საუკეთესო მეგობრები ფილმებში, რომლებსაც კადრსმიღმა ერთმანეთი სძულთ

კინო

23 ნოემბერი 18:00

ძალიან ძლიერი პროფესიონალი და უსაზღვროდ ნიჭიერი უნდა იყო, რომ იმ ადამიანის საუკეთესო მეგობრის როლი ითამაშო, რომელსაც დასანახად ვერ იტან. თუმცა რაც არ უნდა გენიოსები იდგნენ კამერის წინ, ბოლომდე თავის შეკავება მაინც რთულია და...

შაია ლაბაფი და ტომ ჰარდი
„უკანონო“, 2012



შაია ლაბაფმა და ტომ ჰარდიმ ნამდვილი ორთაბრძოლა მოაწყვეს „უკანონოს“ გადასაღებ მოედანზე. და ეს მოსალოდნელიც იყო. ერთმანეთზე უარესი ჩხუბისთავები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, ერთმანეთისთვის შეურაცხყოფა რომ არ მიეყენებინათ და ცხვირწინ მუშტები არ ეტრიალებინათ.
ამ ფილმში ამ ორ ჯიუტ ბიჭს, რომლებიც ერთმანეთს მუდმივად ადგილზე მოსმით ემუქრებოდნენ, უბრალოდ მეგობრები კი არ უნდა ეთამაშათ, არამედ - ძმები. შაია ლაბაფი ინტერვიუში ჰყვებოდა, რომ ერთხელაც საქმე ხელჩართულ ბრძოლამდე მივიდა. იღებდნენ სცენას ლაბაფის მონაწილეობით, ტომი კი კადრსმიღმა იყო. უცებ მან შაიას გამოჯავრება და დაცინვა დაიწყო. გამწარებულმა ლაბაფმა, მისი სიტყვებით, ტომი გემრიელად მიბეგვა. ისე, ძნელი დასაჯერებელია, „ტრანსფორმატორის“ ბიჭს ბეჭებზე დაეგდო თვით შეშლილი მაქსი.


რობერტ დაუნი-უმცროსი და ტერენს ჰოვარდი
„რკინის კაცი“, 2008



რობერტ დაუნი-უმცროსთან და ტერენს ჰოვარდთან ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე „მერკანტილური“ სკანდალია დაკავშირებული. პირველი „რკინის კაცის“ გამოსვლის შემდეგ ჰოვარდი, რომელიც ტონი სტარკის საუკეთესო მეგობარს, პოლკოვნიკ როდსის როლს ასრულებდა, მოულოდნელად სხვა მსახიობით - დონა ჩიდლით ჩაანაცვალეს. მედია ჭორაობდა, რომ ტერენს ჰოვარდი უზარმაზარ ჰონორარს ითხოვდა. ამაზე რობერტ დაუნი-უმცროსი მრავალმნიშვნელოვნად იღიმოდა, პროდიუსერები კი სიტუაციის კომენტირებაზე თავს იკავებდნენ. საბოლოოდ, ისევ ჰოვარდმა ისაუბრა ინტერვიუში ამ ცვლილების ნამდვილ მიზეზზე.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ ჰოვარდი თავის მეგობარს (იმ მომენტისთვის) რობერტ დაუნი-უმცროსს რკინის კაცის როლის მიღებაში დაეხმარა. 2006 წლისთვის დაუნი არც ისე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო ჰოლივუდში, თუმცა ამბიციებს არ უჩიოდა. ამიტომაც, როცა შემთხვევით გაიგო, რომ ჰოვარდს, რომელიც ფილმში მეორეხარისხოვან როლს ასრულებდა, მასზე დიდი ჰონორარი ჰქონდა (და ის მუდმივად მზარდი იყო), დაუნი დაიბოღმა, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გაუმჟღავნებია წყენის მიზეზი. მან ბრწყინვალედ ითამაშა რკინის კაცი და თანაც იმდენად, რომ ნათელი იყო - მის გარეშე მომდევნო ფილმს ვეღარ გადაიღებდნენ.
და აი, მაშინ რობერტ დაუნი-უმცროსმა ულტიმატუმი წაუყენა პროდიუსერებს: ან გადამიხდით იმაზე მეტს, ვიდრე ჰოვარდს უხდით (4.5 მილიონი დოლარი), ან სულ კარგად ბრძანდებოდეთო. საბოლოოდ Marvel-ის ბოსებმა გადაწყვიტეს, ჰოვარდთან კონტრაქტი გაეწყვიტათ და ამის ხარჯზე გაეფორმებინათ დაუნისთან ახალი კონტრაქტი. ჰოვარდი შეეცადა მიზეზი რობერტთან გაერკვია, ის კი ავტომოპასუხეს რთავდა და „მეგობრის“ ზარებს აიგნორებდა. როგორც იტყვიან, არაფერი პირადი, მხოლოდ ბიზნესი.


