დღეს, 19 ივნისს, ჟან დიუჟარდონს 47 წელი შეუსრულდა.
1. „არტისტი“
უძლიერესი შავ-თეთრი ისტორია არტისტისა, რომელსაც ფილმებში აღარ იღებენ, და მისი ახალგაზრდა პროტეჟესი, რომლის კარიერაც თავბრუდამხვევად ვითარდება. ისმის კითხვა: გაუწვდის კი დახმარების ხელს ახალი კინოდივა მას, ვინც ოდესღაც ადგილის დამკვიდრებაში დაეხმარა.
2. „მონუმენტების მცველები“
მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება, მაგრამ გამარჯვება სრულყოფილი ვერ იქნება, თუ პირისაგან მიწისა აღიგვება უდიდესი კულტურული მემკვიდრეობა. ხელოვნებათმცოდნეებისა და მუზეუმის თანამშრომელთა ჯგუფი გერმანელი ნაცისტების მიერ მოპარული ხელოვნების შედევრების მოსაძებნად მიემგზავრება.
3. „მიერთება“
მიიღებს რა მოსამართლის თანამდებობას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების მიმართულებით, პიერი გადაწყვეტს, ომი გამოუცხადოს განგსტერულ ბანდას, რომელიც ნარკოტიკების კონტრაბანდაზეა სპეციალიზებული. დროთა განმავლობაში ის ხვდება, რომ დანაშაულებრივ სინდიკატს კანონიერი მეთოდებით ვერ დაამარცხებს.
4. „სიყვარული ზომების გარეშე“
მარტო დარჩენილი დიანა ტელეფონით გაიცნობს ალექსანდრეს, რომელიც მას ძალიან საყვარლად, ჭკვიანად და მომხიბვლელად ეჩვენება. დიანას ალექსანდრე დაუსწრებლად უყვარდება და მასთან პირველ პაემანზე მიდის, სადაც აღმოაჩენს, რომ მისი ოცნების მამაკაცს ერთი ნაკლი აქვს - სიმაღლეში 140 სანტიმეტრია.
5. „გმირის დაბრუნება“
მიდის რა ომში, სიმპათიური კაპიტანი ნევილი თავის შეყვარებულ პოლინს ჰპირდება, რომ წერილებს მისწერს, მაგრამ ის უგზო-უკვლოდ იკარგება. ელიზაბეტს არ შეუძლია დის ტანჯვას უყუროს და თვითონ იწყებს პოლინისთვის წერილების გაგზავნას კაპიტანი საქმროს სახელით. და ეს გრძელდება მანამ, სანამ მათი სახლის ზღრუბლზე თავად ნევილი არ გამოჩნდება.