7 ფილმი ნარკომანების პრობლემებზე

კინო

12 აპრილი 18:00

მოემზადეთ ძლიერი ემოციებისთვის, ცრემლების ღვრისა და ნერვების წყვეტისთვის. ეს ფილმები ყველაზე მძაფს ტკივილს გაგრძნობინებთ და ბევრ რამეზე დაგაფიქრებთ.

1. „ლამაზი ბიჭი“
Beautiful Boy, 2018
აშშ, დრამა
რეჟისორი: ფელიქს ვან გრუნინგენი
როლებში: სტივ ქერელი, ტიმოთი შალამე, მორა ტირნი

დევიდ შეფის ამავე სახელწოდების ფილმის ეკრანიზაცია. დევიდის თვალებით დანახული ყველაზე მძიმე პერიოდი თავის ოჯახისა - როცა მისი სიამაყე, მისი შვილი ნიკი, მეტამფეტამინზე დამოკიდებული გახდა. ფილმში გადმოცემულია შეფი უმცროსის დამოკიდებულებისა და გამოჯანმრთელების დიდხნიანი პერიოდი და ამის გავლენა ახალგაზრდის ოჯახსა და ახლო მეგობრებზე.

2. „T2: ნემსზე“
T2 Trainspotting, 2017
დიდი ბრიტანეთი, კომედია
რეჟისორი: დენი ბოილი
როლებში: ევან მაკგრეგორი, ივენ ბრემნერი, ჯონი ლი მილერი

ფილმ „ნემსში“ მომხდარი ამბებიდან 20 წლის შემდეგ ოთხი მეგობარი მშობლიურ ედინბურგში შეხვდება ერთმანეთს. ამდენი წლის შემდეგაც წარსული ისევ დევნის მათ. ერთი დღემდე ებრძვის ნარკოდამოკიდებულებას, მეორე ცდილობს, უიმედო ურთიერთობა გადაარჩინოს, მესამე ჯერ კიდევ იმედოვნებს, რომ ცხოვრებას თავიდან დაიწყებს, მეოთხე კი მხოლოდ შურისძიებისთვის ცოცხლობს.

3. „ქუჩის კატა, სახელად ბობი“
A Street Cat Named Bob, 2016
დიდი ბრიტანეთი, კომედია
რეჟისორი: როჯერ სპოტისვუდი
როლებში: ლიუკ ტრედევეი, კოტ ბობი, რუთა გედმინტასი

ნარკოდამოკიდებული ქუჩის მუსიკოსი მრავალი წელი ცდილობს, ეს მძიმე დაავადება დაამარცხოს. ერთხელაც მის ცხოვრებაში გამოჩნდება ძალიან საყვარელი, მართალი და უცნაური გულშემატკივარი  ამ სენის წინაღმდეგ ბრძოლაში - წითური ქუჩის კატა, რომელსაც მთავარი გმირი ბობს დაარქმევს.

4. „ჭუჭყი“
Filth, 2013
დიდი ბრიტანეთი, კომედია
რეჟისორი: ჯონ ს. ბეირდი
როლებში: ჯეიმს მაკევოი, ჯეიმი ბელი, ედი მარსანი

ბრიუს რობერტსონი - ცხოვრებაში გამარჯვებული. ის ცოლს უყვარს, ქალი თანამშრომლები მასზე ოხრავენ, უფროსი ეს-ესაა ინსპექტორობამდე დააწინაურებს. ისე ჩანს, რომ მის ცხოვრებაში ყველაფერი იდეალურადაა. სინამდვილეში კი რობერტსონის გლამურული ცხოვრება და წარმატებები მხოლოდ ეფექტია ფანტასტიკური რაოდენობის ალკოჰოლის, ნიკოტინისა და ნარკოტიკისა, რომელსაც ის ყოველდღიურად მოიხმარს.