კენი ბეიკერი და ენტონი დენიელსი
„ვარსკვლავური ომები“, 1977-1983, 1999-2005



რობოტების ცნობილი განუყრელი წყვილი იმდენად დამაჯერებლად გამოიყურებოდა, რომ მაყურებელს აზრადაც არ მოსდიოდა, რომ შეიძლებოდა მსახიობთა შორის სულაც არ ყოფილიყო მეგობრული ურთიერთობა. R2D2 და C3PO, რომელთა „ნიღბების“ ქვეშ კენი ბეიკერი და ენტონი დენიელსი იმალებოდნენ, ასე თუ ისე ახერხებდნენ გადასაღებ მოედანზე „მეგობრობას“. აი, კადრსმიღმა კი... ბეიკერის აზრით, მისი მეწყვილე ძალიან ქედმაღლურად იქცეოდა, C3PO-ს „პილოტს“ კი დიდად არ აინტერესებდა, რა შიგთავსი ჰქონდა „ჭანჭიკებიან ვედროს“. აი, რას ნიშნავს „კადრში“ და „კადრსმიღმა“.


რობერტ შოუ და რიჩარდ დრეიფუსი
„ყბები“, 1975



სტივენ სპილბერგის ლეგენდარულ ფილმში „ყბები“ დაძაბული ატმოსფერო არა მხოლოდ სიუჟეტურად იყო ჩაფიქრებული, არამედ რეჟისორის ოსტატობითაც უნაკლოდ განხორციელებული. თუმცა არანაკლები დაძაბულობა იყო წამყვან მსახიობებს - რობერტ შოუსა და რიჩარდ დრეიფუსს შორის, რომლებიც მეთევზე კვინტსა და ოკეანოლოგ მეტა ჰუპერს განასახიერებდნენ. და მართალია, ეს გმირები თავიდან მეგობრები არ ყოფილან, მაგრამ სიტუაციამ, უფრო სწორად კი 7-მეტრიანმა მონსტრმა, ისინი აიძულა, გაერთიანებულიყვნენ.
თუმცა ამ გმირებს შორის გაუცხოება მაინც იგრძნობოდა, რასაც მსახიობებს შორის არსებული სიძულვილი განაპირობებდა. და ეს სიძულვილი იმდენად ძლიერი იყო, რომ შესვენებებზე ლამის ხელჩართული ბრძოლები იმართებოდა. როგორც წესი, ინსპირატორი შოუ იყო, ის თვით სპილბერგზეც კი გადადიოდა თავისი შეურაცხყოფებით. დიდი რეჟისორი კი ირონიული ღიმილით ეკითხებოდა, ხომ ჯანმრთელად იყო.


ჰარისონ ფორდი და ჯოშ ჰარტნეტი
„პოლივუდელი პოლიციელები“, 2003



თაობათა ბრძოლას ვერც ჰოლივუდმა აუარა გვერდი. სხვადასხვა თაობის მსახიობებს შორის წარმოქმნილი გაუგებრობა ზოგჯერ სერიოზულ კონფლიქტშიც კი გადადის. მართალია, ჰარისონ ფორდი და ჯოშ ჰარტნეტი ერთმანეთს ხელით არ შეხებიან, მაგრამ კომედია „ჰოლივუდელი პოლიციელების“ გადაღებები დაძაბულ გარემოში მიდიოდა მათ შორის ჩამოწოლილი ყინულის გამო.
ვერც რეჟისორის რჩევებმა გაჭრა: „იქნებ ერთად გაესეირნათ, ლუდი დაელიათ და ესაუბრათ“. ამ კომპანიაში მხოლოდ შელტონი ლაპარაკობდა და ხუმრობდა, ფორდი და ჰარტნეტი კი ძირითადად ერთმანეთს უბღვერდნენ. ისინი გადაღებებს შორის შესვენების დროსაც დუმდნენ, ერთად არასოდეს რეპეტიციობდნენ და მოწყენილობაც კი ვერ აიძულებდა მათ, ეს დუმილი დაერღვიათ.
და ის, რასაც ერთმანეთს პირში არ ეუბნებოდნენ, ზურგსუკან უხვად იფრქვეოდა. ჰარისონ ფორდი ზემოდან უყურებდა ახალგაზრდა კოლეგას და „პანკს“ ეძახდა, ჯოშ ჰარტნეტი კი, თავის მხრივ, იოტისოდენა პატივისცემას არ იჩენდა „ბებერი მარაზმატიკის“ მიმართ.


