10 ფილმი მათთვის, ვინც ამ საღამოს სახლში რჩება

კინო

25 იანვარი 18:00

ეს ფილმები პირველივე კადრებიდან ჩაგითრევთ და ჩახლართული ამბებით ისე აგიბნევთ თავგზას, რომ ბოლო წუთებამდე ვერ მიხვდებით, რა ხდება ეკრანზე.

1. „პირადი მყიდველი“, 2016, საფრანგეთი
როლებში: კრისტენ სტიუარტი, ლარს აიდინგერი, სიგრიდ ბოუაზისი, ანდერს დანიელსენ ლიე



მორინი, ახალგაზრდა ამერიკელი, ჩადის პარიზში და „პირადი მყიდველის“ პოზიციაზე იწყებს მუშაობას: ის ჩაცმულობას ურჩევს მდიდარ გლამურულ ქალბატონებს. მაგრამ მოდა და სიმდიდრე მორინს ნაკლებად აღელვებს, ის შეპყრობილია გარდაცვლილებთან კონტაქტის დამყარებით. ცოტა ხნით ადრე მან ტყუპისცალი ძმა დაკარგა, რომელიც შეჰპირდა, რომ იმ ქვეყნიდან ნიშანს მისცემდა. გოგონას ცხოვრება დრამატულად ვითარდება, როცა იდუმალი უცნობისგან წერილს მიიღებს. ეს არის მრავალმხრივი და ღრმა ფილმი, რომელიც ერთდროულად რამდენიმე ჟანრს აერთიანებს.


2. „უხილავი სტუმარი“, 2016, ესპანეთი
როლებში: მარიო კასასი, ანა ვაგენერი, ხოსე კოროდანო, ბარბარა ლენი



ბიზნესმენი ედრიანი სასტუმროს ნომერში გარდაცვლილი საყვარლის გვერდით იღვიძებს. ის ყველას უმტკიცებს, რომ უდანაშაულოა და გადაწყვეტს, ვირჯინია გურმანის - ჩახლართული სიტუაციებიდან გამოსვლის სპეციალისტის მომსახურებით ისარგებლოს. სულ რაღაც, ერთ ღამეში ედრიენმა და ვირჯინიამ უნდა შეძლონ და გონივრული დასაბუთება იპოვონ მკვლელობაში ბრალდების უარსაყოფად. არაორდინარული ფილმი ჩახლართული სიუჟეტით დაგაფიქრებთ, რაზე შეიძლება წავიდეს ადამიანი საკუთარი თავის გადასარჩენად.


3. „სახლში“, 2012, საფრანგეთი
როლებში: ფაბრის ლულინი, ქრისტინ სკოტ-თომასი, ერნსტ უმოერი, ემანუელ სენიე



კლოდი - შეუმჩნეველი, მაგრამ ძალიან დაკვირვებული ბიჭი, რომელიც მუდმივად ბოლო მერხზე ზის. მას ძალიან უყვარს თვალთვალი და შედის რა ნდობაში შვიდ თანაკლასელთან, ის არა მარტო უთვალთვალებს  მათ, არამედ ჩუმად ჩანაწერებსაც აკეთებს. კლოდი თავის დამცინავ ჩანაწერებს მასწავლებელს აჩვენებს, ის კი ბიჭს კიდევ უფრო წაახალისებს ამ უგუნურ საქმიანობაში, თან არც კი ეჭვობს, რომ მალე სიტუაცია კონტროლიდან გამოვა. ძალიან მაგარი ფსიქოლოგიური თრილერი სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებით.


4. „ეიპრილი და საოცარი სამყარო“, 2015, საფრანგეთი
როლებში: მარიონ კოტიარი, ფილიპ კატერინი, ჟანომ როშფორომი, ოლივე გურმე



1941 წელი. საფრანგეთს ნაპოლეონ VI მართავს. ადამიანები მხოლოდ ორთქლის ენერგიით სარგებლობენ, რადგან ჯერ ელექტროენერგიის შესახებ არაფერი იციან. და ეს იმიტომ, რომ უკვე მრავალი წელია მთელ მსოფლიოში გამოჩენილი მეცნიერები სადღაც ქრებიან. როცა ეიპრილი პატარა იყო, მისი მშობლები ცდილობდნენ, უკვდავების ელექსირი შეექმნათ, მაგრამ სამუშაოს დასრულება ვერ მოასწრეს - ისინიც სადღაც გაუჩინარდნენ. გოგონა გაიზარდა და ახლა ის ცდილობს, თავად შექმნას უკვდავების ელექსირი.


