„ქათმის ხორცის და სოკოს ტაფისთვის“ საჭირო პროდუქტი:
ქათმის ფილე - 150 გრ;
ქამა სოკო - 100 გრ;
ხახვი - 70 გრ;
კონიაკი - 10 გრ;
ნაღები - 23%-იანი - 200 გრ;
მარილი, პილპილი (თეთრი) - გემოვნებით.
მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი ხახვი მოთუშეთ ზეთში.
როგორც კი ხახვი ნახევრად მოითუშება, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი ქამა სოკო და მოურიეთ.
ცალკე ტაფაზე შეწვით ქათმის ფილე ორივე მხრიდან.
როგორც კი შენიშნავთ, რომ სოკო და ხახვი კარგად მოითუშა, დაამატეთ კონიაკი, შემწვარი ფილე, დაასხით ნაღები და კარგად მოურიეთ.
გააჩერეთ საშუალო ცეცხლზე, დაახლოებით, 5 წუთი, შემდეგ დაამატეთ მარილი, თეთრი პილპილი და გაზქურა გამორთეთ.
შენიშვნა:
„ქათმის ხორცის და სოკოს ტაფა“ უნდა მიირთვათ ცხლად.
გაცხელების დროს კერძი გაშავდება და სასიამოვნო იერს დაკარგავს.
მოსამზადებლად საჭიროა 20 წუთი.
გემრიელად მიირთვით!