ის წლების წინ, ოჯახთან ერთად ბედნიერად ცხოვრობდა. მშოლების გარდაცვალების შემდეგ კი, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა.
ნათესავმა მას ბინა მოტყუებით გაუყიდა და ასე აღმოჩნდა ღია ცის ქვეშ.
მარტოხელა ქალი თავშესაფარში გადაიყვანეს, მაგრამ იქაურ ცხოვრებას ვერ შეეგუა და წამოვიდა.
"იქ ცხოვრებას ქუჩაში ცხოვრება მერჩივნა. მას შემდეგ, თბილისი ჩემი სახლი გახდა. სამი წლის განმავლობაში, ავლაბარში, მეტროსთან მეძინა. იქ გავატარე სამი ზამთარ-ზაფხული. მერე იმ ადგილიდან გამომიშვეს და აქ მოვედი.
ბოლო რამდენიმე წელია, ჩემი სახლი ოპერასთან მიწისქვეშა გადასასვლელია. როგორც ინათებს,მაშინვე ვდგები და ამ ადგილიდან მივდივარ ხან ტროტუარზწ სკამთან, ხანაც – ტაძარში.“- ამბობს რუსუდანი.