5. „გაუტეხავი“, 2000, აშშ
როლებში: ბრიუს უილისი, სემუელ ლ. ჯექსონი, რობინ რაიტი, სპენსერ ტრიტ კლარკი



დევიდ დანი ერთადერთი აღმოჩნდება, ვინც საშინელი სარკინიგზო კატასტროფის შემდეგ გადარჩება. და თანაც ის არა მარტო ცოცხალია, არამედ ერთი ნაკაწრიც არ აქვს. მხოლოდ ერთმა ადამიანმა იცის მომხდარის მიზეზი - ეს არის ელაიზა სპარსი, მეტსახელად მისტერ მინა, რომლის ძვლებიც უმნიშვნელო მოძრაობაზეც კი შეიძლება დაიმსხვრეს. უცნაური ფილმი იმის შესახებ, რომ სუპერგმირები უბრალო ადამიანები არიან, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ საკუთარ შესაძლებლობებზე.


6. „ფოკუსი“, 2015, აშშ
როლებში: უილ სმიტი, მარგო რობი, ადრიან მარტინესი, ჯერალდ მაკრეინი



ისტორია შეყვარებული თაღლითისა, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს მსოფლიოს კრიმინალურ მაქინაციებში. შეყვარებულები დიდ საქმეებს დაატრიალებენ, მაგრამ მერე მიხვდებიან, რომ ურთიერთობა შეიძლება სერიოზული დაბრკოლება აღმოჩნდეს თვითგადარჩენის პროცესში და ისინი დაშორდებიან. ორიოდე წლის შემდეგ ბედისწერა ისევ შეახვედრებს ყოფილ საყვარლებს. ახლა ისინი ან სამუდამოდ დაშორდებიან ან  ძლიერ გუნდად იქცევიან. ეს არის ფილმი არაპროგნოზირებადი სიუჟეტით, დრაივითა და შესანიშნავი იუმორით.


7. „თვითმარქვია“, 2012, დიდი ბრიტანეთი
როლებში: ნიკოლას ბარკლი, გარი გიბსონი, ბრაიან გიბსონი



უბრალო მექსიკური ოჯახი დაკარგულ ბიჭს სამი წლის შემდეგ ესპანეთში იპოვის. ოჯახი ძალიან ბედნიერია და ნაკლებად აღელვებს, რომ ბიჭს სხვა ფერის თმა და თვალები აქვს, აქცენტით ლაპარაკობს და ვერავის ცნობს. სინამდვილეში ის ვირტუოზი თვითმარქვია და სიცრუის ოსტატია, რომელმაც 39-ჯერ შეიცვალა ვინაობა. თაღლითის მხილებას „ეფბიაის“ აგენტი და კერძო დეტექტივი ცდილობენ, მაგრამ ისინი საშინელ საიდუმლოს წააწყდებიან. ფილმი დაძაბულობას ბოლო წუთებამდე ინარჩუნებს.


8. „ელიზა გრეივსი“, 2014, აშშ
როლებში: კეიტ ბეკინსეილი, ჯიმ სტერჯესი, დევიდ ტიულისი, ბრენდან გლისონი, ბენ ქინგსლი



ახალგაზრდა ექიმი ფსიქიატრიულ კლინიკაში იწყებს მუშაობას. იქ მის ყურადღებას იქცევს მშვენიერი მის გრეივსი, რომელიც კლინიკაში ქმრის მკვლელობის მცდელობისთვის მოხვდა. კლინიკის დირექტორი მკურნალობის საკმაოდ უცნაური მეთოდების მიმდევარია და ზოგიერთ პაციენტთან მეგობრობს კიდეც. მალე ედვარდი ხვდება, რომ ეს მეთოდები არც ისე უცნაურია იმასთან შედარებით, რაც საავადმყოფოს კედლებში ხდება.


