5 ფილმი ძლიერ ქალებსა და მათ წარმატებულ ქმრებზე

კინო

13 თებერვალი 18:00, 2019 წელი

გავრცელებული გამოთქმის - „ყველა წარმატებული კაცის უკან ძლიერი ქალი დგას“ - დასტურს არამხოლოდ კინოში, ცხოვრებაშიც ხშირად შეხვდებით...

„ცოლი“/The Wife, 2017
ქვეყანა: აშშ, შვედეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ბიორნ რუნგე
როლებში: გლენ კლოუზი, ჯონათან პრაისი, კრისტიან სლეიტერი, მაქს აირონსი, ელიზაბეტ მაკგოვერნი



ცნობილი მწერალი ჯოზეფ კასტელმანი შეიტყობს, რომ ნობელის პრემიაზეა ნომინირებული. მწერლის წარმატება ყველას უხარია - თაყვანისმცემლებს, მეგობრებს, კოლეგებს. მხოლოდ მისი მეუღლე ჯოანი, ნამდვილი ავტორი მისი ნამუშევრებისა, ვერ მალავს წყენას. ის მზადაა, სკანდალი მოაწყოს და მთელ მსოფლიოს გაუმხილოს სიმართლე.


„ყველაფრის თეორია“/The Theory of Everything, 2014
ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, მელოდრამა
რეჟისორი: ჯეიმს მარში
როლებში: ედი რედმეინი, ფელისიტი ჯონსი, ჩარლი კოქსი



ფილმში წარმოდგენილია სტივენ ჰოკინგის მეცნიერად ჩამოყალიბების პროცესი პირველ ცოლთან ჯეინთან ურთიერთობის პრიზმაში. ჰოკინგს სასიკვდილო დიაგნოზი 21 წლის ასაკში დაუსვეს და 2 წლის სიცოცხლე მისცეს. მიუხედავად ამისა, ახალგაზრდა მეუღლის სიჯიუტისა და მზრუნველობის წყალობით, მან დაიცვა სადოქტორო, დაწერა არაერთი წიგნი, გახდა ცნობილი მეცნიერი და აღზარდა სამი არაჩვეულებრივი შვილი.


„დიდი თვალები“/Big Eyes, 2014
ქვეყანა: აშშ
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული
რეჟისორი: თიმ ბარტონი
როლებში: ემი ადამსი, კრისტოფ ვალცი, დენი ჰიუსტონი, კრისტენ რიტერი, ჯეისონ შვარცმანი



1950 წელი. ნიჭიერი, მაგრამ უცნობი მხატვარი მარგარეტი გაიცნობს მხატვარ უოლტერ კინს. ქმარი აღმოაჩენს, რომ ცოლი შესანიშნავ ნახატებს ხატავს - ბავშვებს დიდი თვალებით, რაც შეიძლება სენსაციად იქცეს ხელოვნების სამყაროში. იმის გამო, რომ „ქალურ ხელოვნებას“ არ სწყალობენ, უოლტერი ცოლს სთავაზობს, ნახატები მისი სახელით გაყიდონ და ძალიან მალე აღწევს წარმატებას.


„ბატონი და ქალბატონი ადელმანები“/Mr & Mme Adelman, 2017
ქვეყანა: საფრანგეთი
ჟანრი: დრამა
რეჟისორი: ნიკოლას ბედოსი
როლებში: დარია ტილე, ნიკოლას ბედოსი, დენი პოდალიდესი



ფილმში წარმოდგენილია სარა და ვიქტორ ადელმანების 45-წლიანი ოჯახური ცხოვრების ქრონოლოგია - მათი გაცნობის დღიდან ბატონი ადელმანის დასაფლავებამდე. დამწყებ მწერალს ვიქტორს არანაირი შანსი არ აქვს თავისი პირველი ხელნაწერი გამოაქვეყნოს, რომ არა ერთი თავხედი სტუდენტი ლინგვისტიკის ფაკულტეტიდან. გოგონას ვიქტორი უყვარს, მას კი ძალიან უნდა, ცნობილი გახდეს. იქნებ, ვარსკვლავებმა გადაწყვიტეს ასე?


„ზღვარის გადაკვეთა“/Walk the Line, 2005
ქვეყანა: აშშ, გერმანია
ჟანრი: დრამა, ბიოგრაფიული, მელოდრამა, მუსიკალური
რეჟისორი: ჯეიმს მენგოლდი
როლებში: ჰოაკინ ფენიქსი, რიზ უიზერსპუნი, ჯენიფერ გუდვინი, რობერტ პატრიკი



ფილმში მოთხრობილია ლეგენდარული ქანთრი-მომღერლის ჯონი კეშისა და ჯუნ კარტერის რთული და სევდიანი სიყვარულის ისტორია. ნარკომანი და ალკოჰოლიკი ჯონი კეში ზღვარზეა, როცა მას ჯერი ლი ლიუისთან, ელვის პრესლისთან და ჯუნ კარტერთან ერთად ამერიკაში ტურნეში წასვლას შესთავაზებენ. ჯუნი მისი კერპია ახალგაზრდობიდან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში ის უიმედოდ ოცნებობს მასზე, ჯუნი ძალიან თავისებური და ქმრის ერთგულია. სწორედ ეს პრინციპული სიჯიუტე გადაარჩენს კიდეც კეშის კარიერას.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?