10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

კინო

15 თებერვალი 18:00, 2019 წელი

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...

კევინ სპეისი



როცა ჰოლივუდში სექსუალურ ძალადობებზე სკანდალი აგორდა, ჰარვი ვაინშტაინიდან დარტყმა კევინ სპეისიზე გადავიდა, რომელსაც არაერთ ახალგაზრდაზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ. სასამართლოს გადაწყვეტილებამდე დაგმო საზოგადოებამ მისი საქციელი და ის მაშინვე გააგდეს სერიალ „ბანქოს სახლიდან“, მერე კი ლამის უკვე გაქირავებაში ჩასაშვები ფილმიდან „სამყაროს მთელი სიმდიდრე“. რეჟისორმა რიდლი სკოტმა, პრემიერამდე რომ მოესწრო, საგანგებო რეჟიმში გადაიღო თითქმის ყველა სცენა სპეისის მონაწილეობით, მოიწვია რა მის შემცვლელად კრისტოფერ პლამერი.


რობერტ დაუნი-უმცროსი



რობერტ დაუნი-უმცროსმა რამდენიმე დღე გაატარა ფანტასტიკური ტრილერის „გრავიტაციის“ გადასაღებ მოედანზე, საბოლოოდ კი უარი უთხრეს. „რობერტი შესანიშნავი მსახიობია, განსაკუთრებით თუ მას „თავისუფლად სუნთქვის“ - იმპროვიზების, რაღაცის შეცვლის საშუალებას მისცემ გადასაღებ მოედანზე. როცა საბოლოოდ დავაზუსტეთ „გრავიტაციის“ ტექნოლოგიური ასპექტები, მივხვდით, რომ ეს დიდი ბერიერი იქნებოდა მისი თამაშის სტილისთვის“, - ჰყვებოდა კუარონი. ასე რომ, ეს როლი ჯორჯ კლუნთან წავიდა.


მეგან ფოქსი



როცა ფილმ „ტრანსფორმერები 3: მთვარის ბნელი მხარის“ გადაღებები მიმდინარეობდა, სექსუალური მეგან ფოქსი და ექშენების რეჟისორი მაიკლ ბეი სერიოზულად წაიჩხუბნენ. მსახიობმა მას „რეჟისორის სავარძელში მჯდომი ჰიტლერი და ნაპოლეონი“ უწოდა, რეჟისორმა კი, თავის მხრივ, მეგანს სულ უნიჭო ეძახა. მოკლედ, მეგანის ადგილი გრძელფეხება როზი ჰანტინგტონ-უაიტლიმ დაიკავა.


კელ ო’ნილი



საბრალო კელ ო’ნილი „ნავთობიდან“ იმიტომ გავარდა, რომ რეჟისორ პოლ ტომას ანდერსონს ბოლო მომენტში გაუნათდა გონება. გადაღებები ლამის დამთავრებული იყო, როცა ტომასმა ფილმი „ბალადა ჯეკსა და როუზზე“ ნახა და პოლ დანოს ნამუშევრით მოიხიბლა. ახალი როლის მოსამზადებლად მსახიობს, სულ რაღაც, ოთხი დღე მისცეს.


ნატალი პორტმანი



ფილმ „რომეო და ჯულიეტაში“ ლეონარდო დიკაპრიოსთვის არჩევდნენ მსახიობს და თავიდან ნატალი პორტმანის კანდიდატურაზე შეჩერდნენ. მაგრამ გადაღებების დროს იძულებული გახდნენ, ნატალიზე უარი ეთქვათ - ის რომეოზე ბევრად დაბალი იყო, და 14 წლის გოგონას გვერდით 21 წლის მსახიობი ძალიან უფროსად გამოიყურებოდა. მოგვიანებით პორტმანი ჰყვებოდა: „მითხრეს, რომ ეს ისე ჩანდა, თითქოს ლეონარდო ჩემს ცდუნებას ცდილობდა კოცნით. ძალიან მეწყინა, მაგრამ არ მოვინდომე იმ ფილმში თამაში, რომელსაც არ შევეფერებოდი“.


