7 მსახიობი, რომლებმაც თავიანთი საკულტო როლები შემთხვევით მიიღეს

კინო

19 დეკემბერი 18:00, 2018 წელი

ძნელია, წარმოიდგინო „ტიტანიკი“ ქეით უინსლეტის გარეშე, მაგრამ შეიძლებოდა ასეც მომხდარიყო...

რიზ იუზერსპუნი, „ქერათმიანი ადვოკატი“ - კრისტინა ეპლგეიტი



თავიდან ელ ვუდსის როლი კრისტინა ეპლგეიტს უნდა ეთამაშა. გადაღებები ტელესერიალ „დაქორწინებულები ბავშვებთან ერთად“ დასრულებისთანავე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ მსახიობმა ფილმზე უარი თქვა. Entertainment Tonight-თან ინტერვიუში კრისტინამ აღიარა, რომ შეეშინდა, გულუბრყვილო და სულელი ქერას იმიჯი არ შეჰქმნოდა.


ემა სტოუნი, „ლა-ლა ლენდი“ - ემა უოტსონი



მიას როლი ემა სტოუნის ნაცვლად მის სეხნიას უნდა განესახიერებინა, მაგრამ „ლამაზმანისა და ურჩხულის“ გადაღებებზე ძალიან დაკავებულობის გამო, ემა უოტსონმა უარი თქვა ამ როლზე. საბოლოოდ, სტოუნის ნამუშევარი „ოსკარით“ დაჯილდოვდა.


კეით უინსლეტი, „ტიტანიკი“ - გვინეტ პელტროუ



წარმოგიდგენიათ, კეიტ უინსლეტის ნაცვლად, ლეონარდო დიკაპრიოს პარტნიორი „ტიტანიკში“ გვინეტ პელტროუ უნდა ყოფილიყო! ამ როლზე სინჯებს ნიკოლ კიდმანი, მადონა, კამერონ დიასი და შერონ სტოუნიც გადიოდნენ, მაგრამ ბოლოს მთავარ კანდიდატებად კეიტი და გვინეტი დარჩნენ.


ჯეიმი დორნანი, „ნაცრისფერის 50 ელფერი“ - ჩარლი ჰანემი



შეიძლება ფილმის მიმართ არაერთგვაროვანი შეხედულებები არსებობს, მაგრამ სისულელეა, უარყო ის ფაქტი, რომ ამ ფილმის წყალობით გახდნენ ცნობილები და წარმატებულები მთავარი როლების შემსრულებლები. თავდაპირველად კრისტიანის როლზე ჩარლი ჰანემის კანდიდატურა განიხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ მან სხვა პროექტი აირჩია - „მონარქიის შვილებისა“ და „ალისფერი პიკის“ გაგრძელებები.


დენიელ კრეიგი, „კაზინო „როიალი“ - ჰიუ ჯეკმანი



ჰიუ ჯეკმანმა Variety-თან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ახალი ჯეიმს ბონდის ძიებისას ეს როლი მას შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა. იმ პერიოდში ის ის-ის იყო მუშაობას იწყებდა „ადამიანი შავებში 2“-ზე, ხოლო „კაზინო „როიალის“ სცენარი ძალიან სულელურად მოეჩვენა, თანაც ერთდროულად ორ ფრენშიზმში გადაღება, ალბათ, არც გამოუვიდოდა.


სემ უორტინგტონი, „ავატარი“ - მეთ დეიმონი



მეთ დეიმონი ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი იყო „ავატარის“ მთავარ როლზე, მაგრამ ფილმის რეჟისორმა ჯეიმს კემერონმა არჩევანი ახალგაზრდა, დამწყებ მსახიობზე, სემ უორტინგტონზე შეაჩერა. თუმცა დეიმონს ამით ბევრი ბევრი არაფერი დაუკარგავს, რადგან ის ამ პერიოდში „ბორნის ულტიმატუმზე“ მუშაობას ასრულებდა და „მწვანე ზონის“ გადაღებებს იწყებდა.


კიანუ რივზი, „მატრიცა“ - უილ სმიტი



ნეოს როლი უილ სმიტს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მსახიობმა ფილმის კონცეფცია ვერ გაიგო და როლზე უარი თქვა - დარწმუნებული არ იყო ფილმის წარმატებაში. საბოლოოდ, ეს ფილმი მსოფლიო კინემატოგრაფის ისტორიაში შევიდა, კიანუ რივზის ადგილას კი ძნელია, სხვა მსახიობი წარმოიდგინო. „მე ვნახე „მატრიცაში“ კიანუ რივზის თამაში - და იშვიათად ვამბობ ასეთ რამეს, მაგრამ მე შეიძლება ყველაფერი გამეფუჭებინა“. - აღიარა უილ სმიტმა.

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?