ბადრიჯანი ისპანახით - ახალი რეცეპტი ჩინური სამზარეულოდან

კულინარია

6 ივლისი 12:00, 2017 წელი

ბადრიჯნის უამრავი რეცეპტი არსებობს: შემწვარი, მოთუშული, მოხარშული, გრილზე და ა.შ. დღეს ბადრიჯნის კერძის ჩინურ ვერსიას გთავაზობთ, რომელიც მარტივად და სწრაფად მზადდება.

კერძის სწრაფ მომზადებას ჩინურ სამზარეულოში სტირ-ფრაის უწოდებენ და მისი მთავარი პირობაა ცეცხლის მაღალი ტემპერატურა და კერძის მუდმივი მორევა, რა დროსაც ბოსტნეული სასარგებლო თვისებებს ინარჩუნებს.


ჩინურად ბადრიჯნის მოსამზადებლად საჭიროა:


ბადრიჯანი - 2 ცალი;
მცენარეული ზეთი - 3 ს/კ;
ნიორი - 2 კბილი;
წყალი - 100 მლ;
გახეხილი ჯინჯერი 1 ს/კ;
სეზამის ზეთი - 1 ს/კ;
ბრინჯის ძმარი - 1 ს/კ;
სიმინდის სახამებელი - 2 ჩ/კ;
ისპანახი (ცოცხლად ან დამარინადებული) – 150-200 გრ.


მომზადების წესი:
კარგად გარეცხილი ბადრიჯანი გაამშრალეთ და დაჭერით მრგვალად (1 სმ სისქეზე).

ცალკე ჯამში ჩაასხით წყალი, დაამატეთ სოიოს სოუსი, ჩილი, გახეხილი ჯინჯერი, სეზამის ზეთი, ბრინჯის ძმარი და სიმინდის სახამებელი.

გაცხელებულ ტაფაზე დაასხით მცენარეული ზეთი და მოთუშეთ დაჭყლეტილი ნიორი 10 წამის განმავლობაში.  
როგორც კი ნივრის არომატს იგრძნობთ, დაამატეთ დაჭრილი ბადრიჯანი და განაგრძეთ მოთუშვა.
არ დაგავიწყდეთ მუდმივად მორევა.
დაახლოებით, 5 წუთის შემდეგ დაამატეთ ტაფაში ცალკე მომზადებული სოუსი და განაგრძეთ მოთუშვა სქელი კონსისტენციის მიღებამდე.
შემდეგ დაამატეთ დაჭრილი ისპანახი. კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ მაღალ ცეცხლზე და გაზქურა გამორთეთ.
ჩინურად მომზადებული ბადრიჯანი განსაკუთრებით გემრიელია მოხარშულ ბრინჯთან ერთად.


შენიშვნა:
ბადრიჯანი შეგიძლიათ, შეწვათ როგორც გათლილი, ასევე გაუთლელი;
ამ კერძის მოსამზადებლად 20 წუთი დაგჭირდებათ;
სურვილისამებრ, შეგიძლიათ, წითელი ან მწვანე ბულგარული წიწაკა დაუმატოთ.

დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.