გასული წლის 10 საუკეთესო ფილმი

კინო

8 თებერვალი 18:00, 2019 წელი

ისინი ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა ნახოთ...

1. „ძმები სისთერსები“
ქვეყანა: საფრანგეთი, აშშ
ჟანრი: ვესტერნი
რეჟისორი: ჟაკ ოდიარი
როლებში: ჰოაკინ ფენიქსი, ჯეიკ ჯილენჰალი, კეროლ კეინი, ჯონ ს. რეილი



ეს არის შავი იუმორით გაჯერებული კომედია, რომელშიც დრამატული მომენტებიც უხვადაა. თავზეხელაღებული მკვლელები - ძმები სისთერსები, მეთაურის დავალებით, ნადირობენ ოქროს მაძიებელზე, რომელმაც რაღაც ნივთიერება გამოიგონა, რაც მას ოქროს მოძებნაში ეხმარება. დევნა, დაუნდობელი თავგადასავლები, პრინციპი „ყველაფერი ან არაფერი“ - ეს არის ის, რაც ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას ფილმზე. ამას თუ მსახიობთა ვირტუოზულ თამაშსაც დავუმატებთ, კიდევ რამდენიმე მიზეზი გაჩნდება ამ ვესტერნის სანახავად.


2. „მთის ქალი ომში“
ქვეყანა: ისლანდია, საფრანგეთი, უკრაინა



ეს არის ისლანდიელი ხატლის, საგუნდო დირიჟორისა და ეკო-აქტივისტის, ისტორია, რომელიც თავის ქალაქში ალუმინის ქარხნის მშენებლობას აპროტესტებს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ხატლს ატყობინებენ, რომ მას შეუძლია, შვილად აიყვანოს უკრაინელი გოგონა, რომელმაც მშობლები ქვეყნის აღმოსავლეთში მიმდინარე ბრძოლებში დაკარგა. ფილმი გაჯერებულია დრამით, ლირიკითა და ირონიით, რომლებიც კიდევ უფრო მძაფრდება შესანიშნავი საუნდტრეკის ფონზე. ბრიტანელებმა უკვე დაადგეს ფილმს თვალი და მისი რიმეიკის გადაღებასაც აპირებენ, სადაც მთის ქალს ჯოდი ფოსტერი განასახიერებს. საინტერესოა, როგორი გამოვა ის, რადგან ორიგინალური ვერსია ნამდვილად იმსახურებს ქებას, ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ ეს ფილმი „ოსკარის“ ნომინანტთა შორის ვერ მოხვდა.


3. „ცუდი მოგონებები სასტუმრო ელ როიალთან“
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: თრილერი, მისტიკა
რეჟისორი: დრიუ გოდარდი
როლებში: კრის ჰემსვორტი, ნიკ ოფერმანი, ჯონ ჰემილი, დაკოტა ჯონსონი, ჯეფ ბრიჯესი



ფილმი ძალიან მდორედ იწყება და როცა უკვე გადაწყვეტთ, ყურება აღარ გააგრძელოთ, სწორედ მაშინ დაინთება ცეცხლი, სრულიად მოულოდნელად, და ასე გრძელდება ფილმის ბოლომდე. თავიდან გეგონებათ, თითქოს კვენტინ ტარანტინოს ფილმს უყურებდეთ, და მიუხედავად იმისა, რომ ეს ასე არაა, ფილმი მაინც საკმაოდ თანამედროვე და სისხლიანი გამოვიდა.


4. „კვალი არ დატოვო“
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: დებრა გრანიკი
როლებში: ტომაშ მაკკენზი, ბენ ფოსტერი, ჯეფრი რიფლადი, მიშელ დრაპერი



ფილმის მთავარი გმირები არიან შეშლილი უილი, ერაყის ომის ვეტერანი, და მისი 13 წლის ქალიშვილი ტომი, რომლებიც პარკში ცხოვრობენ და სამყაროსგან სრულიად იზოლირებულნი არიან. ბუნებრივია, საზოგადოება ერევა ამ ადამიანების ცხოვრებაში, აძლევს მათ საცხოვრებელს, სამსახურსა და სკოლაში სიარულის შესაძლებლობას. მაგრამ უილი ამას ძალადობად აღიქვამს და ქალიშვილს სთხოვს, თავიანთ ძველ საცხოვრებელსა და ცხოვრების წესს დაუბრუნდნენ. ეს ფილმი ადამიანებს შეახსენებს, რომ ბავშვები - ეს ჩვენ არ ვართ და მათივე კეთილდღეობისთვის მათი გაშვებაც კი უნდა შეგვეძლოს.


