10 საუკეთესო „საწოლის სცენა“ კინოს ისტორიაში

კინო

28 იანვარი 23:00

ბრიტანულმა გამოცემამ The Independent-მა ეს 10 სცენა ბევრი კრიტერიუმის მიხედვით შეარჩია.

1. ცისფერი ვალენტინი / BLUE VALENTINE (აშშ, 2010)
რეჟისორი: დერეკ სიენფრანსი
მთავარ როლებში: რაიან გოსლინგი, მიშელ უილიამსი

ამ ტკბილ-მწარე ფილმის რეჟისორმა შექმნა სექსი რეალიზმის ძლიერი გრძნობით - როგორც ფიზიკურად, ისე ემოციურად. ფილმს ლამის NC-17 რეიტინგი მიანიჭეს (მხოლოდ უფროსებისთვის) საშხაპეში გადაღებული სცენის გამო, რომელშიც მიშელ უილიამსი მონაწილეობს. როგორც რაიან გოსლინგმა მოგვიანებით აღნიშნა, ამ სცენაში დარღვეული იყო „რამოდენიმე სანტიმეტრის წესი“ და რეალობასთან მაქსიმალურად მოახლოებული გამოვიდა.
საბედნიეროდ, გაქირავებაში გაშვებამდე ფილმის პროდუსერებმა „ცისფერი ვალენტინისთვის“  R-რეიტინგი მოიპოვეს და მაყურებელს მიეცა შესაძლებლობა, ნახოს, ემოციურად რა რთულია სექსი იმ წყვილში, რომელიც განქორწინების პირზეა.

 

2. სიყვარული და კალათბურთი / Love & Basketball (აშშ, 2000)
რეჟისორი: ჯინა პრინს-ბაიტვუდი
მთავარ როლებში: სანაა ლეტენი, ომაპ ეპსი, გლენდონ ჩატმენი, ჯეს უილარდი, კრის უორენი.

რეჟისორმა ჯინა პრინს-ბაიტვუდმა ჰოლივუდს აჩვენა, როგორ შეიძლება რუტინულ სექსს თან ახლდეს რომანტიკა და მგრძნობიარე ინტიმურობა.
მონიკა ქალიშვილობას თავის პირველ სიყვარულ ქუინსისთან კარგავს. ეს მომენტი განსაკუთრებულად ემოციურია ქეით ბუშის მუსიკის ფონზე.  ეს ემოცია პრეზერვატივის სცენამაც კი ვერ გააფუჭა.

 

3. დედაშენიც აგრეთვე / Y Tu Mamá También (მექსიკა, 2001)
რეჟისორი: ალფონსო კუარონი
როლებში: დანიელ ჰიმენეს კაჩო, ანა ლოპეზ მერკადო, დიეგო ლუნა, გაელ გარსია ბერნალი, ნატან გრინბერი, ვერონიკა ლენჯერი.

ალფონსო კუარონის ეს ერთ-ერთი ადრეული ფილმი გადაღებულია ამერიკული კომედიის საუკეთესო ტრადიციებით.
მთავარი პერსონაჟები ხულიო და ტენოქსი სექსუალურად აჟიტირებული ბიჭები არიან და უფროს ასაკის ქალები მოსწონთ. სიუჟეტს მიხედვით, ახალი მეგობარი ქალი ბიჭებს აცდუნებს, ერთად დაწვნენ მასთან. თუმცა ყველაზე საინტერესო მოგვიანებით ირკვევა: ხულიო და ტენოქსი გააცნობიერებენ საკუთარ ბისექსუალობას, რასაც მთელი ფილმის მანძილზე უარყოფდნენ. შედეგად, საკუთარი თავის აღმოჩენა  მათ რეალურ თავისუფლებას მოუტანს.

 

4. ღვთის მიწა / God's Own Country (დიდი ბრიტანეთი. 2017)
რეჟისორი: ფრენსის ლი
როლებში: ალექს სეკარიანუ, ჯოშ ო’კონერი, ჯემა ჯონსი, ჰარი ლისტერ სმიტი, იენ ჰარტი.

ამ დრამის ვარსკვლავმა ალექს სეკარიანუმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ თავიდან ძალიან შეაშინა ღია სცენებმა გეი-დრამაში. თუმცა, როგორც წესი, სწორედ ასეთ სცენებს შეუძლია პერსონაჟების გახსნა და იმის ჩვენება, თუ როგორ ვითარდება მათი ურთიერთობა.
„ღვთის მიწაში“ ალექს სეკარიანუს და ჯოშ ო’კონერის პერსონაჟების პირველი სექსუალური კონტაქტი მოკლე და ცოტა აგრესიულია. ამ აქტის დროს მათ შორის არ არის განსაკუთრებული „სიახლოვე“ და ურთიერთგაგება. შემდეგ კი ჯონი ნელ-ნელა იხსნება გეროხთან და მომდევნო ინტიმური მომენტები უკვე რომანტიკული ხდება.

5. კეროლი / Carol (დიდი ბრიტანეთი, აშშ. 2015)
რეჟისორი: ტოდ ჰეინსი
როლებში: ქეით ბლანშეტი, რუნი მარა.

