10 საუკეთესო დეტექტიური სერიალი

10 საუკეთესო დეტექტიური სერიალი

კინო

29 მაისი 18:00, 2019 წელი

და ვინ არის აქ მკვლელი? - ვისაც მკვლელის ამოცნობა ფილმის დასაწყისშივე გხიბლავთ, აირჩიეთ ამ სერიალებიდან რომელიმე და ჩაუჯექით.

1. „ტვინ პიქსი“/Twin Peaks



ეს სერიალი ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალადაა აღიარებული. ის დღემდე პოპულარულია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პირველი სეზონი 1990 წელს გადაიღეს. მომდევნო წელს მეორე სეზონიც გამოვიდა, მაგრამ ის ჩავარდა - სრული კრახი განიცადა. და აი, 2017 წელს სტარტი აიღო ამ ამოუცნობმა ისტორიამ და კარგი რეიტინგიც დადო. საოცარია, რომ მესამე სეზონზეც თითქმის იმავე გუნდმა იმუშავა, რომელმაც 1990 წელს პირველი სეზონი გადაიღო.


2. „წმინდა ინგლისური მკვლელობა“/ Midsomer murders



ეს სერიალი, უბრალოდ, იდეალურია მათთვის, ვისაც ინგლისური კლასიკა უყვარს. ის შექმნილია კეროლაინ გრემის რომანების მიხედვით. თითოეული სერია - ეს არის სისხლიანი დანაშაულისა და ელეგანტური დეტექტივების, რომლებიც აუღელვებლად იძიებენ საქმეებს გამოგონილ საგრაფო მიდსომერში, ჰარმონიული სინთეზი. ეს სერიალი 1997 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება.


3. „ძვლები“/Bones (2005-2017)



ეს სერიალი, შეიძლება ითქვას, დღეგრძელი გამოდგა - ის 12 სეზონი გრძელდებოდა და 2017 წელს დასრულდა. სიუჟეტის ცენტრშია ანთროპოლოგების გუნდი, რომელიც „ეფბიაისთან“ თანამშრომლობს. ექიმ ბრენანი და მისი თანამშრომლები ჩონჩხების გამოკვლევით ხსნიან დანაშაულებს.


4. „იფიქრო, როგორც დამნაშავემ“/Criminal Minds



ეს სერიალი 2005 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. მოცემულ მომენტში მე-13 სეზონის გადაღებები მიმდინარეობს. სიუჟეტის ცენტრშია „ებიაის“ სპეციალისტთა გუნდი, რომლებიც სერიულ მკვლელობებს იძიებს. ისინი დამნაშავის ფსიქოლოგიურ პორტრეტს ადგენენ და ცდილობენ, ისე იფიქრონ, როგორც ის ფიქრობს. ამ ხნის განმავლობაში მსახიობთა შემადგენლობა არაერთხელ შეიცვალა, მაგრამ სერიალის რეიტინგი ძველებურად მაღალია.


5. „სიცრუის თეორია“/Lie to Me



ფსიქოლოგიური დეტექტივი „სიცრუის თეორია“ უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა სამი სეზონის განმავლობაში. სიუჟეტის ცენტრშია ექიმი ლეიტმანი, რომელიც მხოლოდ ერთ რამეშია დარწმუნებული - ყველა ცრუობს. მას მიკროსკოპიული ჟესტითაც კი შეუძლია ამოიცნოს სიცრუე, რითაც ძალიან ეხმარება „ეფბიაის“ დანაშაულების გამოძიებაში. სერიალში მთავარ როლს ბრიტანელი ტიმ როტი ასრულებს.


6. „თეთრი საყელო“/ White Collar



გასართობი სერიალი „თეთრი საყელო“ აფერისტი ნილ კეფის ისტორიას მოგითხრობთ, რომელიც „ეფბიაის“ კლანჭებში აღმოჩნდება და თავისუფლების სანაცვლოდ მათთან თანამშრომლობას დასთანხმდება. დეტექტივ ბიორკთან ერთად ნილი მოხვდება „ეფბიაის“ განყოფილებაში, სახელწოდებით „თეთრი საყელო“, სერიალი 2009 წლიდან 2014 წლამდე, მთელი ექვსი სეზონი გრძელდებოდა.