ერიკ შტოლცი



მთელი ხუთი კვირა იმუშავა ერიკ შტოლცმა მარტი მაკფლაის როლზე პროექტ „უკან მომავალში“. თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ რეჟისორ რობერტ ზემეკისის აღიარებით, შტოლცში „არ იყო ის საბოლოო დეტალი, რაც მის გმირს კიდევ უფრო სასაცილოს გახდიდა და დაუვიწყრად აქცევდა“. ამიტომაც დაუძახეს ამ როლზე მაიკლ ჯ. ფოქსს და პროდიუსერმა სტივენ სპილბერგმაც მაშინვე მოიწონა ეს ცვლილება.


სტიუარდ ტაუნსენდი



გადაღებების დაწყებიდან ოთხი კვირის შემდეგ „ბეჭდების მბრძანებლის“ რეჟისორი პიტერ ჯექსონი მიხვდა, რომ სტიუარდ ტაუნსენდი, რომელსაც არაგორნი უნდა განესახიერებინა, ამ როლისთვის ძალიან ახალგაზრდა იყო და მის ადგილას ვიგო მორტენსენი აიყვანეს. შედეგად - სამი წლის განმავლობაში ვიგო სუპერვარსკვლავის ტიტულს ატარებდა.


კრისტიან ბეილი



დღეს, ალბათ, ვერცერთი პროდიუსერი ვერ გაბედავს, ისე უცერემონიოდ მოექცეს კრისტიან ბეილის, როგორც ეს 2000 წელს „ამერიკელი ფსიქოპათის“ შემქმნელებმა გააკეთეს. ნაკლებად ცნობილი მსახიობი როლზე უკვე დამტკიცებული იყო, როცა ამ ფილმით სახელგანთქმული ლეონარდო დიკაპრიო დაინტერესდა. ბეილი მაშინვე გაათავისუფლეს და რეჟისორი მერი ჰერტონიც ზედ მიაყოლეს, რომელიც მის დატოვებას შეეცადა. საბოლოოდ ისინი მაინც უკან დააბრუნეს, მაგრამ მხოლოდ იმის წყალობით, რომ თავად დიკაპრიომ გადაიფიქრა ამ ფილმში თამაში. ლეონარდო დაარწმუნეს, რომ ეს როლი მის იმიჯზე ცუდად იმოქმედებდა.


სამანტა მორტონი



მომხიბვლელი ოპერაციული სისტემის როლი, რომელიც ფილმის „ის“ მთავარ გმირს უყვარდება, თავიდან სამანტა მორტონი აიყვანეს. მსახიობი ჰოაკინ ფენიქსის გადაღებებს ესწრებოდა და ეხმარებოდა კიდეც მას. მაგრამ, როცა მონტაჟის დრო დადგა, რეჟისორმა სპაიკ ჯონსმა გადაწყვიტა, რომ სამანტას ხმა არ გამოდგებოდა და გახმოვანებაზე სკარლეტ იოჰანსონი მიიწვია.


რაიან გოსლინგი



რაიან გოსლინგი ფილმ „საყვარელ ძვლებში“ მამის როლზე დაამტკიცეს და ის ძალიან კეთილსინდისიერად ემზადებოდა გადაღებებისთვის. მან 27 კილო მოიმატა და წვერიც გაიზარდა, რათა ასაკით უფრო დიდი გამოჩენილიყო. და როცა ასე მომზადებული გამოცხადდა გადასაღებ მოედანზე, რეჟისორმა პიტერ ჯეკსონმა ის, უბრალოდ, გაათავისუფლა. რეჟისორი ამ გმირს სულ სხვანაირს ხედავდა, ბევრად უფრო გამხდარს და არა აღაჟღაჟებული ლოყებით. თვითშემოქმედებამ გოსლინგს სამუშაო დააკარგვინა. მის ადგილას მარკ უოლბერგი აიყვანეს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?