9. „უცნობი“, 2011, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, აშშ
როლებში: ჯეიმს კევიზელი, გრეგ კინერი, ბრიჯეტ მოინეანი, ჯო პანტოლიანო



ხუთი მამაკაცი ჩაკეტილ სარდაფში მოდის გონს: ერთი სასიკვდილოდაა დაჭრილი და ხელბორკილებით მილზეა მიბმული, მეორეს ცხვირი აქვს გატეხილი, მესამე შეკოჭილია, დანარჩენ ორს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ სერიოზულად არიან ნაცემები. ყველას ამნეზია აქვს. ისინი მაგიდაზე პოულობენ გაზეთს, სადაც წერია, რომ ორი მდიდარი ბიზნესმენია გატაცებული.
სარდაფში ერთად არიან ჩაკეტილნი გამტაცებლებიც და გატაცებულებიც. მაგრამ ვინ ვინ არის? თავსატეხი, რომელიც ვიღაცას შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.


10. „გამართლებული სისასტიკე“, 2005, აშშ, გერმანია
როლებში: ვიგო მორტენსენი, მარია ბელო, ედ ჰარისი, უილიამ ჰერთი, ეშტონ ჰოლმსი



ორი ბანდიტი ამერიკულ პროვინციაში „მუშაობს“. ერთხელ ისინი ერთ პატარა ქალაქში მოხვდებიან, სადაც ცხოვრობს ტომი - სასადილოს მეპატრონე და სამაგალითო მეოჯახე. ძარცვის მცდელობისას ტომი დახოცავს ბანდიტებს და ავტომატურად გახდება გმირი. მეორე დღეს ქალაქში ჩამოდის იდუმალი ხალხი, რომლებიც ტომს რატომღაც ჯოუის ეძახიან და მას ფილადელფიის შესახებ ეკითხებიან. ახლობლები ეჭვებში ჩავარდებიან: იცნობენ კი ისინი საერთოდაც მათთვის ასე ახლობელ ადამიანს?

დღის ჰოროსკოპი

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com-მა პროექტ „არიქას“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომპანია adjarabet.com-მა მხიარული და აზარტული პროექტის, „არიქას“ გამარჯვებულები საზეიმო ღონისძიებაზე გამოავლინა.
კულინარია

რატატუი ქათმის ფილეთი - უმარტივესი და უგემრიელესი

ეს ძალიან სასარგებლო და ნაკლებკალორიული კერძი მოსამზადებლადაც უადვილესია. თანაც ნატურალური პროდუქტისგან მომზადებული ბალიში ხორცს არა მარტო გასტრონომიულ სრულყოფილებას შესძენს, არამედ ესთეტიკურსაც.
დღის ჰოროსკოპი

22 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

adjarabet.com პროექტ „არიქას“ გამარჯვებულს გამოავლენს, რომელიც იაპონიაში გაემგზავრება

21 აგვისტოს 18:00 საათზე ლისის ტბაზე adjarabet.com-ის მხიარული პროექტის „არიქას“ გამარჯვებულები გამოვლინდებიან. ცენტრალური გამარჯვებული იაპონიაში რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრება.
კინო

ოდრი ტოტუს 7 საუკეთესო როლი გიფებში

ამ ფაიფურივით ნაზმა, ულამაზესმა და უნიჭიერესმა ფრანგმა მსახიობმა მთელი მსოფლიოს მონუსხვა შეძლო. მისი უსაზღვროდ მომხიბვლელი ღიმილისა და გამოხედვის წინაშე ყველა მამაკაცია უძლურია.
დღის ჰოროსკოპი

21 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა არის ის, რაც ქალს მამაკაცში ყველაზე მეტად მოსწონს

მამაკაცმა რომ ქალის გული დაიპყროს, აუცილებელი არაა, ლამაზი იყოს. ბევრად ფასეულია მისი ძალა, ხასიათი, კეთილშობილება, სიმტკიცე და ურყევი ნება. ამ თვისებების წინაშე ყველა ქალი უძლურია. 
დღის ჰოროსკოპი

20 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

18 იშვიათი ფოტო 90-იანების არქივიდან, რომლებიც საეჭვოა, ნანახი გქონდეთ

30 წლის განმავლობაში ყველაფერი ძალიან შეიცვალა: მსოფლიოს ინტერნეტი მართავს, მოდა სულ სხვანაირი გახდა და ვარსკვლავებიც სულ სხვანაირად გამოიყურებიან. ეს იშვიათი  ფოტოები თვალნათლივ დაგანახვებთ, როგორი სისწრაფით იცვლება ცხოვრება.
დღის ჰოროსკოპი

19 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ - ბახმაროში ტრადიციული დოღის სამზადისია

ხვალ, ბახმაროში, ფერისცვალების დღესასწაულზე ასულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელით. მზადება უკვე დაწყებულია.