10 ოსკაროსანი ფილმი, რომელსაც ბავშვებთან ერთად უნდა უყუროთ

კინო

13 იანვარი 19:00

რატომ უნდა უყუროთ? ქვემოთ ამაზეც გიპასუხებთ...

ბეიბი: ოთხფეხა პატარა / Babe- Pig in the City

რეჟისორი: კრის ნუნენი. 1995 წელი. (ავსტრალია-აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
არ შეიძლება, ირგვლივ ყველაფერი „სასარგებლოდ“ და „უსარგებლოდ“ დავყოთ; ნებისმიერ ცოცხალ არსებას პატივი უნდა ვცეთ - ეს არის ამ კეთილი ფილმის დედააზრი. ფილმმა ოსკარი საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის მიღო.

ასაკი: 4+

 

მაღლა / Up

რეჟისორი: პიტ დოკტერი, ბობ პეტერსონი. 2009 წელი. (აშშ).

რატომ უნდა უყუროთ?
ამ მულტფილმს შესანიშნავი სლოგანი აქვს: „როცა პრობლემები ფსკერისკენ გექაჩება, იყურეთ მაღლა“. სწორედ ეს არის მთავარი იდეა. ფილმი გვასწავლის მეგობრობას და პატივისცემას, ნატვრას და რწმენას, რომ ნატვრა ახდება. ფილმს ორი ოსკარი აქვს მიღებული - „საუკეთესო ანიმაციური ფილმი“ და „საუკეთესო მუსიკა.“

ასაკი: 3+

 

უოლ-ი / WALL·E

რეჟისორი: ენდრიუ სტენტონი. 2008 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
უოლ-ი გვასწავლის ზრუნვას გარემოზე, ყველაფერ ცოცხალსა თუ არაცოცხალზე ირგვლივ, გვასწავლის თანაგრძნობას, სიყვარულს და იმას, რომ არაფერმა უნდა შეგაჩეროს მიზნისკენ მიმავალ გზაზე.

ასაკი: 4+

 

მერი პოპინსი / Mary Poppins

რეჟისორი: რობერტ სტივენსონი. 1964 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
ეს არის კლასიკური ისტორია სიკეთეზე, ჯადოსნობაზე, უნარზე, უჩვეულო მხრიდან დაინახო ჩვეულებრივი ნივთები და არ გეშინოდეს ცხოვრებისეული ცვლილებების. ფილმს 5 ოსკარი აქვს მიღებული, მათ შორის - საუკეთესო მუსიკისთვის და  საუკეთესო ქალის როლისთვის ჯული ენდრიუსს.

ასაკი: 3+

 

ბედნიერი თათები / Happy Feet

რეჟისორი: ჯორჯ მილერი, უორენ კოულმენი, ჯუდი მორისი. 2006 წელი. (აშშ, ავსტრალია)

რატომ უნდა უყუროთ?
თუკი სხვებს არ ჰგავხარ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვერ იქნები ბედნიერი - სწორედ ამაში არწმუნებს პატარა მაყურებელს პინგვინი მარბლი. მთავარია - იყო ის, ვინც ხარ.

ასაკი: 3+

 

პის ცხოვრება / Life of Pi

რეჟისორი: ენგ ლი. 2012 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
პის ისტორია გვაჩვენებს, რომ გამოუვალ სიტუაციაშიც კი არ შეიძლება ხელების ჩამოყრა და დანებება. ფილმს 4 ოსკარი აქვს, მათ შორის - საუკეთესო მუსიკისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებსთვის.

ასაკი: 6+

 

თავდაყირა / Inside Out

რეჟისორი: პიტ დოკტერი, რონალდო დელ კარმენი. 2015 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
„თავდაყირა“ გვასწავლის საკუთარი ემოციების გააზრებას და ადამიანების მოგონებებისა და გრძნობების მიმართ სხვაგვარ დამოკიდებულებას.

ასაკი: 6+

 

უცხოპლანეტელი / E.T. the Extra-Terrestrial

რეჟისორი: სტივენ სპილბერგი. 1982 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
სპილბერგის ეს ფანტასტიკა გვასწავლის, რომ ნებისმიერი ადმიანისთვის ერთ-ერთი მთავარი ნიჭი - ნამდვილი მეგობრობის ნიჭია. ფილმს 4 ოსკარი აქვს მიღებული.

ასაკი: 6+

 

ჰიუგო / Hugo

რეჟისორი: მარტინ სკორსეზე. 2011 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
ეს ულამაზესი, სათავგადასავლო ფილმი გვასწავლის, რომ უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავისა და საკუთარი სურვილების და იმას, რომ უნდა ვიბრძოლოთ ამ სურვილების ასრულებისთვის. ფილმს 5 ოსკარი აქვს მიღებული, მათ შორის - საუკეთესო დეკორაციებისა და საუკეთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.

ასაკი: 12+

 

ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IV - ახალი იმედი

რეჟისორი: ჯორჯ ლუკასი. 1977 წელი. (აშშ)

რატომ უნდა უყუროთ?
ფანტასტიკის სამყარო, თავისი გამოცანებითა და წინააღმდეგობებით, პატარებს ფანტაზიის განვითარებაში ეხმარება. მართალია, იმდროინდელი სპეცეფექტები თანამდეროვესთან შედარებით მოკრძალებულია, მაგრამ მაინც საოცრად შთამბეჭდავია. ფილმს 7 ოსკარი აქვსდა აქედან ერთი -  სწორედ საუკთესო ვიზუალური ეფექტებისთვის.  და რაღა თქმა უნდა, ამ ფილმში არის მარადიული თემები - სიკეთისა და ბოროტის ბრძოლა, მეგობრობის ფასი და სიმამაცის მნიშვნელობა.

ასაკი: 5+

 

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!