კარტოფილის ოლადები ლორით - სუპერსაუზმე 15 წუთში!

კულინარია

9 თებერვალი 12:00, 2017 წელი

ოლადების მომზადების მრავალი წესი არსებობს - ყველით, კარტოფილით, სოკოთიც კი. ნებისმიერი ვარიანტი გემრიელია. დღეს გთავაზობთ კარტოფილის ოლადებს ლორითა და ყველით, რომლის მოსამზადებლად 15 წუთიც საკმარისია. 

საჭირო ინგრედიენტები:
ხახვი - 1 ცალი;
ხმელი ქონდარი - 1 მწიკვი;
კარტოფილი - 700 გრ;
ლორი - 100 გრ;
შებოლილი ყველი - 100 გრ;
კვერცხი - 1 ცალი;
ფქვილი - 2 ს/კ;
ზეთი - 4 ს/კ;
კამა და ოხრახუში - 100 გრ;
მარილი და პილპილი - გემოვნებით.


 


მომზადების წესი:
გაარჩიეთ ხახვი და დაჭერით წვრილად.
ყველი და ლორი კი დაჭერით კუბიკებად.
კანგაცლილი, უმი კარტოფილი გახეხეთ საშუალო ზომის სახეხზე, გადაიტანეთ საწურზე და თან  ხელით კარგად გაწურეთ.


გაწურული კარტოფილი გადმოიტანეთ ჯამში და დაამატეთ ფქვილი კვერცხი, ხახვი, ლორი, ყველი, მწვანილი, შავი პილპილი და ერთმანეთში კარგად გადაურიეთ.



გაზქურაზე დადგით ტაფა, დაასხით ზეთი და კარგად გააცხელეთ.
მიღებული ცომი კოვზით გადაიტანეთ ტაფაზე და საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან შეწვით.
როგორც კი ოლადები ოქროსფრად შეიბრაწება, თეფშზე გადმოიღეთ.


 


შენიშვნა:


ამ ოლადებს შებოლილი ყველიც ემატება. ამიტომ, მარილის დამატებისას შეეცადეთ, ცომი არ გადაამლაშოთ;
ლორიანი კარტოფილის ოლადების ცომი საშუალო კონსისტენციის უნდა გამოგივიდეთ (არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი);
შეწვისას ტაფაზე პერიოდულად დაამატეთ ზეთი;
მოსამზადებლად 15 წუთი საკმარისია.



გემრიელად მიირთვით!

კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?