არომატული და წვნიანი „ალუბლის ქოხი“

კულინარია

2 ივლისი 12:00, 2017 წელი

ამ უგემრიელესი და არომატული ტორტის მომზადებას, მაქსიმუმ, საათნახევარი სჭირდება...

ტორტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:


კარაქი - 200 გრ.
ფქვილი - 330 გრ.
ვანილი - დანის წვერზე,
არაჟანი - 700 გრ.
კურკაგამოცლილი ალუბალი - 600 გრ.
შაქარი - 200 გრ.
გამაფხვიერებელი - 1 ჩ/კ.
შოკოლადის ნაფხვენები მოსართავად.




მომზადების წესი:
1. ჯამში მოათავსეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცოტა მარილი.
ყველაფერი კარგად აურიეთ და დაუმატეთ მაცივრიდან გამოღებული კარაქი.
ცივი კარაქი დანით კარგად დაკეპეთ და ფქვილოვან მასაში შეურიეთ.
პროცესის დასრულებისას, დაუმატეთ 200 გრ. არაჟანი და  მოზილეთ ცომი.
მზა ცომი პოლიეთილენის პარკში შეახვიეთ და 30-40 წუთით მაცივარში მოათავსეთ.

2. სანამ ცომს გაამზადებთ, კურკაგამოცლილი ალუბალი საწურზე მოათავსეთ, რათა ზედმეტი წვენისგან დაიცალოს. მნიშვნელოვანია, რომ ალუბალი მშრალი იყოს, რადგან შეიძლება წვენმა ცომი გააფუჭოს.

3. ცომი მაცივრიდან გამოიღეთ და რამდენიმე ნაწილად დაჭერით.
თითოეული ნაწილი გააბრტყელეთ და, დაახლოებით, 17 სმ.სიგრძისა და 2-3 სმ. სისქის ზოლებად დაყავით. ტორტი რომ ლამაზი გამოვიდეს, ყველა ზოლი თანაბარი სისქის და სიგრძის უნდა იყოს.

4. აიღეთ ერთი ზოლი. მთელ სიგრძეზე დააწყვეთ ალუბლები და ცომის კიდეები ფაქიზად შეკარით. თითოეული ცომის ნაჭერი ასე დაამუშავეთ. იდეალურ ვარიანტში, 15 მილაკი უნდა გამოგივიდეთ.

5. მილაკები ღუმელის თუნუქის ფურცელზე ისე დაალაგეთ, რომ ცომის შეკვრის ადგილი ზემოთ მოექცეს და 180 გრადუსზე, დაახლოებით, 25-30 წთ-ის განმავლობაში აცხვეთ.
მზა მილაკები გამოიღეთ და გააგრილეთ. ნუ შეშინდებით, თუ ცხობის დროს, ცომის კიდეები გაიხსნა.
მზა ტორტში ეს „დეფექტი“ შეუმჩნეველი იქნება.

6. სანამ მილაკები გრილდება, კრემი მოამზადეთ:
500 გრ. სქელი არაჟანი შაქართან და ვანილთან ერთად ათქვიფეთ, სანამ კარგად არ გასქელდება და აფუმფულდება.

7. ფართო ლანგარზე ალუბლიანი მილაკები პირამიდის ფორმით უნდა განათავსოთ.
პირველ რიგში 5 მილაკი დააწყვეთ და კრემი გადაუსვით.
მეორე რიგში 4 მილაკი დააწყვეთ და კრემით დაფარეთ. ა
სე გააგრძელეთ, სანამ ბოლო, ერთ მილაკს არ დადებთ.

მზა ტორტს თავზე შოკოლადის ნაფხვენები ან ქოქოსის ფანტელი მოაყარეთ და, დაახლოებით, სამი საათი გააჩერეთ, რათა კრემი კარგად გაუჯდეს.
ამის შემდეგ ტორტი მაცივარში 4-5 საათი გააჩერეთ.

შენიშვნა: თუ ალუბალი არ გაქვთ, მილაკების შიგთავსისთვის შეგიძლიათ სხვა ხილი ან ხილის ჯემი გამოიყენოთ.

გემრიელად მიირთვით!


 

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?