5. „რომა“
ქვეყანა:
მექსიკა, აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ალფონსო კუარონი
როლებში: იალიზა აპარიციო, მარინა დე ტავირა, დიეგო კორტინა აუტრეი, კარლოს პერალტა



ალბათ, 2018 წლის ყველაზე ტიტულოვანი ფილმი. ლამის ორასამდე ნომინაცია და მინიმუმ, ნახევარში მაინც გამარჯვება. ინტერნეტში მის დასახელებად შეიძლება „რომიც“ შეგხვდეთ, თუმცა უფრო სწორია „რომა“, მიუხედავად იმისა, რომ ის იტალიური ქალაქის პატივსაცემად ჰქვია მეხიკოს ერთ-ერთ რაიონს. სიუჟეტის ცენტრში შინამოსამსახურე კლეოა, რომელიც შეძლებულ ოჯახში მუშაობს, რომელიც ერთი შეხედვით იდეალურად გამოიყურება. მაგრამ მხოლოდ ერთი შეხედვით. ეს იდეალურობა ხუხულასავით ინგრევა, როცა აღმოჩნდება, რომ ოჯახის მამას საყვარელი ჰყავს. თავად კლეოსაც საკუთარი პრობლემები აქვს. და მისი პირადი ისტორიაც მშვიდობიანი დემონსტრაციების ფონზე ვითარდება, რომელიც საბოლოოდ სისხლისღვრაში გადაიზრდება. ეს შავ-თეთრი ფილმი უდავოდ შედევრია. ის სამართლიანად მოხვდა „ოსკარის“ ნომინანტთა შორის და საინტერესოა, როგორ შეაფასებს მას ამერიკის კინოაკადემია.


6. „წყნარი ადგილი“
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, თრილერი, საშინელებათა ფილმი, ფანტასტიკა
რეჟისორი: ჯონ კრასინსკი
როლებში: ემილი ბლანტი, ჯონ კრასინსკი, მილისენტ სიმონდსი, ნოა იუპი



ამ ფილმში მთავარი როლები ოჯახურმა წყვილმა განასახიერა - ემილი ბლანტმა და ჯონ კრასინსკიმ. ეს უკანასკნელი ამავე დროს ფილმის რეჟისორიცაა. მოქმედება ვითარდება პოსტაპოკალიფსურ სამყაროში, სადაც ადამიანებს ანადგურებენ მონსტერები - ბრმები, მაგრამ სმენამახვილები. ეს არის ფერმერთა ოჯახი სამი შვილით, რომლებიც კიდევ ერთ ბავშვს ელოდებიან. და როგორ უნდა შეაჩერონ ახალშობილის ტირილი ან მშობიარეს ყვირილი? ამერიკელი კინოკრიტიკოსების შეფასებით, ფილმში ყველაზე საოცარი და შთამბეჭდავი - ეს ჩახშობილი სიჩუმეა. ასე რომ, უყურეთ ფილმს პირველი წუთებიდან ბოლო წამებამდე და ერთი წუთითაც არ მოსწყდეთ.


7. „ველური ცხოვრება“
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: პოლ დანი
როლებში: ჯეიკ ჯილენჰალი, კერი მალიგანი, ბილ კემპი



მაყურებელი თვალს ადევნებს ბრისნოვების ოჯახის - ჯანეტის, ჯერისა და მათი მოზარდი ვაჟიშვილის ჯოს ცხოვრებას. პრობლემები მაშინ იწყება, როცა ჯერის სამსახურიდან ათავისუფლებენ, ახალ შემოთავაზებებზე კი ის უარს ამბობს. თუმცა, საბოლოოდ, მაინც თანხმდება დაბალანაზღაურებად სამუშაოს. მათი ქორწინება ნელ-ნელა იწყებს რღვევას, რაც შეუნიშნავი არ რჩება ჯოს. „ველური ცხოვრება“ - ეს მართლაც არის პორტრეტი კრიზისულ სიტუაციაში მყოფი ოჯახისა, პორტრეტი, რომელიც შესანიშნავად გადაიღო პოლ დანიმ და სადაც ბრწყინვალედ ითამაშეს კერი მალიგანმა და ჯეიკ ჯილენჰალმა.