ჯიმ ქერი და ტომი ლი ჯონსი
„ბეტმენი სამუდამოდ“, 1995



ფილმში „ბეტმენი სამუდამოდ“ ჯიმ ქერი და ტომი ლი ჯონსი ბეტმენის მტრებს განასახიერებენ, რომლებიც იმისთვის ერთიანდებიან, რომ ბეტმენს ავნონ. ოღონდ ეგაა, გადაღებების დასრულებისთანავე მსახიობები ერთმანეთის დაუძინებელ მტრებად იქცეოდნენ. უფრო სწორად, უფრო ტომი ლი ჯონსი იტანჯებოდა ქერის „ვერატანით“, ამ უკანასკნელის მცდელობები კი, როგორმე კონტაქტი „დაემყარებინა“, უშედეგოდ სრულდებოდა.
ჯიმ ქერი ძალიან დიდხანს ვერ ხვდებოდა, რატომ უყურებდა მას ასეთი ამრეზით ის მსახიობი, რომელსაც აღმერთებდა. ერთხელ, ქერი წასახემსებლად კაფეში შევიდა. იქვე მდგომ ტომთან მივიდა, ხელი გაუწოდა, გაუღიმა და მიესალმა. პასუხად კი ტომმა მხოლოდ თავი დაუქნია, თუმცა სახეზე ეწერა, რომ არანაირი სურვილი არ ჰქონდა მასთან ურთიერთობის. მაშინ ჯიმ ქერიმ პირდაპირ ჰკითხა, რა დაუშავა ასეთი და რით დაიმსახურა მისგან ასეთი მოპყრობა, რაზეც ტომმა უცერემონიოდ უპასუხა: „ატანა არ მაქვს შენი გრიმასებისა და მანჭვა-გრეხის“.


ჩენინგ ტატუმი და ალექს ნეტიფერი
„სუპერმაიკი“, 2012



შეიძლება „სუპერმაიკის“ მთავარი გმირები არც ეკრანზე იყვნენ დიდი მეგობრები, მაგრამ ერთ ჯგუფში ნამდვილად ირიცხებოდნენ და ტატუმის გმირი მენტორიც კი იყო. აი, კადრსმიღმა კი ჩენინგ ტატუმსა და ალექს ნეტიფერს შორის ურთიერთობა ძალიან შორს იყო მეგობრულისგან. თანაც ეს ანტიპათია ამ ფილმის გადაღებებამდეც არსებობდა. ამიტომაც ტატუმი ბოლო მომენტამდე ცდილობდა, სოდენბერგისთვის ნეტიფერის როლზე აყვანა გადაეფიქრებინა.
ყველაფერი კი 2008 წელს დაიწყო. დამწყები მსახიობები ერთად ქირაობდნენ ბინას და გადასახადსაც რიგრიგობით იხდიდნენ. ერთხელაც, გადაღებებიდან დაბრუნებულმა ტატუმმა აღმოაჩინა, რომ იმ ერთი თვის განმავლობაში, სანამ ის გადაღებებზე იყო, ალექსი სხვა ბინაში გადავიდა, დაუტოვა რა დანაგვიანებული სახლი და ორი თვის გადაუხდელი ქირა. ჩენინგი იძულებული გახდა, სესხი აეღო, რათა ანგარიში გაესწორებინა და ჯარიმაც გადაეხადა საცხოვრებელ ფართის ბინძურად შენახვის გამო.
როცა ტატუმმა ნეტიფერს ვალის დაბრუნება მოსთხოვა, ამ უკანასკნელმა განუცხადა, რომ მგლოვიარე იყო ბიძაშვილის გარდაცვალების გამო და ამ გარჩევების თავი არ ჰქონდა. მათ შორის საუბარი ძალიან მკაცრი იყო და კომპრომისზე არცერთი არ წავიდა. „სუპერმაიკის“ გადაღებებზე ისინი მხოლოდ საქმის გარშემო საუბრობდნენ და ერთმანეთს არც კი ესალმებოდნენ. გასაკვირი არაა, რომ „სუპერმაიკი XXL“ უკვე ნეტიფერის გარეშე გამოვიდა - სოდენბერგმა თავიდანვე გააფრთხილა ახალი რეჟისორი, რომ ეს წყვილი გადაღებებზე პრობლემებს შეუქმნიდა.


