საჭირო პროდუქტი:
ორცხობილა - 500 გრ.
რძე - 1 ლ.
მოხარშული შესქელებული რძე - 200 გრ.
კარტოფილის ფქვილი (სახამებელი) – 5 ს/კ
პურის ფქვილი - 3 ს/კ.
შაქარი - 180 გრ.
ვანილი - დანის წვერით,
კარაქი - 100 გრ.
შაქრის პუდრა- 1-2 ჩ/კ.
ნაღები 33%-იანი - 0,5 ლ.
ქოქოსის ფანტელი - 70 გრ.
მომზადების წესი:
1-ლი მოქმედება:
ჯამში ჩაყარეთ შაქარი, ჩაასხით 700 მლ. რძე და დაბალ ცეცხლზე ადუღებამდე მიიყვანეთ.
მეორე ჯამში ჩაყარეთ ერთმანეთში არეული ფქვილი და სახამებელი, დარჩენილი რძე დაუმატეთ და კარგად აურიეთ.
ჯამში გამზადებული ნაზავი გადაიტანთ ქვაბში, დაბალ ცეცხლზე დადგით და როგორც კი შესქელდება, ცეცხლიდან გადმოდგით.
მე-2 მოქმედება:
კარაქი ათქვიფეთ და თანდათან დაუმატეთ გაცივებული კრემი.
კიდევ რამდენიმე წუთი თქვიფეთ და მაცივარში შეინახეთ.
მე-3 მოქმედება:
ცივი ნაღები შაქრის პუდრასთან ერთად ათქვიფეთ, დაუმატეთ ქოქოსის ფანტელი და კოვზით აურიეთ.
მე-4 მოქმედება:
ორცხობილას პირველი ფენა ლანგარზე ან სპეციალურ ფორმაში მოათავსეთ და მოხარშული შესქელებული რძე წაუსვით. თავზე ორცხობილას მეორე ფენა დააწყვეთ და მოხარშული კრემი გადაუსვით. მესამე ფენას თავზე ათქვეფილი ნაღები წაუსვით, ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ და რამდენიმე საათით მაცივარში შედგით.
გემრიელად მიირთვით!