10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის გარეშე მიაღწია!

კინო

14 მარტი 22:00

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.

 


ანტონიო ბანდერასი



მსახიობმა ცნობილ ილეთს მიმართა, რათა ჰოლივუდში გზა გაეკვლია: მან უბრალოდ, დამალა, რომ ინგლისური არ იცოდა. მისმა ესპანელმა აგენტმა დაარწმუნა ამერიკელი რეჟისორი, რომ ანტონიო ინგლიურად კარგად ლაპარაკობდა.


შემდეგ დაინიშნა შეხვედრა ლონდონში. როგორც მოგვიანებით, თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ბანდერასმა იხუმრა, ამ შეხვედრაზე ყველა შეკითხვზე და რეჟისორის მიერ გამოთქულ მოსაზრებებზე პასუხობდა „yes". ამის მიუხედავად, შეხვედრიდან ორი კვირის თავზე ანტონიო უკვე ნუი იორკში მიფრინავდა და „The Mambo Kings“-ში თავისი პერსონაჟის ტექსტის ფონეტიკურ ტრანსკრიფციას სწავლობდა.


 


ჰავიერ ბარდემი



ჯონ მალკოვიჩმა ბარდემს ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაადგა თვალი. იმ დროისთვის ბარდემმა ინგლისურად სიტყვა არ იცოდა. 2002 წელს კი თავარი როლი შეასრულა მალკოვიჩის ფილმში „The Dancer Upstairs“. თავდაპირველად მსახიობს დეტექტივის თანაშემწის როლი მისცეს, თუმცა ტექნიკური ხარვეზის გამო გადაღებების დაწყება გადაიდო, ჰავიერმა კი ეს პერიოდი ენის შესასწავლად გამოიყენა. ამის წყალობით მან მალკოვიჩის  ფილმში მთავარი როლი მიიღო.


 


მარიონ კოტიარი



ამ ფარფატა ფრანგმა მსახიობმა ჰოლივიდელი რეჟისორების ყურადღება დაიმსახურა ფილმით „La Vie en rose“ (2007), სადაც მომღერალ ედიტ პიაფის როლი უზადოდ შეასრულა. ამ როლმა მარიონს „ოსკარის“ ნომინაციაც მოუტანა. ამის შემდეგ ამერიკელი რეჟისორებისგან უამრავი შეთავაზება წამოვიდა. თავისი პირველი როლისთვის მარიონმა საგანგებოდ დაიწყო ინგლისურის სწავლა და 4 თვე ყოველდღურად და ინტენსიურად მეცადინეოდა.


 


ჟან დიუჟარდენი



მან მოულოდნელად და თავდაჯერებით შეაბიჯა ჰოლივუდში. მას წილად ხვდა ბედნიერება, მთავარ როლი შეესრულებინა ფილმში The Artist (2011). ამ ფილმმა მუნჯ კინოს მიაგო პატივი, ხოლო დიჟჯარდენმა „ოსკარი“ მიიღო ნომნაციაში „საუკეთესო მსახიობი“ და ოსკარის სტატუეტი მას ჯორჯ კლუნიმ  გადასცა.


ფრანგმა მსახიობმა ამ ჰოლივუდურ სურათში ისე ითამაშა, რომ ერთი რეპლიკაც კი არ უთქვამს. ამიტომ ცოტამ თუ იცის, რომ მან იმ დროს ინგლისური ენა არ იცოდა.


 


მონიკა ბელუჩი



დღეს მონიკა რამოდენიმე ენას ფლობს, თუმცა აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში ენის სწავლა უჭირდა. მონიკამ ინგლისური ენა 2000-იან წლებში ისწვლა, თუმცა ჯერ კიდე 1992 წელს მიიწვიეს იგი ჰოლივუდში, სადაც ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში „Bram Stoker's Dracula“ დრაკულას პატარძლის როლი შეასრულა.


ლოს-ანჟელესმა მონიკა ინგლისური ენის ცოდნის გარეშე მიიღო და კინემატოგრაფიის საერთაშორისო ვარსკვლავად აქცია. ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა აღნიშნ: „არასდროს მივლია ინგლისურის პედაგოგთან. არც კი ვიცი, როგორ ვისწავლე ეს ენა.“


 


იალიცა აპარისიო



ალფონსო კუარონი თავის ფილმისთვის „Roma“  უცნობ მსახიობ ქალს ეძებდა და მიაგნო კიდეც თავის იდეალს. იალიცა აპარისიო ამ ფილმისთვის ოსკარზე იყო ნომინირებული. ეს იყო მსახიობის კარიერაში პირველი დიდი როლი და პირველი ნაბიჯები წითელ ხალიჩაზე. ახლა მსახიობი ცდილობს, ინგლისური ენა ისწავლოს, რათა ჰოლივუდის ორგანულ ნაწილად იქცეს.


 


სალმა ჰაიეკი



2003 წელს სალმა ჰაიეკმა ოპრა უინფრის შოუში მოყვა, თუ რა რთული გზა გაიარა აღიარებამდე: „მე არ ვიცოდი ინგლისური ენა, არ მქონდა მწვანე ბარათი, არ ვიცოდი მანქანის მართვა და მიჭირდა კომუნიკაცია“. სელმასთვის ყველაზე რთული იყო შექსპირის ენის შესწავლა. ამის მიუხედავად, მან მთავარი როლი შეასრულა ფილმში „My Crazy Life“ (1993), სადაც მისი პერსონაჟი უცხოელოა, რომელიც ლოს-ანჟელესში თავის გადარჩენას ცდილობს. უინფრის შოუში ამ ინტერვიუს დროს სელმა უკვე ნომინირებული იყო ოსკარზე ფილმისთვის „ფრიდა“.


