ბადრიჯნის „მარაო“ - საზაფხულო კერძი დაუვიწყარი გემოთი

კულინარია

25 მაისი 12:00, 2017 წელი

ეს კერძი, გარდა იმისა, რომ ძალიან გემრიელია, ამავდროულად საოცრად ლამაზად გამოიყურება, ამიტომ შესანიშნავია როგორც ყოველდღიურად, ასევე სადღესასწაულო სუფრისთვის.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


ბადრიჯანი - 2 ცალი;
ყველი - 150-200 გრ;
პომიდორი - 4 ცალი;
მარილი, დაფქული პილპილი - გემოვნებით;
შაქარი - 1 ს.კ;
ლიმონის წვენი - გემოვნებით;
ნიორი - 3 კბილი;
ოხრახუში ან ქინძი - 100 გრ;
მცენარეული ზეთი - 15 გრ.


მომზადების წესი:
ბადრიჯანი გარეცხეთ და დაჭერით გრძლად ისე, რომ ბოლომდე არ ჩაჭრათ. დაამარილეთ და მოაყარეთ პილპილი შიგნიდან. დატოვეთ ამგვარ მდგომარეობაში 30 წუთით.


2 ცალი პომიდორი დაჭერით მრგვალად, ასევე, დაჭერით ყველი თხელ ნაჭრებად. პომიდორი და ყველი ბადრიჯანში მოათავსეთ.


მიეცით ბადრიჯანს მარაოს ფორმა, ოდნავ გაშალეთ და მოამზადეთ გამოსაცხობად.


დარჩენილ 2 ცალ პომიდორს დაასხით ადუღებული წყალი და დატოვეთ 3 წუთით. შემდეგ გააცალეთ კანი, წვრილად დაჭერით და მოთუშეთ მცენარეულ ზეთში. დაამატეთ მარილი, შაქარი, ლიმონის წვენი და დაჭყლეტილი ნიორი. თუშეთ ნელ ცეცხლზე, სანამ საშუალო სისქის მასას არ მიიღებთ.


ღუმელი გააცხელეთ 180-190 გრადუსზე. თუნუქის გამოსაცხობ ფირფიტაზე გადაიტანეთ ფოლგაში გახვეული ბადრიჯანი და შედგით ღუმელში 25 წუთით.
როგორც კი ბადრიჯანს ღუმელიდან გამოიღებთ, მოაშორეთ ფოლგა, ზემოდან მოაყარეთ გახეხილი ყველი და კვლავ შედგით ღუმელში 10 წუთით.
მომზადებული კერძი გაალამაზეთ კინძით ან ოხრახუშით და მოასხით ცალკე ტაფაზე მომზადებული პომიდვრის სოუსი.

გემრიელად მიირთვით!


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?