7. „კასლი“/Castle (2009-2016)



ეს სერიალი 2016 წელს მე-8 სეზონით დასრულდა. დეტექტიური ისტორიების ცენტრშია მწერალი რიჩარდ კასლი. მოულოდნელად მისით ინტერესდება დეტექტივი ნიუ-იორკიდან კეიტ ბეკეტი. მწერალი გამომძიებელთა გუნდში ხვდება და მათთან ერთად ხსნის არაერთ დანაშაულს.


8. „შერლოკი“/Sherlock



ბრიტანული „შერლოკის“ რეიტინგს ვერაფერი შეედრება. სახელწოდებიდან ნათელია, რომ ეს სერიალი ცნობილ დეტექტივზეა. ოღონდ აქ ის 21-ე საუკუნეში ცხოვრობს და აშკარა პრობლემები აქვს გარე სამყაროსთან. მთავარ როლშია ბენედიქტ კემბერბეტჩი, რომელმაც „შერლოკს“ მსოფლიო აღიარება მოუტანა.


9. „ნამდვილი დეტექტივი“/True Detective



ეს სერიალი 2014 წელს გამოვიდა და ამ მომენტისთვის მხოლოდ 3 სეზონია გადაღებული. პირველმა სეზონმა ნამდვილი ფურორი მოახდინა და არაერთი ჯილდო დაიმსახურა. პირველ სეზონში მაყურებელმა მეთიუ მაკკონახისა და ვუდი ჰარელსონის ტანდემი იხილა, მეორეში კოლინ ფარელის შეუდარებელი ოსტატობით დატკბა, მესამეში კი მაშარჰალა ალის არაჩვეულებრივმა აქტიორულმა ნიჭმა გაიბრწყინა.


10. „როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობისთვის“/How to Get Away with Murder



ეს სერიალი ოფიციალურად ფლობს იურიდიული თრილერის წოდებას და ის სტუდენტი იურისტებისა და მათი ამოუცნობი პროფესორის ანალიზ კიტინგის შესახებ მოგვითხრობს. ტელეეკრანებზე გამოსვლისთანავე სერიალმა კრიტიკოსების მაღალი შეფასება და არაერთი ჯილდო დაიმსახურა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

როგორ ჩატარდება და გაკონტროლდება რეგიონული ჩემპიონატი ნარდში „ევროპაბეთზე“

ტურნირი სტარტს 26 ივლისს აიღებს, კვალიფიკაციები 5 ივლისიდან დაიწყება ირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“
დღის ჰოროსკოპი

2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

რა დაინახეთ ერთი შეხედვით? - ფსიქოლოგიური ტესტი ქალებისთვის

პასუხებში ამოიკითხავთ, თუ როგორი მამაკაცი გაგაბედნიერებთ...
დღის ჰოროსკოპი

1-ლი ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ლი ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც წინაპრების კარმა იფარავს

უძველესი დროიდან სჯეროდა ხალხს, რომ თაობებს ერთმანეთთან უწყვეტი კავშირი აქვთ. ასტროლოგების თქმით, ზოდიაქოს ზოგიერთი ნიშანი, თითქოს, თავადაც კი გრძნობს, როგორ იფარავენ მას წინაპრები ყველა ხიფათისგან - დაბადებიდან სიცოცხლის ბოლომდე. 
ამბები

პირველი რეგიონული ონლაინ ჩემპიონატი პროფესიონალურ ნარდში „ევროპაბეთზე“

●    რეგიონული ტურნირის საპრიზო ფონდი 50 000 ლარია, გამარჯვებული 10 000 ლარს მიიღებს ●    ონლაინ ჩემპიონატს რეგიონში სამაგიდო თამაშების ყველაზე დიდი პლატფორმა მასპინძლობს ●    ჩემპიონატში მონაწილეობა „ევროპაბეთზე“ ფასიანი რეგისტრაციითა და უფასო ბილეთით შეიძლება
დღის ჰოროსკოპი

30 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

29 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?!