15 ვარსკვლავი, რომლებიც მეორე სახელს მალავენ

კინო

10 აპრილი 18:00

იცოდით, რომ რიჩარდ გირს კიდევ ერთი გვარი აქვს - ტიფანი? ლეონარდო დიკაპრიოს კი ბავშვობაში ლეონარდო ვილჰელმს ეძახდნენ?

რიჩარდ ტიფანი გირი


 


რიჩარდ გირს არასოდეს უთხოვია, მისთვის სრული სახელითა და გვარით მიემართათ. ეტყობა, დედისგან მიღებული გვარი ტიფანი მის იმიჯს არ უხდება. და ცოტა ქალურადაც ჟღერს... ალბათ, ამიტომაც არ მისცა მან თავის ერთადერთ ვაჟს ეს გვარი. სამაგიეროდ, ერთდროულად  სამი სახელი დაარქვა - ჰომერ ჯეიმს ჯიგმე გირი.


ჯულია ფიონა რობერტსი



ჯულია რობერტსმა უკვე დიდი ხნის წინათ აქცია საკუთარი სახელი ბრენდად, ამიტომაც ყველაზე თავგადაკლულმა ფანებმაც კი არ იციან, რომ მას მეორე სახელიც ჰქვია - ფეონა. ისე, თუ გახსოვთ, შრეკის შეყვარებულს ჰქვია ასე. ჯულიას დისშვილს, რომელიც სახელოვანი დეიდის კვალს გაჰყვა და მასაც იღებენ კინოში, მეტად გაუმართლა: მისი სახელი უფრო ლამაზად და სტილურად ჟღერს - ემა როუზ რობერტსი.


ჯორჯ ტიმოთი კლუნი



წარმოიდგინეთ, ჰოლივუდის სექსსიმბოლოს კარიერის დასაწყისში თავისი მეორე სახელი რომ აერჩია და საზოგადოების წინაშე ტიმოთი კლუნად წარმდგარიყო.  საბედნიეროდ, მას ეს არ გაუკეთებია. თავის შვილებს ჯორჯმა ძალიან ჩვეულებრივი სახელები შეურჩია - ელა და ალექსანდრე.


კეიტ ჰარი ჰადსონი



კეიტ ჰადსონი ცნობილი მსახიობების გოლდი ჰოუნისა და კურტ რასელის ოჯახში დაიბადა. სულაც არაა გასაკვირი, რომ მათ, როგორც შემოქმედმა პიროვნებებმა, თავიანთი ქალიშვილის ჩვეულებრივ სახელს კეიტს სრულიად არასტანდარტული ჰარი დაუმატეს. სამაგიეროდ, კეიტ ჰადსონის ძმას არ მოუწია სახელის დამალვა. მას, უბრალოდ, ოლივერი დაარქვეს.


ლეონარდი ვილჰელმ დიკაპრიო



თავის პირველ სახელს დიკაპრიო ლეონარდო და ვინჩის უნდა უმადლოდეს. ერთ-ერთ ინტერვიუში ლეონარდო გამოტყდა, რომ დედამისმა ეს სახელი სახელგანთქმული მაესტროს პატივსაცემად დაარქვა. აი, მეორე სახელი კი, რომლის შესახებაც ცოტამ თუ იცის, მსახიობს დედის მხრიდან - გერმანელი ბაბუის ვილჰელმ ინდენბურკენისგან ერგო. რაც შეეხება ბებიას, ის წარმოშობით რუსი გახლდათ - ელენა სტეპანოვნა სმირნოვა. იგი საბჭოეთიდან აშშ-ში ქმრის გვარით იყო ემიგრირებული.


ჯენიფერ შრეიდერ ლოურენსი



ჯენიფერი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახელია ჰოლივუდში - ჯენიფერ ენისტონი, ჯენიფერ ლოპესი, ჯენიფერ გარნერი და კიდევ ბევრი სხვა. თავის სტანდარტულ სახელთან და გვართან ერთად ჯენიფერს მეორე სახელიც აქვს - შრეიდერი, თუმცა ამას არასოდეს ამხელს. საინტერესოა, რატომ? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მას ზედმეტი ყურადღების მიქცევა არ სურს... ან, უბრალოდ, ჯენი მეტად მოსწონს.


