა და მთელი საღამო მის კუზე ვსაუბრობდით. ეს ბოლო შეხვედრა იყო, მას მერე აღარ მინახავს“, - იხსენებს ზოი.
ჯასტინ ბიბერი
მომღერალი, 24 წლის
ერთხელ მომღერალმა გოგონა იტალიურ რესტორანში დაპატიჟა. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ ჯასტინმა უხერხული მოძრაობით სპაგეტით სავსე თეფში გოგონას პირდაპირ კაბაზე არ გადაამხო. „დღემდე საშინლად მრცხვენია ამის გამო. ამის შემდეგ აღარ შევხვედრივართ“, - ყვება მომღერალი.