ვის ეძახდნენ სკოლაში კონკიას, ბაყაყსა და ჭიაყელას

კინო

17 აპრილი 18:00

აბა, თუ გამოიცნობთ...

არნოლდ შვარცენეგერი
კონკია



ამ მეტსახელს არნის მშობლები და ოჯახის წევრები ეძახდნენ და ის სკოლაშიც გადაჰყვა. შვარცი გაიზარდა და ყველა უკან მოიტოვა, ვინც დასცინოდა.


სილვესტრ სტალონე
კვაზიმოდო



ეს მეტსახელი მსახიობმა სამშობიარო ტრავმის დამსახურებით მიიღო. მშობიარობის დროს ექიმებმა ის მაშების დახმარებით მოავლინეს ქვეყანას და ამის გამო პატარას სახის ნახევარი პარალიზებული ჰქონდა.


ჯორჯ კლუნი
ფრანკენშტეინი



კლუნიც პარალიჩს უნდა „უმადლოდეს“ ამ მეტსახელს, რომელიც მოულოდნელად დაემართა სკოლის პერიოდში. ეს გენეტიკური დაავადება კლუნის მამისგან ერგო. დაახლოებით ერთი წელი ჯორჯი პარალიზებული სახით დადიოდა - ის მარცხენა თვალს ვერ ახელდა. „ეს იყო საშინელი წელი ჩემს ცხოვრებაში, - ამბობდა ის ერთ-ერთ ინტერვიუში 2003 წელს, - დამცინოდნენ და მაჯავრებდნენ, მაგრამ ამ განსაცდელმა კიდევ უფრო გამაძლიერა“.


ლეონარდო დი კაპრიო
მუხრუჭი



უფრო სწორად Leonardo-Retardo, რაც შეიძლება ვთარგმნოთ, როგორც „გონებასუსტი ლეო“. მიზეზი ბანალურია: დაბალი აკადემიური მოსწრება.


ჯონი დეპი
სუნიანი



თავად ჯონმა მოუგონა ეს სახელი საკუთარ თავს. Mr. Stench - ასე წარუდგენდა ის თავს უცნობებს.


სელინ დიონი
ღოჯებიანი



Canine Dion - ასე ეძახდნენ მომავალ მომღერალს სკოლაში. Canine ფრანგულიდან (მსახიობის მშობლიურ კანადაში ფრანგული მეორე სახელმწიფო ენაა) ითარგმნება, როგორც „ღოჯი“. დიონის უსწორმასწორო კბილებმა შთააგონა მისი თანაკლასელები, ასე გადაეკეთებინათ მისი სახელი.


ჯულია რობერტსი
ბაყაყი, ცხელი შორტები



რობერტსის მეტსახელიც მის ულამაზეს გედად გადაქცევასთან ერთად ტრანსფორმირდა. ბაყაყი ყველაზე უვნებელი მეტსახელი იყო მათ შორის, რასაც ჯულიას საშუალო სკოლაში ეძახდნენ. სამაგიეროდ უფროსკლასებში რობერტსი გაიფურჩქნა, გალამაზდა და სკოლაში მოკლე შორტებით დაიწყო სიარული, რასაც ბიჭები ჭკუიდან გადაჰყავდა.


ირინა შეიკი
ჩუნგა-ჩანგა



დიახ, დაბერილი ტუჩები და მუქი კანი, რამაც ირას მილიონები მოუტანა, სკოლაში დაცინვის საგანი იყო.


ვიქტორია ბექჰემი
საზიზღარი ვიკი



Sticky Vicky (წებოვანი ვიკი) - ასე ეძახდნენ თანაკლასელები ვიქტორია ბექჰემს, ყველაფრით უზრუნველყოფილი მშობლების ქალიშვილს, რომელიც სკოლაში პირად მძღოლს დაჰყავდა. პატარა ვიკი ადამსს საკუთარი ოჯახის სიმდიდრის რცხვენოდა და „როლს-როისს“ სკოლიდან მოშორებით აჩერებინებდა. თუმცა ეს მოკრძალებაც ვერ იცავდა მას დაცინვისგან.


ანი ლორაკი
კურდღელი



ყველაფერში „დამნაშავე“ იყო მომავალი მსახიობის დიდი წინა კბილები.


ლივ ტაილერი
ჟირაფი



ლეგენდარული როკერის სტივენ ტაილერის მემკვიდრე ერთ-ერთია მათ შორის, ვისაც სკოლაში სიმაღლის გამო დასცინოდნენ.


უმა თურმანი
კოშკი



„მისწვდი ბეღურას“ - ასე დასცინოდნენ ტარანტინოს მუზას, რომლის სიმაღლეც 1.81-ია.


ვინ დიზელი
ჭიაყელა



ბოევიკების გმირი სკოლაში სუსტი, აყლაყუდა და მოუქნელი იყო. ჰოდა, ვინისთვისაც დიდი სტიმული გახდა დაცინვა მიზნის მიღწევაში.

წყარო
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ბარკლები თაფლითა და ნივრით

არომატული ქათმის ხორცი პიკანტურ სოუსში ერთდროულად ძალიან ნაზი, ტკბილი და ცხარეა.
დღის ჰოროსკოპი

10 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

კიანუ რივზი შეყვარებულ ქალთან ერთად გამოჩნდა

ჰოლივუდის ინტროვერტი მარტოხელა დიდი ხნის შემდეგ პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში ქალის თანხლებით! 
დღის ჰოროსკოპი

9 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?