ნიკოლ პრასკოვია ელიკოლანი ვალიენტე შერზინგერი



ნიკოლ შერზინგერი პასპორტის მიხედვით ნიკოლ პრასკოვია ელიკოლანი ვალიენტე შერზინგერია. და თუ ამ შავგვრემან გოგონას შეხედავთ, ადვილად დაუშვებთ, რომ ის შეიძლება იყოს ელიკოლანი ვალიენტე, აი, პრასკოვია კი ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს... არადა ყველაფერი არც ისე რთულადაა. საქმე ისაა, რომ პრასკოვია ვარსკვლავის ბებიას ერქვა, რომელიც უკრაინაში დაიბადა და ლათინურ ამერიკაში ემიგრირდა, ცოლად ჰავაიელს გაჰყვა და შეეძინა გოგონა როუზი, ნიკოლის დედა. ისე, ნიკოლმა ცოტა რუსულიც იცის. მისი საყვარელი ფრაზაა: „გამარჯობა, მე პრასკოვია მქვია“.


ჯასტინ დრიუ ბიბერი



ჯასტინსაც აქვს მეორე სახელი - ჯასტინ დრიუ. თუმცა, კარიერის დასაწყისში ჯასტინმა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ერთ სახელს დაიტოვებდა - ჯასტინს. და ის სულაც არ დაუბრკოლებია იმ ამბავს, რომ იმ დროს სცენაზე უკვე იდგა ერთი ჯასტინი. რა თქმა უნდა, ტიმბერლეიკზეა საუბარი.


ჰო, მართლა, ტიმბერლეიკსაც აქვს მეორე სახელი და საკმაოდ უცნაურიც - რენდელი.


კრისტოფერ ეშტონ კატჩერი



კატჩერს რომ სხვა ჰოლივუდელებისთვის მიებაძა და პირველი სახელი დაეტოვებინა, კრისტოფერ კატჩერად იქნებოდა ცნობილი, მაგრამ მას მეორე სახელი უფრო მოსწონს - ეშტონი. თუმცა ამის მიზეზი არასოდეს აუხსნია. კატჩერმა და მისმა მეუღლემ მილა კუნისმა თავიანთ შვილებსაც ორ-ორი სახელი დაარქვეს. გოგონას უაიტ იზაბელი ჰქვია, ვაჟს კი - დმიტრი პორტვუდი. ეჭვგარეშეა, რომ ვაჟის სახელი მილამ აირჩია. მილა ხომ უკრაინელი მილენა მარკოვნაა.


უმა კარუნა თურმანი



მომავალ ვარსკვლავს - უმა კარუნა თურმანს ეს სახელი ინდუსების ქალღმერთის პატივსაცემად დაარქვეს. საქმე ისაა, რომ მსახიობის მამა აღმოსავლური რელიგიების შესწავლით იყო გატაცებული და ლექციების კურსსაც კი კითხულობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში. უმას დედა კი, ბარონესა ნენა ფონ შლენბიურგე, მოდელი გახლდათ, თუმცა ახლა ფსიქოთერაპევტად მუშაობს.


ჯონ კრისტოფერ დეპი



ჯონი დეპის მეორე სახელის შესახებ ბევრმა არ იცის. პასპორტით ის ჯონ კრისტოფერ დეპია. ამ სახელს ატარებდა მამამისიც, რომელიც ინჟინრად მუშაობდა. ჯონი დეპის ქალიშვილიც, რომელიც მას ვანესა პარადისგან ჰყავს, მოდელი ლილი-როუზ დეპი მესამე სახელსაც ატარებს - მელოდის.


