გულიაში ძროხის ხორცით - წვნიანი გურმანებისთვის

კულინარია

10 აგვისტო 12:00, 2017 წელი

თუ აქამდე არ გაგისინჯავთ, იცოდეთ, რომ წინ დიდი ნეტარება გელით...

გულიაშის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ღორის ნეკნები (შებოლილი) – 200 გრ;
ძროხის ხორცი (რბილი) – 250 გრ;
ხახვი - 1 დიდი თავი;
ნიორი - 3 კბილი;
კარტოფილი - 2 ცალი;
ტომატი - 1 ს/კ;
პომიდორი - 1 ცალი;
პაპრიკა - 4 ჩ/კ;
კარაქი - 3 ს/კ;
ძროხის ხორცის ბულიონი - 1,5 ლიტრი;
მარილი, პილპილი - გემოვნებით;


მომზადების წესი:

კარგად გააცხელეთ ღრმა ტაფა და საშუალო ზომებად დაჭრილი ღორის ხორცი შეწვით კარაქში. შემდეგ, დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ხორცთან ერთად კარგად მოთუშეთ. როგორც კი ღორის ხორცი ოქროსფერს მიიღებს, მოასხით ტომატ-პასტა და კარგად გადაურიეთ. შემდეგ დაამატეთ პაპრიკა, დაახურეთ თავსახური და განაგრძეთ მოთუშვა კიდევ 5 წუთის განმავლობაში.


წვრილად დაჭრილი პომიდორი ჩაყარეთ მოზრდილ ქვაბში. დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი, კარგად გარეცხილი და საშუალო ნაჭრებად დაჭრილი ძროხის ხორცი, მარილი და შავი პილპილი.
დაასხით ბულიონი და დადგით საშუალო ცეცხლზე.

როგორც კი შენიშნავთ, რომ ძროხის ხორცი თითქმის მოიხარშა, დაამატეთ კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ კი დაამატეთ წვრილად დაჭრილი კამა.
სულ ბოლოს ამ ქვაბში გადაიტანეთ ქვაბში მოთუშული ღორის ხორცი. როგორც კი კარტოფილიც მოიხარშება, გაზქურა გამორთეთ. კერძი მზადაა. 


შენიშვნა:
გულიაშის მოსამზადებლად, დაახლოებით, 1 საათი დაგჭირდებათ.
გულიაშის სისქე თქვენს სურვილზეა დამოკიდებული. თუ გსურთ, თხელი კონსისტენციის მიიღოთ, მაშინ ოდნავ მეტი ბულიონი დაასხით.
თუკი ძროხის ხორცის ბულიონი არ გაქვთ, შეგიძლიათ, ბულიონის კუბიკები (ძროხის ხორცის) შეიძინოთ, გახსნათ ცხელ წყალში, ადუღოთ, გააციოთ და ცივი დაასხათ ქვაბში მოსახარშად გამზადებულ პროდუქტებს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ძროხის ხორცის ბულიონით გულიაში გაცილებით გემრიელი გამოდის.  


კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?