ცომის ინგრედიენტები:
კვერცხი - 3 ცალი,
ფქვილი - 1,5 ჭიქა,
რძე - 700 მლ.
მარილი - 1/3 ჩ/კ.
შაქარი - 1 ს/კ.
შოკოლადი - 1 ფილა,
რამდენიმე წვეთი რომი
ნახ.ჩ/კ სოდა, ლიმონის წვენით.
კრემი:
რბილი ხაჭო - 550 გრ.
35%-იანი ნაღები -600 გრ.
შოკოლადი - 1 ფილა,
შაქრის პუდრა - 1,5-2 ჩ/ჭ
ვანილი.
მომზადების წესი:
შაქარი და კვერცხი კარგად ათქვიფეთ. თანდათან დაუმატეთ მარილი, რძე, სოდა, ფქვილი და ცომი მოამზადეთ. პროცესის ბოლოს, დაუმატეთ ცოტაოდენ რძეში გამდნარი შოკოლადი, რომი და ბლინები გამოაცხვეთ.
ნაღები შაქრის პუდრასთან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ და ფრთხილად შეურიეთ საცერში გატარებული ხაჭო.
თითოეულ ბლინს კრემი თხლად წაუსვით და ერთმანეთზე დააწყვეთ. მზა ტორტი მთელი ღამით მაცივარში შეინახეთ. დილას თავზე მორჩენილი კრემი გადაუსვით და შოკოლადით მორთეთ.
გემრიელად მიირთვით!