5. „უსაზღვრო“
Limitless, 2011
აშშ, ფანტასტიკა
რეჟისორი: ნილ ბიორგერი
როლებში: ბრედლი კუპერი, რობერტ დე ნირო, ები კორნიში

მწერალ ედი მორას ძლივს გააქვს თავი. შემოქმედებითი კრიზისი დიდხანს გაუგრძელდა, გამომცემელი მოსვენებას არ აძლევს, გვერდით კი არავინაა, რომ დაეხმაროს. მოულოდნელად ედის ხელში უვარდება „ჯადოსნური აბები“, რომელსაც შეუძლია ტვინი სუპერგონებად აქციოს. მაგრამ ყველა წამალს აქვს უკუჩვენებები.

6. „კოკაინი“
Blow, 2001
აშშ, დრამა
რეჟისორი: ტედ დემე
როლებში: ჯონი დეპი, პენელოპა კრუზი, ფრანკა პოტენტე

ჯორჯ ჯანგის რეალური ისტორია. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ღარიბი ყმაწვილი ჩადის კალიფორნიაში უკეთესი ცხოვრების ძიებაში. ჯორჯის „კარიერა“ მარიხუანის გაყიდვით დაიწყო, რომელმაც მას დიდი ფული და პირველი პატიმრობა მოუტანა. მაგრამ ციხიდან გამოსვლის შემდეგაც არ მიატოვა ჯორჯმა „საყვარელი საქმე“ და ძალიან მალე აშშ-ს უმსხვილეს ნარკომოვაჭრეს იქცა. ასეთი წარმატება კი ყოველთვის ძალიან „ძვირი ჯდება“.

7. „რეკვიემი ოცნებაზე“
Requiem for a Dream, 2000
აშშ, დრამა
რეჟისორი: დარენ არონოვსკი
როლებში: ელენ ბერსთინი, ჯარედ ლეტო, ჯენიფერ ქონელი

სარას ოცნებაა, საყვარელ შოუზე სტუმრის სტატუსით მოხვდეს. ტაირონის - გამდიდრდეს და საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრას. ჰაროლდისა და მერიონის - გახსნან მაღაზია და შეკვეთებით შეკერონ ტანსაცმელი. გმირებს შესანიშნავი ოცნებები აქვთ, მაგრამ ამ ოცნებებისკენ მიმავალ გზაზე ოთხივე იმედოვნებს, რომ ახლიდან დაიწყებს ცხოვრებას და თავს დააღწევს ნარკოდამოკიდებულებას. შეძლებენ თუ არა ისინი ამას, დრო გამოაჩენს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 ივნისისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
ამბები

რა გამონაკლისი დაუშვა Black Eyed Peas-მა საქართველოში ? - ბენდის გრანდიოზული შოუ შავი ზღვის არენაზე (ფოტოები)

6 „გრემის“ მფლობელი ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ საქართველოს ეწვია.
საკნატუნო ამბები

„კაუჩუკის გოგონები“ - ისინი საოცრებებს სჩადიან!

ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს. ამ გოგონებს ათასნაირად შეუძლიათ პლასტილინივით სხეულის დაკეცვა! ამას ენით ვერ აღვწერთ, ეს უნდა ნახოთ!
ამბები

სკოლებში ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად ილიას სამართლის ინსტიტუტი ხელისუფლებას მიმართავს

საქარველოს სკოლებში გახშირებული ძალადობის შემთხვევების შესამცირებლად და ბულინგზე ადეკვატური რეაგირების მიზნით ილიას სამართლის ინსტიტუტი (ილიასი) საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას მიმართავს.
საკნატუნო ამბები

(+18) ახალი სექსუალური ეთიკა: პენისის ზომა თუ ნიჭი?

პენისის ზომას არ აქვს მნიშვნელობა... თუ ზომა მაინც მნიშვნელოვანია? ერთად გავერკვეთ.     
დღის ჰოროსკოპი

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.