ფილმის დელიკატური ეროტიკულობა დასაწყისიდანვე ყველა დეტალში იგრძნობა. რუნი მარას და ქეით ბლანშეტის პერსონაჟებს შორის პირველი ინტიმის დროს კი „ქიმიით“ მთელი კადრი ივსება. რეჟისორის მაღალი პროფესიონალიზმისა და მსახიობების უდავო ტალანტის დამსახურებით ფილმი დაუვიწყარ ემოციებს აღძრავს.

 

6. მთვარის შუქი / Moonlight (აშშ. 2016)
რეჟისორი: ბარი ჯენკინსი
როლებში: მაჰერშალა ალი, შარიფ ერპი, დუნ სენდერსონი, ნაომი ჰარისი.

ბერი ჯენსკინსის ოსკაროსანი დრამა საოცრად გადმოსცემს სევდას. აქ ნაჩვენებია იდენტობის, სექსუალობის და ოჯახის ძიება, რაც მთავარი გმირის ცხოვრების სამი ეტაპის განმავლობაში გრძელდება. მთავარი გმირი ჰირონი, რომელსაც 3 სხვადასხვა მსახიობი განასახიერებს, თავის პირველ სექსუალურ გამოცდილებას თანაკლასელ ბიჭთან კეროლთან პლაჟზე მიიღებს. მათი სექსი უღიმღამოა, თავდაჯერებულობა აკლია, რაც ზუსტად გამოხატავს მოზარდის განცდებს, რომელსაც ვერ გაუაზრებია, თუ რა სურს. და სწორედ ეს სცენა ეხმარება ჰირონს, საკუთარ პიროვნებაში რაღაც ახალი აღმოაჩინოს.

7. არ გამოიხედო / Don't Look Now (დიდი ბრიტანეთი, იტალია. 1973)
რეჟისორი: ნიკოლა როგო
როლებში: ჯული კრისტი, დონალდ საზერლენდი, ჰილარი მეისონი, მასიმო სერატო.

ფილმში ნაჩვენები ღია სცენების გამო რეჟისორი ნიკოლა როგო ცენზურას წააწყდა. ფილმის მთავარი პერსონაჟები ჯონი და ლაურა მძიმედ განიცდიან შვილის დაკარგვას. მათი დაუცველი სიახლოვე, რომელიც კადრშია ნაჩვენები, სწრაფად გადადის სადილის მომზადების ყოფით სცენაში (ცენზორების „გასაცურებლად“). როგორც ფილმის გამოსვლის შემდეგ ჯული კრისტიმ აღნიშნა, იმ დროს არ არსებობდა მაგალითები, რომელთა მიხედვითაც ისინი ორალური სექსის იმიტირებას შეძლებდნენ. როგო, უბრალოდ, ინსტრუქციებს იძლეოდა.

 

8. რაზმი „ამერიკა“: მსოფლიო პოლიცია / Team America: World Police (აშშ. 2004)
რეჟისორი: თრეი პარკერი
მსახიობები: თრეი პარკერი, მეთ სთოუნი, კრისტენ მილერი, მასასა მოიო, დერენ ნორისი.

  

სექსი ყოველთვის არ არის გარყვნილებისა და რომანტიკის კვინტესენცია. ზოგჯერ ის მართლაც სახალისოა. ეს ოსტატურად არის ნაჩვენები ამ ანიმაციურ ფილმში. ნამდვილად ვერ შეიკავებთ სიცილს, როცა ნახავთ, თუ როგორი მონდომებით სწავლობენ ეს თოჯინები წიგნიდან სექსის პოზებს და შემდეგ როგორი ენთუზიაზმით ცდილობენ პრაქტიკაში გამოყენებას.   

 

9. მალჰოლენდ დრაივი / Mulholland Drive (საფრანგეთი, აშშ. 2001)
რეჟისორი: დევიდ ლიჩი
მსახიობები: ნაომი უოტსი, ლორა ჰარინგი, ჯასტინ ტერუ, ენ მილერი.

ამბობენ, დევიდ ლინჩმა ამ ფილმისთვის სული ეშმაკს მიჰყიდაო. ეს ხუმრობით, რა თქმა უნდა. თუმცა ლინჩმა მართლაც იდეალური სექსუალური სცენა დადგა, უძლიერესი მუხტით და მაქსიმალური რეალობის გრძნობით. ნაომი უოტსის და ლორა ჰარინგის პერსონაჟები ვნებისგან თითქოს დაფრინავენ. მართლაც მოხდა ეს შეხვედრა, თუ, უბრალოდ, მშვენიერი სიზმარი იყო?

10. მოღალატე / Unfaithful (საფრანგეთი, აშშ, გერმანია. 2002)
რეჟისორი: ედრიან ლაინი
როლებში: დაიან ლეინი, რიჩარდ გირი, ერიკ პერ სალივანი, ოლივიე მარტინეზი.

ეს ფილმი ეროტიკული თრილერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. სექსუალური სცენის საშუალებით ედრიან ლაინი დიასახლის კონის ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციებს ნათლად ჩვენებს. კონი ქმარს ღალატობს სიმპათიურ ფრანგ მამაკაცთან. მათავარ გმირს სრულად იპყრობს ახალი შთაბეჭდილებების სურვილი. ძლიერი ვნება მას თავს აკარგვინებს, შემდეგ კი მიდის სახლში და ყოველდღიურ რუტინას უბრუნდება. შედეგად, მძაფრი ეროტიკული განცდები და დანაშაულის მწველი გრძნობა ერთმანეთში იხლართება და კონის პიროვნება აუტანელი ხდება.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.