 


არნოლდ შვარცნეგერი



როცა არნოლდ შვარცნეგერი ლოს-ანჟელესში გადაბარგდა, მან ინგლისურად სიტყვაც არ იცოდა. 20 წლის ასაკში არნოლდმა მიიღო ტიტული „მისტერ მსოფლიო“, რის შემდეგაც ოკეანე გადაკვეთა, რათა ბოდიბილდერი გამხდარიყო და დიდ კინემატოგრაფში კარიერაც დაეწყო. ძლიერი ავსტრიული აქცენტის გამო შვარცნეგერის პერსონაჟს ხშირად დუბლიორი ახმოვანებდა, თუმცა დროთა განმავლობაში ეს აქცენტი მის საფირმო ნიშნად იქცა.


 


პენელოპა კრუსი



პენელოპა პირველი ეპანელი მსახიობი ქალია, რომელსაც „ოსკარი“ მიანიჭეს (2009 წელს, ფილმისთვის „ვიკი, კრისტინა, ბარსელონას). იმის შესახებ, რომ ჰოლივუდში მოხვედრილმა საერთოდ არ იცოდა ინგლისური ენა, მაშინ იხუმრა, როცა ღირსების ხეივანში ვარსკვლავს უხსნიდნენ და გვერდს ჯონი დეპი უმშვენებდა: „აქ ჩამოსულმა მე მხოლოდ ორი ფრაზა ვიცოდი: "How are you" და "I want to work with Johnny Depp".
პენელოპას უკვე ორ ფილმში მოუწია ჯონი დეპთან ერთად თამაში, ესენია: „მკვლელობა აღმოსავლთის ექსპრესში“ და „კარიბის ზღვის მეკობრეები“. ინგლისურის მხრივაც, რაღა თქმა უნდა, ყველაფერი წესრიგში აქვს.


 


ინგრიდ ბერგმანი



უნიჭიერესი შვედი მსახიობი ჰოლივუდში 1936 წელს მოხვდა, შვედური ფილმის
Intermezzo-ს რიმეიკში გადასაღებად. კეი ბრაუნი, რეჟისორ დევიდ სელზნიკის („ქარწაღებულნი“, „რებეკა“...) ნიუ-იორკის ოფისის დირექტორი, ეძებდა ევროპულ ფილმს, რომლის საფუძველზე აქტუალურ და ამერიკისთვის სანტერესო რიმეიკს გააკეთებდა. ინგრიდ ბერგმანმა ბრაუნის ყურადღება მიიპყრო, სელზნიკს კი ძალიან მოეწონა ისტორია, რომელიც Intermezzo-ში იყო გადმოცემული.
რა თქმა უნდა, ფილმის რიმეიკო გადაიღეს და მთავარ როლზე განუმეორებელი ინგრიდ ბერგმანი დაამტკიცეს. ინგლისური ენის არცოდნას ოდნავადაც არ შეუშლია ხელი მსახიობისთვის, რომ ბრწყინვალედ შესრულებინა თავსი როლი.


 


 


 

დღის ჰოროსკოპი

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

თბილისის მეტროს სიმპათიური მემანქანე ბიჭები

იცოდით, რომ „თბილისის მეტროპოლიტენში“ ასეთი სიმპათიური ბიჭები მუშაობენ მემანქანეებად? 
ურთიერთობა

დაკავდი სექსით და დაიკელი წონაში - როგორ პოზაში იწვება მეტი კალორია?

ალბათ გაინტერესებთ, რამდენ კილოს ვიკლებთ ერთი აქტის დროს? მეცნიერებმა ყველაფერი დაითვალეს!  
დღის ჰოროსკოპი

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 29 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ ექიმებს ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი სამედიცინო აქციას სთავაზობს

ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალი თანადგომას უცხადებს კოლეგებს, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები COVID-19 პანდემიასთან ბრძოლაში და სამედიცინო აქციას სთავაზობს!
სილამაზე/ჯანმრთელობა

თმის ცვენა - პრობლემა, რომელიც კარანტინში ბევრს აღმოაჩნდა

მსოფლიო პანდემიით გამოწვეულმა სტრესმა ბევრ ადამიანზე იმოქმედა, რაც ყველამ სხვადასხვანაირად შევნიშნეთ. გამონაკლისი არც თმები აღმოჩნდა. დიახ, თმის ცვენა გახშირდა და თუკი ეს პრობლემა თქვენთვისაც ნაცნობია, დღეს აგიხსნით, თუ როგორ იმოქმედოთ ამ სიტუაციაში.  
დღის ჰოროსკოპი

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ჩვენ გვერდით

როგორ იბრძოდნენ ქალები საქართველოს დამოუკიდებლობისთვის

საქართველოს ეროვნულ საბჭოში, რომელმაც 1918 წლის 26 მაისს, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, 5 ქალი დეპუტატი იყო. მათი ხელმოწერაც ამშვენებს კონსტიტუციური ხასიათის პირველ ქართულ დოკუმენტს.
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ასფალტზე გაცოცხლებული მულტფილმის გმირები თვითიზოლაციაში 

ასეთ უჩვეულო დროში ჩვენ ყველას მხარდაჭერა და კარგი განწყობა გვჭირდება.