კლასიკური ბისკვიტი ნებისმიერი ტორტისთვის

კულინარია

19 მარტი 12:00, 2017 წელი

ეს ფუმფულა ბისკვიტი ძალიან ადვილი გამოსაცხობია და რაც მთავარია, შეგიძლიათ, ნებისმიერი ტორტისთვის გამოიყენოთ.

ბისკვიტისთვის დაგჭირდებათ:
შაქარი - 1 ჭიქა,
ფქვილი -1ჭიქა,
კვერცხი - 4 ცალი,
ვანილი - დანის წვერით


მომზადების წესი:
კვერცხის ცილა და გული ფრთხილად გააცალკევეთ.
ცილა ჯამში მოათავსეთ და მიქსერის დაბალი სიჩქარით თქვეფა დაიწყეთ. ნელ-ნელა (თითო სუფრის კოვზობით) დაუმატეთ შაქარი და ბოლოს ვანილი.


როცა ცილოვანი მასა კარგად აფუმფულდება და გამკვრივდება (გადმობრუნებისას, ჯამის კედლებიდან არ უნდა დაცურდეს), თქვეფის შეუჩერებლად დაუმატეთ თითო კვერცხის გული. ორი წუთი კიდევ თქვიფეთ და მიქსერი გამორთეთ. ათქვეფილ მასას ფქვილი საცრის დახმარებით  დაუმატეთ და ხის კოვზით ფრთხილად, ქვემოდან ზემოთ მიმართულებით, ამოურიეთ.


გამზადებული ცომი ცხიმწასმულ ფორმაში ჩაასხით და 190-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 20-25 წუთით მოათავსეთ.
გახსოვდეთ, რომ ცხობის დასრულებამდე ღუმელის კარი არ უნდა გამოაღოთ, თორემ ბისკვიტი აუცილებლად „ჩავარდება“.


გამომცხვარი ბისკვიტი ფორმიდან ფრთხილად ამოიღეთ და გააგრილეთ.


ჩვენს რეცეპტს ზუსტად თუ მიჰყვებით და ყველა მითითებას ზუსტად შეასრულებთ, ბისკვიტი ფაფუკი და ჰაეროვანი გამოვა.


ამ ბისკვიტით შეგიძლიათ მოამზადოთ ხილის, შოკოლადის, მარწყვის, კარამელის, ნიგვზისა და ნებისმიერი სხვა ტორტი. გემრიელად მიირთვით.


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?