დესერტი

ნაყინის ტორტი შოკოლადითა და თხილით - მოამზადეთ სახლში

fun time

14:00 კვი. 27 აგვისტო, 2023 წელი

ნაყინის ტორტი შოკოლადითა
და თხილით - მოამზადეთ
სახლში

14
დაკოპირებულია

ზაფხულის ცხელ დღეებში გრილ და გემრიელ დესერტზე უკეთესს ვერაფერს მიირთმევთ, ამიტომ ნუ დაიზარებთ, გადახედეთ ამ რეცეპტს და მომზადებას შეუდექით.

საჭირო პროდუქტი:

  • ნაყინი (პლომბირი ან კრემ-ბრულე) – 500 გრ.
  • ფხვიერი ორცხობილა (შოკოლადის) – 200 გრ.
  • კარაქი - 50-70 გრ.
  • ნუში ან თხილი - გემოვნებით

შოკოლადი მინანქრისთვის საჭირო პროდუქტი:

  • შავი შოკოლადი - 100 გრ.
  • შესქელებული რძე - 100 გრ.
  • შაქარი - 1 ს/კ.
  • ვანილის შაქარი - 1 ჩ/კ.
  • კარაქი - 1 ჩ/კ.

მოამზადეთ „ცომი“

ფხვიერი ორცხობილა ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ ან ხელით კარგად დაფშვენით. კარაქი გაადნეთ, დაფშვნილ ორცხობილას დაასხით და კარგად აურიეთ (მასა არც ძალიან სქელი და არც მეტისმეტად თხელი არ უნდა იყოს).

შეარჩიეთ ტორტის ყალიბი, სასურველია, 17X17 სმ, ძირზე და გვერდებზე კარგად „ამოაკარით“ ორცხობილას „ცომი“ და 20 წუთით საყინულეში შედგით.

საყინულიდან გამოღებულ ფორმაში ჩადეთ დარბილებული ნაყინი და ზედაპირი კარგად მოასწორეთ. ამის შემდეგ ნაყინის ტორტი ისევ საყინულეში მოათავსეთ და ამჯერად 2-4 საათით დატოვეთ.

***

მოამზადეთ მინანქარი

შოკოლადი მინანქრისთვის საჭირო პროდუქტები პატარა ჯამში ჩაყარეთ და წამოადუღეთ. მინანქარი ოდნავ გააგრილეთ და ნაყინის ტორტს თავზე მოასხით.
გაითვალისწინეთ, რომ მინანქარი ნაყინთან კონტაქტის დროს სწრაფად ცივდება, ამიტომ ტორტის ზედაპირზე სწრაფად უნდა გაანაწილოთ.
ამის შემდეგ ტორტი საყინულეში 30-40 წთ-ით შეინახეთ.

***

შენიშვნა:

სანამ მიირთმევდეთ, ტორტი საყინულიდან უნდა გამოიღოთ, დაჭრილი თხილი ან ნუში მოაყაროთ და 10 წუთი ოთახის ტემპერატურაზე გააჩეროთ.

ტორტის ფორმიდან ამოსაღებად ცხელ წყალში შემთბარი, ღრმა კოვზი გამოიყენეთ.

გემრიელად მიირთვით!

ესეც სცადეთ:

მარტივი ნაყინის რეცეპტი

შემწვარი ნაყინი

ცივი დესერტი - ჩიტის რძე ჭიქებში

წყარო: gotovim-doma.ru


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

მარწყვის ჯემი ჟელატინით

მარწყვის ჯემი ჟელატინით

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო ტორ...

Crazy Cake - შოკოლადის სამარხვო
ტორტი

ფრანგული ვაშლის ნამცხვარი დარიჩინით

ვაშლის ნამცხვარი
დარიჩინით

სწრაფი დესერტი ცხობის გარეშე - ალუბ...

სწრაფი დესერტი - ალუბლები
ვაფლით

კანოლი - სიცილიელი მაფიოზების საყვა...

კანოლი

ლიქიორი ბეილისი - სადღესასწაულო სუფ...

ბეილისის რეცეპტი

იაპონური ხრიკი - როგორ დავატკბოთ მჟ...

როგორ დავატკბოთ მჟავე
მანდარინი 10 წუთში?

ნამცხვარი გირჩი - მარტივი დესერტი ც...

ნამცხვარი გირჩი

ხრაშუნა ტორტი ცხობის გარეშე - 5 წუთ...

ხრაშუნა ტორტი ცხობის
გარეშე - 5 წუთში მზადდება!