9 სულისშემძვრელი დრამა მათთვის, ვისაც მძიმე ემოციების არ ეშინია

კინო

18 იანვარი 18:00, 2019 წელი

ამ ფილმებს ბოლო წუთებამდე თვალს ვერ მოსწყვეტთ და ვერც გულგრილი დარჩებით...

1. „შენ აქ არასოდეს ყოფილხარ“, 2018



ჯო ყოფილი სამხედროა. ერთხელაც, ის მიიღებს შეკვეთას, სექსმოვაჭრეებისგან გამოიხსნას პოლიტიკოსის ქალიშვილი. ჯო გამოავლენს მასშტაბურ შეთქმულებას. ეს არის 2018 წლის ერთ-ერთი საუკეთესო თრილერი.


2. „ცეცხლის ალში“, 2017



რეალური ამბავი მეხანძრეების გმირობის შესახებ, რომლებმაც 2013 წელს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარითა და თავდადებით არიზონაში ტყის ხანძარი შეაჩერეს.


3. „ქვესკნელი“, 2017



მუნჯი გოგონას ლიზის მშვიდი ცხოვრება მაშინ მთავრდება, როცა სოფელში ახალი სასულიერო პირი ჩამოდის. მასში გოგონა ამოიცნობს საშინელ და დაუნდობელ ადამიანს თავისი წარსულიდან, რომელსაც პრაქტიკულად მთელი ცხოვრება გაურბოდა.


4. „საოცრება“, 2017



ავგუსტ პულმანი ისეთივე ჩვეულებრივი ბიჭია, როგორც მისი თანატოლები: უყვარს „ვარსკვლავური ომები“, თავისი ძაღლი და ვიდეოთამაშები. მაგრამ ის, ამავდროულად, ძალიან განსაკუთრებულიცაა - ავგუსტმა ლამის სამი ათეული ოპერაცია გადაიტანა, რომელთა დამსახურებითაც ისწავლა სუნთქვა, საუბარი და ღიმილი. უიშვიათესი გენეტიკური დაავადების გამო, ექიმებმა ბიჭს სახე თავიდან „შეუკერეს“. და ახლა ავგუსტი, რომელსაც აქამდე სახლში დედა ასწავლიდა, ჩვეულებრივ სკოლაში უნდა წავიდეს და თანატოლებთან ერთად ისწავლოს.


5. „შემწვარი მწვანე პომიდვრები“, 1991



ეველინ კოუჩი საავადმყოფოში ქმრის დეიდის მოსანახულებლად დადის, სადაც საყვარელ მოხუცს - ნინის გაიცნობს და ძალიან მოიხიბლება მისი მონათხრობებით ორი მეგობრის - იჯისა და რუფის ცხოვრების შესახებ, რომელთა საერთო კაფეშიც კლიენტებს საფირმო კერძს - შემწვარ მწვანე პომიდვრებს სთავაზობდნენ. ეს არის ფენი ფლეგის რომანის შესანიშნავი ეკრანიზაცია, ოჯახური ძალადობის, ქალის ხვედრისა და ბედისწერის შესახებ.


6. „მაგდალინელი დები“, 2002



მძიმე ისტორია გოგონებზე, რომლებიც ირლანდიაში წმინდა მაგდალინას ბავშვთა თავშესაფარში მოხვდებიან. ისინი „ცოდვილები“ არიან და ახლა თავიანთი „ცოდვები“ უნდა „მოინანიონ“. სინამდვილეში კი ეს თავშესაფარი ნამდვილი ციხეა. სცენარი დაწერილია რეალური მოვლენების საფუძველზე, რომლებიც ნამდვილად ხდებოდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში.


7. „ბანდის მეთაური“, 2017



ფილმის მთავარი გმირი სულელური შემთხვევითობის წყალობით ციხეში მოხვდება და იძულებულია, ადგილობრივ ბანდას მიეკედლოს, რათა მკაცრ პირობებში გადარჩეს. ციხიდან გამოსულს უნდა, ძველ ცხოვრებას დაუბრუნდეს, მაგრამ კრიმინალურ სამყაროს არ სურს მისი გაშვება და აძლევს დავალებას, მოკლას კონკურენტი დაჯგუფების ბოსი.


8. „ომის ყვავილები“, 2011



მეკუბოვე ჯონი ამერიკიდან ნანკინში ჩადის, რათა მიწას მიაბაროს კათოლიკური ეკლესიის პადრე. მიდის იაპონია-ჩინეთის ომი და ჩასვლისთანვე ჯონი ერთადერთი მამაკაცი აღმოჩნდება ბავშვებსა და პროსტიტუტებს შორის. ერთადერთი, რის გაკეთებაც მას შეუძლია - თავი სასულიერო პირად გამოაცხადოს და ომის საშინელებას გადაარჩინოს ისინი, ვისაც მისი იმედი აქვთ.


9. „სიჩუმე“, 2016



ეს არის ისტორია ორი ბერისა იეზუიტთა ორდენიდან, რომლებიც მე-17 საუკუნეში იაპონიაში ქრისტიანობის გასავრცელებლად ჩადიან, სადაც კათოლიკობა და უცხოელებთან კონტაქტი აკრძალულია, და ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?