8. „ძაღლების კუნძული“
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: კომედია, ანიმაციური
რეჟისორი: უეს ანდერსონი
ახმოვანებენ: ბრაიან კრენსტონი, ედვარდ ნორტონი, ბობ ბალაგანი, ბილ მიურეი, ჯეფ გოლდბლუმი, ფრენსის მაკდორმანი, სკარლეტ იოჰანსონი, ჰარვი კეიტელი, იოკო ონო, ტილიდა სვინტონი, კენ ვატანაბე



ამ ანიმაციურ ფილმში ყველაფერია ცოტ-ცოტა - სიყვარული ძაღლებისადმი, იაპონური კულტურისა და დეტალებისადმი. და ყველაფერი ისე ოსტატურადაა გაკეთებული, რომ ის საინტერესოა ყველასთვის, ვინც 13 წელს ზემოთაა. მოქმედება ვითარდება მომავალის იაპონიაში, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ძაღლებს, როგორც „ძაღლის გრიპის“ გადამტანებს, კუნძულზე ასახლებენ. ამ ფაქტს ბევრი ვერ ურიგდება და აპროტესტებს. გასაგიჟებლად ლამაზი, თანამედროვე, მგრძნობიარე და ძალიან თავისებური - ასეთია ამ დიდი მეზღაპრის უეს ანდერსონის ნამუშევარი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ძაღლები. თანაც ფილმის ინგლისური დასახელებაც - Isle of Dogs - ხომ ასე ჟღერს - I love dogs. და ეს ძალიან შესამჩნევია.


9. „იყო ასტრიდი“
ქვეყანა: დანია, შვედეთი
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული
რეჟისორი: პერნილე ფიშერ კრისტენსენი
როლებში: ალბა აუგუსტი, ტრინე დიურჰოლმი, მარია ბონევი, მაგნის კრეპერი



ასტრიდ ლინდგრენი - კარლსონისა და პეპის, მხიარული და ყველასთვის საყვარელი პერსონაჟების დედა. და როგორი იყო თავად მწერლის ცხოვრება? ფილმის დასაწყისში ასტრიდი მოზარდი გოგონაა, რომელიც კონსერვატორ ოჯახში იზრდება. მშობლების კონტროლისგან გასათავისუფლებლად ის სტაჟიორად იწყებს მუშაობას გაზეთში, სადაც მასზე გაცილებით უფროს რედაქტორთან რომანს აბამს. დაფეხმძიმების შემდეგ ის მშობლიურ ქალაქს ტოვებს და დანიაში მიემგზავრება, რათა ჩუმად იმშობიაროს. სამწუხაროდ, ის იძულებულია, ბავშვი თავშესაფარში დატოვოს. ასტრიდი, ფაქტობრივად, მარტო დარჩა. და იმ ფულს, რასაც გამოიმუშავებდა, შვილთან შესახვედრად აგროვებდა. მართალია, წლების შემდეგ ასტრიდის ცხოვრება თანდათან დალაგდა, მაგრამ მას დანაშაულის გრძნობა არ ტოვებდა, ამიტომაც გადაწყვიტა, მთელ მსოფლიოში ათასობით ბავშვი გაებედნიერებინა და მათთვის ეს საოცარი გმირები ეჩუქებინა. თავად ფილმმა საკმაოდ თბილი გამოხმაურება მიიღო კინოკრიტიკოსებისგან, რომლებიც განსაკუთრებით აღნიშნავენ ალბა აუგუსტის ტალანტს.


10. „ცივი ომი“
ქვეყანა: პოლონეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა, მელოდრამა, მუსიკალური
რეჟისორი: პაველ პავლიკოვსკი
როლებში: ჯოენა კულიგი, მაიია ხირში, ბორის შიცი, აგატა ჯულეშა



პაველ პავლიკოვსკიმ კანის ფესტივალზე ამ ფილმისთვის ნომინაციაში „საუკეთესო რეჟისორი“ გაიმარჯვა. ამ შავ-თეთრ ფილმში მოვლენები ომისშემდგომ პერიოდში ვითარდება. ეს არის მრავალგანვითარებადი სიყვარულის ისტორია. კაცი - ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი, ქალი - გოგონა მეზობელი სოფლიდან, ორივე - სხვადასხვა წრიდან და სხვადასხვა ტემპერამენტის. მაგრამ სიყვარული არ ირჩევს, ვის ეწვიოს და ვის - არა. ისინი ერთმანეთს ხვდებიან, დღევანდელი ტერმინით რომ ვთქვათ, ქასტინგზე, სადაც გოგონა ასრულებს თავის საყვარელ კომპოზიციას „გული“ ფილმიდან „მხიარული ახალგაზრდები“. „რაზეა ეს სიმღერა?“- ეკითხება კაცი. „სიყვარულზე“, - პასუხობს ქალი... „ცივ ომს“ კინოკრიტიკოსები უკვე უწოდებენ კლასიკას და ძნელია, მათ შეედავო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?