ჩებურეკის მოსამზადებლად საჭირო ინგრედიენტები:
პურის ფქვილი - 3 ჭიქა;
წყალი - 1 ჭიქა;
მცენარეული ზეთი - 2 ს/კ;
მარილი - 1 ჩ/კ;
მცენარეული ზეთი შესაწვავად - რამდენსაც მოითხოვს.
ფარშისთვის:
ფარში - 350 გრ;
ხახვი - 1 ცალი (დიდი);
კარაქი - 75 გრ;
მარილი - 1 ჩ/კ;
შავი პილპილი - ნახევარი ჩაის კოვზი.
ჩებურეკის მომზადების წესი:
აადუღეთ წყალი. შემდეგ 200 გრამი გაცრილი ფქვილი ღრმა ჯამში მოათავსეთ. დაამატეთ მარილი, დაასხით ადუღებული წყალი და ზეთი.
ეს ინგრედიენტები ერთმანეთში სწრაფად გადაურიეთ, კარგად მოზილეთ და გააგრილეთ. დატოვეთ თავახდილ მდგომარეობაში 15 წუთით.
გაგრილებულ ცომში დაამატეთ დარჩენილი (150 გრ) ფქვილი და კვლავ კარგად მოზილეთ, ისე რომ საბოლოოდ ცომი ხელებზე არ მიგეკრათ.
ცომი შეფუთეთ და ნახევარი საათით მაცივარში შეინახეთ.
გატარებული ხორცი (ფარში) მოათავსეთ ჯამში.
ცალკე ჯამში კი მოათავსეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მოაყარეთ მარილი და შავი პილპილი. ერთმანეთში კარგად გადაურიეთ, ისე, რომ ხახვმა წვენი გამოყოს. ამისთვის შეგიძლიათ, საჭყლეტიც გამოიყენოთ.
შემდეგ, ხახვი გადაიტანეთ ხორციან ჯამში და საგულდაგულოდ მოურიეთ. ბოლოს კი მსხვილ სახეხზე გახეხეთ ცივი კარაქი და ფარშს დაუმატეთ.
გაყავით ცომი 8 ნაწილად. გააბრტყელეთ 2 მილიმეტრის სისქეზე ისე, რომ გასაბრტყელებელი ცომის ცენტრიდან გვერდებისკენ ამუშაოთ.
გაბრტყელებული ცომის შუა ნაწილზე მოათავსეთ 1,5 ჩაის კოვზი ფარში, ხოლო ცომის მეორე ნაწილი ზედ გადააფინეთ.
ფრთხილად მიამაგრეთ გვერდები.
გადაატარეთ ცომის გასაბრტყელებელი და ცომის გადაკეცილი ადგილები ბოლოს ჩანგლით დაჩხვლიტეთ.
შესაწვავად გამზადებული ჩებურეკი გადაიტანეთ ცალკე დაფაზე, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, დაფაზე წინასწარ ფქვილის მოყრა.
შეეცადეთ, ჩებურეკი დაფაზე 10 წუთით დატოვოთ.
ღრმა ტაფაზე ან ფრის შესაწვავ მოწყობილობაში გააცხელეთ ზეთი 180 გრადუსამდე. ადუღებულ ზეთში ჩაუშვით 1-2 ცალი ჩებურეკი.
როგორც კი ჩებურეკი ზეთში ამოტივტივდება, გადააბრუნეთ და დაელოდეთ, სანამ ოქროსფრად შეიბრაწება. შემდეგ კვლავ გადმოაბრუნეთ 1 წუთით და ამოიღეთ ტაფიდან.
უგემრიელესი ჩაბურეკი მზად არის!
შენიშვნა:
ჩებურეკი შეგიძლიათ მოამზადოთ როგორც ძროხის, ასევე შერეული ფარშით;
ჩებურეკის მოსამზადებლად საჭიროა 1 საათი;
თუკი ზეთის ტემპერატურის საზომი თერმომეტრი არ გაქვთ, ცხელ ზეთში ჩააგდეთ პურის ნატეხი. თუკი ცხიმი პურის გარშემო იმოძრავებს, ეს ნიშნავს, რომ ზეთი კარგად გაცხელებულია.
ზეთის სწრაფი დუღილი მის 160 გრადუსზე გაცხელებას მიანიშნებს, ხოლო თუკი ზეთს ბოლი აუვა და სუნსაც იგრძნობთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ზეთი 180 გრადუსზეა გაცხელებული და შეგიძლიათ, ჩებურეკის შეწვას შეუდგეთ.
გემრიელად მირთვით!