ნაია რივერა და ლეა მიშელი
სერიალი „გუნდი“, 2009-2015



ისე, ყველაზე მეტად მაინც იმ მსახიობებს უჭირთ, რომლებიც იძულებულნი არიან არა მხოლოდ ითამაშონ იმ ადამიანთან, რომელსაც დასანახად ვერ იტანენ, არამედ ის წლების მანძილზე აიტანონ. ეს ყველაფერი წარმოუდგენლად დიდ მოთმინებას, ნერვებსა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ნაია რივერა და ლეა მიშელი კადრში როგორღაც ახერხებდნენ, ზიზღით არ შეეხედათ ერთმანეთისთვის, აი, კადრსმიღმა კი ისინი, უბრალოდ, ერთმანეთს აიგნორებდნენ ან სიბინძურეში სვრიდნენ.
ნაია რივერა და ლეა მიშელი ყველანაირი ხერხით იბრძოდნენ, იმისთვის, რომ ერთ-ერთ მათგანს ფილმის ფინალამდე ვერ მიეღწია. საბოლოოდ, ლეა მიშელმა გაიმარჯვა -  აბა, სხვა რით უნდა აიხსნას ნია რივერას გაუჩინარება მე-5 სეზონის ბოლო სერიებში და საერთოდ, მე-6 სეზონში.


ბილ მიურეი და ლუსი ლიუ
„ჩარლის ანგელოზები“, 2000



მართალია, ფილმში „ჩარლის ანგელოზები“ ლუსი ლიუმ და ბილ მიურეიმ მოკავშირეების როლები ითამაშეს, მაგრამ ლუსი ბედნიერი იქნებოდა, თუ მიურეი მთავარი ბოროტის როლში იქნებოდა. ამ შემთხვევაში ლუსის საშუალება მიეცემოდა, ეკრანზე გადმოეფრქვია მთელი ბოღმა. ბობ მიურეისა და ლუსი ლიუს შორის ანტიპათია ჯერ კიდევ სცენარის კითხვის დროს გაჩნდა: მიურეი სარკასტულად მიუდგა ამ პროექტს, ამბობდა, რომ აზრი არ ჰქონდა ჯონ ბოსლის როლის რეპეტიციას, იმდენად პრიმიტიული იყო ის და იმ შემთხვევაშიც თავისუფლად ითამაშებდა, თუ სიტყვებს ყურსასმენებში უკარნახებდნენ.
ამაზე ლიუმ დელიკატურად სთხოვა, ხელს ნუ შეუშლიდა მათ, ვისაც ეს პროექტი მოსწონდა. ფითილი აინთო და მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის აგიზგიზდებოდა ცეცხლი. შემოქმედებითი პროცესი არცთუ ისე ცუდად მიდიოდა, მიურეიც თითქოს შეეგუა ამ ფილმში გადაღებას, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, „პოეტის სულმა ვეღარ მოითმინა“. შუა გადაღებებისას, კადრსმიღმა ახარხარებულმა მიურეიმ ლიუს სიტყვა შეაწყვეტინა და განაცხადა, რომ, თუ დრიუ ბერიმორსა და კემერონ დიასს ცოტა ნიჭი მაინც აქვთ, ლუსი ლიუს ადგილი საერთოდაც არ არის გადასაღებ მოედანზე. აი, მაშინ კი გაცოფებული ლიუ ადგილს მოსწყდა და რაც ხელში მოხვდა, ყველაფერი ბილს ესროლა.


