ტორტი „რაფაელო“ - განსაკუთრებული დღეებისთვის

კულინარია

28 მაისი 12:00, 2017 წელი

ეს ჰაეროვანი, ქათქათა ტორტი თქვენს სადღესასწაულო სუფრას განსაკუთრებულ, რომანტიკულ ელფერს შესძენს.  

ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


ფქვილი - 1 ჭიქა
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი- 4 ცალი 
გამაფხვიერებელი - 0,5 ჩ/კ.
ქაოქოსის ფანტელი - 180 გრ.
შესქელებული რძე - 400 გრ.
კარაქი - 100 გრ.
სიმინდის ბურბუშელა - 30 გრ.
ნუში - 1/2 ჭიქა
ნაღები (33-38%) – 500 მლ.
შაქრის პუდრა - 2-4 ს/კ.


მომზადების წესი:
1) თავდაპირველად, ტორტის ბისკვიტი უნდა მოამზადოთ. ამისთვის, კვერცხი ისე უნდა ათქვიფოთ, რომ მოცულობაში ორჯერ მოიმატოს. თქვეფის შეუჩერებლად დაუმატეთ შაქარი და კიდევ 5 წუთი თქვიფეთ. მიქსერი გამორთეთ და კვერცხიან მასას ფაქიზად შეურიეთ ფქვილში არეული გამაფხვიერებელი. ტორტის ყალიბს ჩაუფინეთ პერგამენტის ქაღალდი, ყველა მხარეს კარგად წაუსვით კარაქი და ცომი ყალიბში გადაიტანეთ. ტორტი 180 გრ. გახურებულ ღუმელში 30-40 წთ-ის განმავლობაში აცხვეთ. გამომცხვარი ბისკვიტი ყალიბიდან ამოიღეთ და გააგრილეთ.

2) ძირითადი კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შესქელებული რძე, სიმინდის ბურბუშელა, კარაქი და ცოტა ქოქოსის ფანტელი. ათქვეფილ კარაქს დაუმატეთ შესქელებული რძე, კიდევ კარგად ათქვიფეთ და დანარჩენი ინგრედიენტებიც შეურიეთ. მზა კრემის ¼ რაფაელოს კანფეტებისთვის მაცივარში შეინახეთ.

3) მოსართავი კრემისთვის ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად ათქვიფეთ. გაითვალისწინეთ, როგორც კი ნაღები შესქელდება, თქვეფა უნდა შეწყვიტოთ, თორემ შეიძლება აიჭრას.

4) ბისკვიტი შუაზე გაჭერით. ქვედა ნაწილს წაუსვით ძირითადი კრემი და თავზე მეორე ნაწილი დააფარეთ. ტორტი მთლიანად მოსართავი კრემით ანუ ათქვეფილი ნაღებით დაფარეთ. დარჩენილი კრემი საკონდიტრო ტომარაში მოათავსეთ და ტორტის გვერდები მორთეთ.

5) მაცივარში შენახული კრემისგან პატარა ბურთულები გააკეთეთ. ბურთულების შუაგულში ნუში მოათავსეთ და ქოქოსის ფანტელში ამოავლეთ. გამზადებული კანფეტები ტორტზე მოაწყვეთ და თავზე დარჩენილი ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ. სასურველია, რომ ტორტი გაჭრამდე მაცივარში მთელი ღამით დატოვოთ.  

გემრიელად მიირთვით!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?