ბადრიჯნის რულეტი ყველით და ქათმის ხორცით - შეიგრძენით ჯანსაღი გემო

კულინარია

11 მაისი 12:00, 2017 წელი

გაზაფხულის მიწურული, შემდეგ კი მთელი ზაფხული სწორედ ამ გემრიელი კერძის დროა. გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მიხედვითაც მარტივად მოამზადებთ და შედეგითაც ყველას მოხიბლავთ.

ბადრიჯნის რულეტების მოსამზადებლად საჭიროა:


ბადრიჯანი - 1 კგ;
ქათმის ფარში - 400 გრ;
ყველი - 200 გრ;
ნიორი - 4 კბილი;
ხახვი - 100 გრ;
ორეგანო - 1 ჩ/კ;
ოხრახუში - 100 გრ;
ზეთის ხილი - 20 გრ.


მომზადების წესი:
თავდაპირველად ბადრიჯნით დავიწყოთ:
გარეცხეთ ბადრიჯანი, მოაჭერით თავი და ბოლო, დაჭერით გრძლად, 2 მილიმეტრის სისქეზე. მოაყარეთ მარილი და მოათავსეთ საწურში ნახევარი საათით. შემდეგ საგულდაგულოდ გაწურეთ და გადაიტანეთ ცალკე ჯამზე.


ახლა რულეტის შიგთავსის მომზადებას შეუდექით:
გააცხელეთ ტაფა საშუალო ცეცხლზე, მოასხით ზეთი, მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დაამატეთ ქათმის ფარში, ორეგანო და ბოლოს - დაჭყლეტილი ნიორი. მოთუშვის პროცესში ხშირად ურიეთ. განაგრძეთ მოთუშვა, დაახლოებით, 5-6 წუთის განმავლობაში. შემდეგ გადაუწურეთ ცხიმი, გაგრილებულ ფარშს დაამატეთ გატარებული ოხრახუში, ძალიან წვრილად დაჭრილი ზეთის ხილი და გახეხილი ყველი.


დაბოლოს, რულეტების მომზადების დროც დადგა:
აიღეთ ერთი ნაჭერი  ბადრიჯანი, გადაუსვით  ცოტაოდენი ფარში და გადაახვიეთ. გადახვეულ ბადრიჯანს ჩაარჭვეთ კბილის ჩხირი. იმავე წესით განაგრძეთ რულეტების გადახვევა. როცა ამ პროცესს მორჩებით, გადახვეული ბადრიჯნები დააწყვეთ „ჟარონაზე“ და შედგით ღუმელში, რომელიც 170 გრადუსზე იქნება გაცხელებული. თუკი გრილის რეჟიმი გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ. დატოვეთ, დაახლოებით, 20 წუთით, სანამ ბადრიჯანი არ დარბილდება. შემდეგ კი ღუმელიდან გადმოიღეთ და გემრიელად მიირთვით.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?