ენ ჟაკლინ ჰეთეუეი



მსახიობს ეს სახელი უილიამ შექსპირის ცოლის ენ ჰეთეუეის პატივსაცემად დაარქვეს. მეორე სახელს - ჟაკლინს კი ის არ ატარებს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვარსკვლავურად ჟღერს. ან იქნებ იმიტომ თქვა უარი ამ სახელზე, რომ ის ვინმეს კიდევ ერთ მსახიობში - ჟაკლინ ბისეტში არ არეოდა?


ჰიუ ჯონ მუნგო გრანტი



ჰიუ გრანტის სრული სახელია ჰიუ ჯონ მუნგო გრანტი. ასეთი არისტოკრატიულობა შემთხვევითი სულაც არ არის. მსახიობის გენეალოგიურ შტოზე სერიალების გადაღება შეიძლება. მის სანათესაოს ეკუთვნის ბრიტანელი პოლიტიკოსი ევან ნეპინი, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის სპენსერ პერსევალის და... გასაკვირი არაა, რომ კინოკარიერის დაწყებამდე ჰიუმ ბრწყინვალე განათლება მიიღო ოქსფორდის უნივერსიტეტში. მიუხედავად ამისა, ის ძალიან უბრალოა ურთიერთობებში და ყველას ჰიუდ ეცნობა.


კამერონ მიშელ დიასი



კამერონ დიასი თამამად შეიძლებოდა მიშელ დიასი ყოფილიყო. არავინ იცის მიზეზი, რატომ აირჩია დიასმა მაინცდამაინც კამერონი. რაც შეეხება მის გვარს, მას ლათინოამერიკული ფესვები აქვს და  ძალიან პოპულარულია.


ბენ გაზა აფლეკ-ბოლდტი



პასპორტით - ბენჯამენ გაზა აფლეკ-ბოლდტი. აქ ყველაფერი მარტივადაა: მსახიობმა ბენჯამენი ბენად შეამოკლა, მეორე სახელზე უარი თქვა, ორი გვარიდან კი, რომლებიც მშობლების გვარებიდანაა წარმოქმნილი, მხოლოდ პირველი ნაწილი დაიტოვა. ასევე მოიქცა მისი ძმაც, კინომსახიობი კეისი აფლეკი - კალებ კეისი მაკგუაირ აფლეკ-ბოლდტი. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

17 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

11 მიზეზი იმისა, რატომ არის ჰიუ ჯეკმანი გენიალური

იცოდით, რომ ეს ავსტრალიელი არტისტი ჰოლივუდამდე ჯამბაზად მუშაობდა და პატარებს ართობდა? და არამარტო ეს...
ამბები

„ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა

ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ „რაგბი მენიუს“ გათამაშების პირველი ნაკადის გამარჯვებული რაგბის გულშემატკივრები დააჯილდოვა.
დღის ჰოროსკოპი

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

შოუბიზნესის მუქკანიანი ლამაზმანები

ეს მსახიობები ეკრანზე გამოჩენისთანავე განსაკუთრებულ შარმს სძენენ ფილმებს.
საკნატუნო ამბები

სიშიშვლე, რომელმაც დროს გაუძლო (+18)

სემ ჰასკინსკი - ფოტოგრაფი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოტოგრაფიაში, განსაკუთრებით კი ნიუს ჟანრში.
დღის ჰოროსკოპი

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ტრენდი, რომლებიც შეგიძლიათ, საშინელი სიზმარივით დაივიწყოთ

ნათქვამია, დრო იცვლება და ჩვენც, მასთან ერთად! ის, რაც „გუშინ“ მოდურად მიიჩნეოდა, დღეს შეიძლება სასაცილოდ მოგვეჩვენოს...
დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მოხარშული ძეხვი „მუნდირში“

„ბუტერბროდის“ ასეთი ვარიანტი საუზმეზე ძალიან მოგეწონებათ!
საკნატუნო ამბები

10 სიტუაცია, როცა შედეგზე არავინ იფიქრა

ეცადეთ, მსგავსი სისულელე არ ჩაიდინოთ, თორემ დარვინის პრემია არ აგცდებათ!




×

საბანერო პოზიცია
300x150