სარა ჯესიკა პარკერი და კიმ კეტროლი
„სექსი დიდ ქალაქში“ (ფილმები და სერიალი)



ჩანდა, რომ ლეგენდარულ სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“ წარმოდგენილი იყო ოთხი დაქალის ყველაზე გულწრფელი მეგობრობა. ეს სასოწარკვეთილი ავანტიურისტები ეკრანზე განუყრელი მეგობრები იყვნენ.  ოღონდ კულისებში ნამდვილი „ქალური გარჩევები“ მიდიოდა. სარა ჯესიკა პარკერსა და კიმ კეტროლს შორის კონფლიქტზე ჯერ კიდევ მე-2 სეზონის დროს დადიოდა ლეგენდები. ერთ დღეს გადაღებები იმის გამო ჩაიშალა, რომ „დაქალებმა“ ერთმანეთს ჰონორარის გამო დასცხეს.
პარკერმა, რომელიც მიიჩნევდა, რომ თავად იყო სერიალის „ჭიპი“, მეტი ანაზღაურება მოითხოვა. კეტროლის აზრით კი, სერიალის ოთხივე გმირისთვის ერთნაირად უნდა გადაეხადათ. ეს მტრობა 5 წლის შემდეგაც არ ჩაცხრა, როცა სერიალი უკვე დაიხურა და 2 სრულმეტრაჟიანი ფილმიც გამოვიდა. კერძოდ, დიდი სკანდალი, ხმამაღალი შეურაცხყოფებით, მესამე ფილმის გამო ატყდა. კიმ კეტროლმა განაცხადა, რომ აღარ უნდოდა, სამანტას როლს დაბრუნებოდა, სარასთვის კი ნათელზე ნათელი იყო, რომ კიმის გარეშე ფილმი დღის სინათლეს ვერ იხილავდა. ასე რომ, რაც არ უნდა ეცადონ მსახიობები, უარყონ ხმები თავიანთი „თბილი“ ურთიერთობის შესახებ, ეს ყველაფერი „ერთი დიდი სიცრუეა კარგი იმიჯისთვის“.

საკნატუნო ამბები

10 შეცდომა, რომლებმაც ისტორია შეცვალა

ადამიანის მიერ უნებურად დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება კაცობრიობის ისტორია შეცვალოს...
საკნატუნო ამბები

ცოლებმა ქმრებს „შოპინგის“ დროს ფოტოები გადაუღეს. ეს კლასიკაა!

ეს დღე ოდესმე ყველა კაცის ცხოვრებაში დგება! დღე, როდესაც საყვარელი ქალი მას სავაჭრო ცენტრში გაყოლას სთხოვს...
საკნატუნო ამბები

ალკოჰოლი და სექსი - ამ უცნაური „დუეტის“ მთავარი მინუსები და პლუსები

სპირტიან სასმელს შეუძლია, ერთდროულად სექსუალურად აქტიურიც გაგხადოთ და ზიანიც მოგაყენოთ. აი, მაგალითად...
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 რომანტიკული ფილმი შაბათ-კვირისთვის

თუ გადაღლილი ხართ მთელი კვირის რუტინით, უქმეებზე თბილ პლედში გაეხვიეთ, გვერდით ცხელი ჩაი მოიდგით და ამ ფილმებიდან ერთ-ერთი აირჩიეთ. გარწმუნებთ, სასიამოვნო ემოციებით აივსებით...
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

26 იშვიათი ფოტო, რომლებიც ნაცნობ საგნებს უცნობი რაკურსით დაგანახვებთ

სამყარო - უმშვენიერესი და შეუცნობელი, სავსე სიურპრიზებით. ზოგჯერ ისეთი ნივთებიც კი გაგაოცებთ, რომელთა არსებობას ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერც კი ამჩნევთ...
საკნატუნო ამბები

საახალწლო საჩუქრის შერჩევაში ასტროლოგები გვეხმარებიან!

ასტროლოგები გვარწმუნებენ, რომ, თუკი საახალწლოდ საჩუქრის შერჩევისას ზოდიაქოს ნიშანს გავითვალისწინებთ, საქმე გაცილებით გაგვიმარტივდება. ერთად ვნახოთ... 
საკნატუნო ამბები

მგრძნობიარე, სენტიმენტალური და კინემატოგრაფიული სიშიშვლე (20 ფოტო)

ამ შავ-თეთრი ეროტიკული ფოტოების ავტორი ჩეხი ფოტოგრაფი ირჟი რუჟეკია, რომელიც საკუთარ თავს გაშიშვლებული ან ნახევრად შიშველი პორტრეტების ავტორს უწოდებს.
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ამ მარცხის დასაფარად ვარსკვლავები, ალბათ, რას არ გაიღებდნენ!

ცხოვრებაში არავინ არაფრისგან ვართ დაზღვეული, მაგრამ თუ უბრალო მოკვდავთა მარცხი ყველას მალევე გვავიწყდება, ვარსკვლავთა ფიასკოებზე მთელი მსოფლიო დიდხანს ჭორაობს...
დღის ჰოროსკოპი

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

  რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?